სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1493.JPG
13/11/2023 15:40

ქალებისთვის ფსიქოსოციალური სერვისების მიწოდების მიზნით ხარაგაულის მერიასთან მემორანდუმი გაფორმდა

გენდერული და ძალადობის მსხვერპლი ქალების და გოგონების თანადგომის მიზნით, ხარაგაულის მერიასა და ა(ა)იპ ,,წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - ქუთისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის და ხელშეწყობის მემორანდუმი გაფორმდა. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი მემორანდუმით გათვალისწინებულ მიზნებსა და ამოცანებს,  მერის თანაშემწესთან გენდერული თანასწორობის საკითხებში, ჟანა ნემსაძესთან და ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების უფროსთან , თეა ბერიძესთან ერთად გაეცნო. მემორანდუმის ფარგლებში, ხარაგაულში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი ,,გენდერული და ძალადობის მსხვერპლი ქალების და გოგონების თანადგომა“ განხორციელდება. კობა ლურსმანაშვილი: ,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, ჩვენ  მხარს ვუჭერთ აღნიშნულ პროექტს და მისი წარმატებულად განხორციელების მიზნით მოხდა მემორანდუმის გაფორმება.“ ანა ჩაფიძე: ჩვენ უნდა განვახორციელოთ ყველა ქმედება პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. პროექტი ითვალისწინებს ხარაგაულის მაცხოვრებელი გენდერული და ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ფსიქოსოციალური სერვისების მიწოდებას, ამ პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მერიის მხარადაჭერა არის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, რომ ეს პროექტი განხორციელდეს წარმატებით. შესაბამისად მემორანდუმი, რომელიც დღეს დაიდო მიზნად ისახავს ხარაგაულისთვის მომზადდეს სპეციალური მოდული, რომლითაც სპეციალისტები იმუშავებენ.“ პროექტი ერთი წელი გაგრძელდება. 
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/iamze.jpg
07/11/2023 15:12

საკრებულოს წევრი, იამზე პაქსაშვილი ამომრჩევლებს ანგარიშს წარუდგენს

საკრებულოს წევრი , ბორითის  მაჟორიტარი დეპუტატის  იამზე პაქსაშვილი ამომრჩევლებს ანგარიშს წარუდგენს. იამზე პაქსაშვილი ანგარიშის გასაცნობად  უბისა, მაქათუბანი, ვაშლევი, სიხისძირის მოსახლეობას 12 ნოემბერს 13:00 დან 18:00 საათამდე შეხვდება. ბორითი, ამაშუკეთი,დინარი, კვესრევი, საქასრიის მოსახლეობასთან შეხვედრა 15 ნოემბერს 10:00 დან 16:00 საათამდე გაიმართება. ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ  აქ (საკრებულოს წევრის იამზე პაქსაშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრის ანგარიში - 2023 წელი)          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2551.JPG
06/11/2023 11:46

გიორგი წერეთელი საპატიო ხარაგაულელის წოდებით დაჯილდოვდა

ხარაგაულობის დღესასწაულზე, კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას საპატიო ხარაგაულელის წოდებაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი წერეთელი წარუდგინა. კობა ლურსმანაშვილი: ,,გიორგი წერეთელს ხარაგაულთან მჭიდრო კავშირი აქვს, სოფელი ზვარე მისთვის მშობლიური სოფელია, ხარაგაულელებისთვის ამ გამორჩეულ სოფელში მისი დედულეთია. ბატონი გიორგის მხრიდან განსაკუთრებულად ვგრძნობთ ხელშეწყობას, იგი ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს ხარაგაულში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად ხარაგაული მას საპატიო ხარაგაულელის ჯილდოს გადაცემს.“ გიორგი წერეთელი საპატიო ხარაგაულელის წოდების დამადასტურებელი დიპლომით და მოწმობით  საჩხერე - ჭიათურა -ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პაატა კვიჟნაძემ დააჯილდოვა. მიმდინარე წელს, მერის კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის ტიტულით 6 ადამიანი დაჯილდოვდა. 2014 წლიდან დღემდე საპატიო ხარაგაულელის წოდება 46 ადამიანს მიენიჭა.        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2458.JPG
06/11/2023 11:46

