დღეს , ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ლიტერატურულ კონკურსს
,,ოდეონის" ახალგაზრდული ტურის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართა.
თემაზე ,,ფესვები“ სამი საუკეთესო თხზულების ავტორი გამოვლინდა.
კონკურსში, მესამე ადგილი ბორითის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ, ქეთევან კურტანიძემ დაიკავა.
ქეთევან კურტანიძე: ,, ძალიან აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი შედეგით. მოლოდინები მქონდა, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა თუ ჩემი მოლოდინი გამართლდებოდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ იზას, რომ ასეთ შესაძლებლობებს გვაძლევს’’.
ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილის მფლობელად, საღანძილის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე , სალომე წარიაშვილი დასახელდა.
მეორე ადგილი მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ , მაგდა მიქაბერიძემ დაიკავა.
ჟიურის თავმჯდომარის, ქალბატონი ლინა ბარათაშვილის რჩეული გახდა, ლიზი დევდარიანი , დაბა ხარაგაულის მესამე საჯაროს სკოლის XI კლასის მოსწავლე.
იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ჟიური სამი საუკეთესო ნაშრომის გამოსავლენად 10 დღის განმავლობაში მუშაობდა.
ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ პოეტი ლინა ბარათაშვილი, ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ – ვალერი გოგნაძე, მარინე ხვედელიძე, მამუკა ჭიპაშვილი, სპარტაკ ლაცაბიძე.
ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით ხარაგაულელი შემოქმედი მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული ,,ოდეონი“ წელს მეორედ გაიმართა.
კონკურსი 2 ივნისს, ღია სივრცეში , ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში ჩატარდა.
კონკურსში 12-დან 22 წლამდე, 12 სკოლის 22 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.