სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Background%20pursha_8_1_1_1_2.png
21/06/2023 08:16

ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე

განცხადების ნომერი NAT230012905   შესყიდვის სტატუსი  გამოცხადებულია შემსყიდველი  თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესყიდვის გამოცხადების თარიღი 20.06.2023 17:29 წინადადებების მიღება იწყება 26.06.2023 00:00 წინადადებების მიღება მთავრდება 28.06.2023 16:00 დაფინანსება 2023 წლის სახსრები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1`200.00 GEL წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გათვალისწინებით კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი  50100000 - სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი  50100000 - სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები    50112000 - მანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება   შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა იხილეთ ფასების ცხრილი დანართი N1 მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 კალენდარული დღე შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 10.00 GEL გარანტიის ოდენობა 12 GEL გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე დამატებითი ინფორმაცია  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/unnamed-2020-11-22_09-27-08_749973.jpg
16/06/2023 17:24

19 ივნისს ხარაგაულში დათო არჩვაძის კონცერტი გაიმართება

ხარგაულის მერიის მხარდაჭერით 19 ივნისს 18 საათზე ,ხარაგაულის კინოთეატრში კომპოზიტორი და მომღერალი, დათო არჩვაძე, თავის საავტორო საღამოს გამართავს.   საღამო პროექტის ,,ვიმღეროთ ერთად" ფარგლებში გაიმართება. კონცერტზე დათო არჩვაძესთან ერთად,  სიმღერებს შეასრულებს  ,,ხარაგაულის ხმები" და ,,ხარაგაულის კვარტეტი".   საღამოს ცნობილი მუსიკათმცოდნე, მაია დათუნაშვილი წარუძღვება.   დასწრება თავისუფალია.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasd_1.png
15/06/2023 15:11

19  ივნისს  ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

სხდომაზე  3 ივლისის მორიგი საკრებულოს  სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელებენ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 ივნისის ბიუროს   მორიგი   სხდომის  საკითხთა ნუსხა ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“  ხელმღვანელის ანგარიში გაწეული      მუშაობის შესახებ  მომხს: რევაზ შერგელაშვილი ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის  მერიის ჯანდაცვისა და სოციალური  დაცვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ  მომხს: ნანა კიკნაძე                                                                                                                                     3.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2023 წელს დამტკიცებულ 2020-2022 წლებში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებისა და სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის განხილვის შესახებ    მომხს: პავლე კიკალიშვილი ა(ა)ი.პ  „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისათვის “ხარაგაულის             მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ექსკავატორი CUKUROVA, სახ N MS 295 S -ს           სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) არსებობის ვადით გადაცემაზე ხარაგაულის             მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.  მომხს: ინგა ლურსმანაშვილი         5.,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის                დებულების დამტკიცების შესახებ“ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6                ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: ზურაბ ბანცაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის  ზედამხედველობისა და არქიტექტურის   სამსახურში       ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების        ფორმებისა   და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’  - ხარაგაულის         მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 მაისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის          თაობაზე    მომხს: ზურაბ ბანცაძე        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sdcb_1.jpg
09/06/2023 15:27

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“  სხდომა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით ერთ პირს მაღალთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭა.   შეგახსენებთ, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკურმა პირმა  მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს. განცახადებას თან უნდა დაერთოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში  9 თვის ან მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების და მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ კომისია ორი თვის განმავლობაში შეისწავლის საკითხს.   ხარაგაულის „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ თავმჯდომარე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ინგა ლურსმანაშვილი გახლავთ.  სხდომის თავმჯდომარის მოადგილე - იურიდიული განყოფილების  პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, თამარ სულაქველიძე;    სხდომის მდივანი - ადმინისტრაციული სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი, ნინო ფერაძე;   საბჭოს წევრები:   მერის მრჩეველი სოციალურ საკითხებში, გივი თხელიძე;   შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი, ინგა თურქაძე.   შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში 11 სოფელი შედის: გოლისი, გოლათუბანი, გუდათუბანი, ფონა, ნუნისი, პატარა სახვლარი, ზვარე, ჩრდილი, გედსამანია, წიფა, ბჟინევი.   მაღალმთიანი დასახლებაში მცხოვრები სტატუსი ხარაგაულში  1 303 ფიზიკურ პირს აქვს მინიჭებული.   ოქმი   საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N 591 დადგენილების ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების,   შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესი“-ს  მე-6 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად გეგზავნებათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის   მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმს N28RSX00151 მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/image.png
08/06/2023 10:09