ზვარის საჯარო სკოლის დირექტორი, ნატო შათირიშვილი საპატიო ხარაგაულელის წოდებით დაჯილდოვდა

ხარაგაულობის დღესასწაულზე, კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას საპატიო ხარაგაულელის წოდებაზე ზვარის საჯარო სკოლის დირექტორის, ნატო შათირიშვილის კანდიდატურა წარუდგინა. ნატო შათირიშვილს საპატიო ხარაგაულელის წოდების დამადასტურებელი დიპლომი და მოწმობა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ გადასცა. ნატო შათირიშვილი 34 წელია ასწავლის ზვარის საჯარო სკოლაში, არჩეულია სკოლის დირექტორად მეორე ვადით. მას სულ ახლახან  საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. კობა ლურსმანაშვილი: ,,ვფიქრობ სოფლად მცხოვრებ მასწავლებლებს მეტი დაფასება და თანადგომა სჭირდებათ.  ხარაგაულელი ახალგაზრდების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ჩვენ გადავწყვიტეთ საპატიო ხარაგაულელის ჯილდო საქართველოს დამსახურებული მასწავლებლისთვის გადაგვეცა“. მიმდინარე წელს, მერის , კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის ტიტულით 6 ადამიანი დაჯილდოვდა. 2014 წლიდან დღემდე საპატიო ხარაგაულელის წოდება 46 ადამიანს მიენიჭა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2521.JPG
06/11/2023 11:46

გიორგი ვოლსკის საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა

ხარაგაულობის დღესასწაულზე, კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას საპატიო ხარაგაულელის წოდებაზე პოლიტიკოსის,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის კანდიდატურა წარუდგინა. ,,ბატონი გიორგისთვის ხარაგაული ძალიან ახლო და მშობლიურია. მას განსაკუთრებული სიყვარული აქვს სოფელ ლაშესთან და მაჭავარიანების გვართან, რადგან გიორგი ვოლსკის დედა  ლაშელი მეგი მაჭავარიანია. ხარაგაულის და სოფელი ლაშეს განსაკუთრებული სიყვარულის ნიშნად,  ხარაგაულისთვის ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, რომ სხვადასხვა პერიოდში ყოველთვის ვგრძნობდით მის მხარდაჭერას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მქონდა პატივი, ხარაგაულისა და ქვეყნის წინაშე გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, „ხარაგაულის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად ხარაგაულისთვის  ბატონი გიორგი ვოლსკის კანდიდატურა წარმომედგინა“- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა. გიორგი ვოლსკის საპატიო ხარაგაულელის წოდების დამადასტურებელი დიპლომი და მოწმობა ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა გადასცა. მიმდინარე წელს, მერის , კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის ტიტულით 6 ადამიანი დაჯილდოვდა. 2014 წლიდან დღემდე საპატიო ხარაგაულელის წოდება 46 ადამიანს მიენიჭა.        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2624.JPG
06/11/2023 11:45

ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდება 6 ადამიანს მიენიჭა

,,ხარაგაულობა-2023" - ის გამორჩეული ნაწილი საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოება გახლდათ. კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას 6 საპატიო ხარაგაულელი წარუდგინა. კობა ლურსმანაშვილმა თითოეულ მათგანს, საპატიო ხარაგაულელის წოდების დამადასტურებელი დიპლომი და მოწმობა გადასცა. მიმდინარე წელს საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭათ: ზვარის საჯარო სკოლის დირექტორს, საქართველოს დამსახურებულ მასწავლებელს, ნატო შათირიშვილს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გიორგი ვოლსკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გიორგი წერეთელს ცნობილ მეთუნეს , ზალიკო ბოჟაძეს პროფესორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, ლუხუმი ჭანტურიას ცნობილ მომღერალს, ანსამბლ ,,ფორტე"-ს წევრს ზურა მანჯავიძეს საპატიო ხარაგაულელები , ხარაგაულის მერმა, საჩხერე-ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, პაატა კვიჟინაძესთან, იმერეთის მხარის რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, კობა კობალაძესთან ერთად დააჯილდოვა. საპატიო ხარაგაულელების წარდგენის საზეიმო ცერემონია, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელს, იზა ვეფხვაძეს მიჰყავდა. 2014 წლიდან დღემდე საპატიო ხარაგაულელის წოდებით 46 ადამიანი დაჯილდოვდა.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2603.JPG
06/11/2023 11:43

