სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_3509.JPG

სოფელ თეთრაწყაროში ახალი მინი სტადიონის მშენებლობა დასრულდა

სოფელ თეთრაწყაროში რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით,  ხარაგაულის მერიამ ახალი მინი სტადიონის მშენებლობა განახორციელა.

სოფელში ეს პირველი მინი სტადიონია. პროექტზე 168 800 ლარი დაიხარჯა.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , მერის პირველ მოადგილესთან , ვარლამ ჭიპაშვილთან და სპორტისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორთან, რევაზ შერგელაშვილთან ერთად,  ახალ მინის სტადიონზე , ფეხბურთისა და კალათბურთის წრის პირველ საჩვენებელ ვარჯიშებს დაესწრო.

კობა ლურსმანაშვილმა მინი სტადიონზე შეკრებილ ადგილობრივ მაცხოვრებელ პატარებს საჩუქრად ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთები გადასცა.

კობა ლურსმანაშვილი:

,, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხარაგაულის მერია სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას ახორციელებს.

ჩვენ სოფელ უბისაში ავაშენეთ ახალი მინი სტადიონი , ბორითის თემში ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით , მოწესრიგდა საფეხბურთო მოედანი. გვაქვს გეგმაში, რომ მომავალ წელს კიცხში განვაახლოთ სპორტული ინფრასტრუქტურა.

ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, ვიდრე სპორტული ინფრასტრუქტურა თანაბრად ხელმისაწვდომი არ გახდება ყველასათვის.

სპორტული მოედნების გარდა ხარაგაულში დღის წესრიგში დგას საცურაო აუზის მშენებლობა . ჩვენ ამისთვის გვაქვს კონკრეტული ტერიტორია , ხარაგაულის ცენტრალური მოედნის მიმდებარედ. ვმუშაობთ ფინანსების მოზიდვაზე და დარწმუნებული ვართ, რომ ხარაგაულელელების ეს ოცნებაც ახდება“.

 

ნანახია: 207 - ჯერ