ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა , ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა.
თათბირის მთავარი თემა მიწის სისტემური რეგისტრაციის დაწყება გახლდათ.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ხარაგაულში, 25 ივლისს, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მოქალაქეებთან საკოსულტაციო ხასიათის შეხვედრას გამართავენ.
მერმა აღნიშნა , რომ მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და კანონიერ ფორმაში მოაქციოს საკუთარი კუთვნილი ქონება.
მიწის სისტემური რეგისტრაცია ყველა მოქალაქისთვის სრულიად უფასო არის. რეგისტრაციის პროცესი ხარაგაულში აგვისტოს თვიდან დაიწყება.
ხარაგაულის მერია მონაწილეობითი ბიუჯეტის ახალ ეტაპს იწყებს. პროგრამის ბიუჯეტი ხარაგაულის მერის გადაწყვეტილებით 210 ათასი ლარი იქნება.
პროგრამის განხორციელება ხარაგაულის მერიამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მხარდაჭერით დაიწყო.
კობა ლურსმანაშვილი: ,,ისევ ველოდებით მოქალაქეთა მაღალ ჩართულობას და დაინტერესებას. მონაწილეობითი ბიუჯეტი მოქალაქეებს მათთვის სასურველი პროექტის განხორციელების ძალიან კარგ შესაძლებლობას აძლევს და გვაქვს მოლოდინი , რომ საინტერესო იდეების განხორციელებას შევძლებთ“.
თათბირზე მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის განმხორციელებელი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა მერის წარმომადგენლებს ,,მონაწილეობითი ბიუჯეტირების“ პროგრამის ფარგლებში სოფლებში დაგეგმილ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებთან დაკავშირებით გააცნო ინფორმაცია.
ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) წარმომადგენელთან ერთად 26 ივლისს შეხვედრები გაიმართება დაბა ხარაგაულის, ბაზალეთის, სარგვეშის, ღორეშის, ბორითის და ხუნევის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან.
ფართო საინფორმაციო კამპანიის მიზანი, მოსახლეობის ინფორმირება, მათი მოტივირება და მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფაა.
საპროექტო წინადადებების მიღება 17 ივლისს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება.
ინფორმაცია პროგრამის განხორციელების თითოეული ეტაპების შესახებ ხარაგაულის მერიის ოფიციალურ გვერდზე განთავსდება.