ცნობილ მომღერალი, ანსამბლ ,,ფორტეს“ წევრი, ზურა მანჯავიძე საპატიო ხარაგაულელის ტიტულით დაჯილდოვდა

ხარაგაულობის დღესასწაულზე, კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას საპატიო ხარაგაულელის წოდებაზე ცნობილი ქართველი მომღერლის, ანსამბლ ,,ფორტეს“ წევრის , ზურა მანჯავიძის კანდიდატურა წარუდგინა. ზურა მანჯავიძეს საპატიო ხარაგაულელის წოდების დამადასტურებელი დიპლომი და მოწმობა იმერეთის მხარის რწუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ გადასცა. კობა ლურსმანაშვილი: ,,ზურა მანჯავიძეს გამორჩეულად უყვარს ხარაგაული, თავს ამ კუთხის შვილად თვლის და ამბობს რომ ყველაფერი საუკეთესო ხარაგაულმა და ბებია -ბაბუებმა მისცეს, რომლებიც სოფელ ლაშეში ცხოვრობდნენ. ვთვლი რომ ზურა მანჯავიძე თავისი დამოკიდებულებით ხარაგაულის მიმართ, თავისი ადამიანური, პიროვნული თვისებებით, პროფესიონალიზმით ნამდვილად არის ხარაგაულის სიამაყე.“ ,,ეს ჯილდო ეკუთვნის მამაჩემს , გიგა მანჯავიძეს, მე ამაყი ვარ რომ ამ გვარის წარმომადგენელი ვარ, ვამაყობ ხარაგაულით და ჩემი სოფლით. მადლობა თითოეულ თქვენგანს  იმ განუმეორებელი სითბოსთვის, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი დღეს“-განაცხადა ზურა მანჯავიძეს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე. მიმდინარე წელს, მერის , კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის ტიტულით 6 ადამიანი დაჯილდოვდა. 2014 წლიდან დღემდე საპატიო ხარაგაულელის წოდება 46 ადამიანს მიენიჭა.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2619_1.JPG
06/11/2023 11:42

ექიმი ლუხუმი ჭანტურია საპატიო ხარაგაულელობის წოდებით დაჯილდოვდა

ხარაგაულობის დღესასწაულზე, კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას საპატიო ხარაგაულელის წოდებაზე ექიმის, კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალში“ ბავშვთა და მოზარდთა ტრავმატოლოგ-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლუხუმი ჭანტურიას კანდიდატურა წარუდგინა. ლუხუმი ჭანტურიას საპატიო ხარაგაულელის წოდების დამადასტურებელი დიპლომი და მოწმობა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ გადასცა. იგი დაიბადა და გაიზარდა ხარაგაულში, წარმატებით დაამთავრა ხარაგაულის N1 საჯარო სკოლა. სამედიცინო განათლება მიღებული აქვს საქართველოში, აშშ, ავსტრიაში, იტალიაში, პოლონეთში, ინგლისში, ესპანეთასა და გერმანიაში. მას დღემდე არ გაუწყვეტია კავშირი ხარაგაულთან და თითოეული ხარაგაულელის იმედი და ნუგეშისმცემელია. ლუხუმი ჭანტურიას მინიჭებული აქვს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი, გახლავთ სრული პროფესორი.   მიმდინარე წელს, მერის , კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის ტიტულით 6 ადამიანი დაჯილდოვდა. 2014 წლიდან დღემდე საპატიო ხარაგაულელის წოდება 46 ადამიანს მიენიჭა.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2564.JPG
06/11/2023 10:23

      ცნობილი მეთუნე, ზალიკო ბოჟაძე საპატიო ხარაგაულელის ტიტულით დაჯილდოვდა

ხარაგაულობის დღესასწაულზე, კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას საპატიო ხარაგაულელის წოდებაზე ცნობილი მეთუნე, სოფელ მაქათუბნის მკვიდრი, ზალიკო ბოჟაძე წარუდგინა. ზალიკო ბოჟაძე  საპატიო ხარაგაულელის წოდების დამადასტურებელი დიპლომით და მოწმობით  საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა დააჯილდოვა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მაქათუბანში მცხოვრები ზალიკო ბოჟაძე მთელ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც ცნობილია თავისი სამეთუნეო საქმიანობით, რომელიც ოდითგან ტრადიციულად მოჰყვება მის ოჯახს.  აქვს თავისი ხელით შექმნილი საამქრო და ამზადებს თიხის ნაწარმს, ჭურჭელს, სუვენირებს, თონეებს, ქვევრებს და სხვა. იგი 2012 წელს მიწვეული იყო იტალიაში საერთაშორისო ფორუმზე ,,გადავარჩინოთ დედამიწა“. ფორუმზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა თავისი დროშით, ჰიმნით და კულტურით. 2013 წლიდან ,,იუნესკოს“- მიერ ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს“- არამატერიალური  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა , ამის აღსანიშნავად 2016 წლის  1 მარტს გაეროს  70-წელთან დაკავშირებით  აღნიშნულ ორგანიზაციას, კულტურის სამინისტროს დელეგაციამ სამახსოვროდ ქართული ქვევრი (ჭური) გადასცა წარწერით ,,საქართველო“  ეს ქვევრი ჟენევაში, გაეროს შტაბ-ბინის  შენობის ეზოში დაიდგა და დღესაც იქაა იგი ზალიკო ბოჟაძის ნამუშევარია მისივე დამღით ,,საქართველო, მაქათუბანი, ზალიკო ბოჟაძე, XXI საუკუნე“. ,,პატარაობიდანვე ვეზიარე მეთუნეობის ხელობას, რომელიც წინაპრებიდან გადმოცემული ჩვენი ოჯახური ტრადიციაა. 8-წლის ასაკში უკვე ვაკეთებდი კეცებს, პატარა სუვენირებს და აქედან მომდინარე ეს ხელობა აღარც მიმიტოვებია. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ვცდილობ ჩემს შვილებს და შთამომავლებსაც  შევაყვარო იგი. მიმაჩნია, რომ ეს ეროვნული საქმეა და ვფიქრობ ბოლომდე ვუერთგულებ მას“- ამბობს ცნობილი მეთუნე. მიმდინარე წელს, მერის კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის ტიტულით 6 ადამიანი დაჯილდოვდა. 2014 წლიდან დღემდე საპატიო ხარაგაულელის წოდება 46 ადამიანს მიენიჭა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/rezo.jpg
02/11/2023 11:35

საპატიო ხარაგაულელი , ასტრონომი და მეცნიერი რეზო ნაცვლიშვილი გარდაიცვალა

საპატიო ხარაგაულელი, ასტრონომი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ მუშაკი, დიდი აღმოჩენების ავტორი, ასტრონომიულ საზოგადოებაში ძალზე ცნობილი და პატივსაცემი პიროვნება, ბატონ ევგენი ხარაძის უსაყვარლესი მოსწავლე _ რეზო ნაცვლიშვილი გარდაიცვალა. ხარაგაულის მერია მწუხარებას გამოხატავს და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და ახლობლებს. რეზო ნაცვლიშვილს, ხარაგაულის მერის , კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე  საპატიო ხარაგაულელის წოდება 2022 წელს მიენიჭა.
სრულად