„მხიარული სტარტების“ გამარჯვებული დაბა ხარაგაულის გუნდი გახდა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით სპორტსკოლაში „მხიარული სტარტები“ გაიმართა. მხიარულ სტარტებში დაბა ხარაგაულის, ვერტყვიჭალის, ვარძიის, ასევე ლეღვნისა და ვახანის გაერთიანებული გუნდები მონაწილეობდნენ.  შეჯიბრში დაბა ხარაგაულის გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც ფინალურ თამაშში ვარძიის გუნდს შეხვდა. მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd5g5as5dg5sg.jpg
05/06/2023 12:58

მამუკა ჭიპაშვილმა საკრებულოს წევრებს კულტურის და ხელოვნების ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

 მამუკა ჭიპაშვილმა ანგარიშის  წარდგენისას, როგორც კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ვრცლად ისაუბრა ხარაგაულის კულტურის ცენტრის, ისტორიული მუზეუმის, ლიტერატურული თეატრის, ხალხური შემოქმედების სახლის და ხარაგაულის  ცენტრალური ბიბლიოთეკის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. საკრებულომ კულტურის და ხელოვნების ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასა. გთავაზობთ ანგარიშის სრულ ვერსიას. მოგახსენებთ რომ ა(ა)ი.პ კულტურისა და ხელოვნების ცენტრი შეიქმნა   2018 წელს, რომელშიც გაერთიანდა ხარაგაულის კულტურის ცენტრი, ისტორიული მუზეუმი, ლიტერატურული თეატრი, ხალხური შემოქმედების სახლი და ხარაგაულის  ცენტრალური ბიბლიოთეკა. ორ წლიანი პანდემიური შეფერხების შემდეგ 2022 წლიდან დღემდე აღნიშნული ცენტრი სრული დატვირთვით ფუნქციონირებს და არა ერთი საინტერესო, ახალი პროექტი და ღონისძიება  შეთავაზა ხარაგაულის მოსახლეობას. 2022 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 840 ათასი ლარით, რომელშიც შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 726 119 ლარი, შშმ პირთა რესურსებზე ( უსინათლოთა პროგრამის ფარგლებში) 12 ათასი ლარი, საქონელი და მომსახურების მუხლში გაიხარჯა 94 ათასი ლარი. ტრანსპორტის მომსახურებაში გაიხარჯა  14 ათასი ლარი და სხვა (კომუნალური ხარჯები და სხვა საჭიროებები) ძალზე დატვირთული გამოდგა გაზაფხული -ზაფხულის პერიოდი ხარაგაულის კულტურის მოყვარულთათვის. ამ პერიოდის განმავლობაში არა ერთი საინტერესო ღონისძიება განხორციელდა. ხარაგაულის საბიბლიოთეკო ქსელში ამოქმედდა პროექტი „მოძრავი ბიბლიოთკა“, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დასაქმებული პროგრამის ფარგლებში დანიშნული ბიბლიოთეკის თანამშრომლების დახმარებით თვეში ორი დღე გამოიყო და სოფლებში ცხელი ხაზის საშუალებით საბიბლიოთკო მომსახურება ხორციელდება წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების სახლში მიტანით პენსიონრებზე, შშმ პირებზე და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე. ზაფხულის განმავლობაში ათამდე ღონისძიება- კონცერტი გაიმართა მუნიციპალიტეტის სოფლებში პროექტ „მოძრავი წიგნების“ ფორმატში, რომელშიც ხარაგაულელ პოეტებთან ერთად  ახლადშექმნილი ხარაგაულის კვარტეტიც იღებდა მონაწილეობას. კვლავ წარმატებით გამოვიდა ქუთაისის თეატრალურ ფესტივალზე ხარაგაულის თეატრი, რომელთა პრემიერამ „მაცეკვე ტანგო“ არა ერთი ჯილდო დაიმსახურა. პრემირა ამჯერად ხარაგაულში გაიმართა და მაყურებლის მოთხოვნით დასმა სპექტაკლი რამდენჯერმე გაიმეორა. ხარაგაულის კინოთეატრში საინტერესოდ წარიმართა ანსამბლ „უბისისა“ და თელავის ანსამბლ „ შილდას“ ერთობლივი კონცერტი. ასევე მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა პროექტმა „ხუმრობენ ხარაგაულელები“ , რომელშიც მონაწილეობა მიიღო მან-სან-კანის სამმა თაობამ. აღსანიშნავი გახლდათ ხარაგაულის მოცეკვავეთა ანსამბლ „მთიელისა“ და მარნეულის ცეკვის ანსამბლის ერთობლივი კონცერტი, რომელიც კინოთეატრში გაიმართა. ხარაგაულის ლიტერატურულმა თეატრმა მთელი წლის განმავლებაში არა ერთი საინტერესო ღონისძიება შემოგვთავაზა. მათ შორის გამოსარჩევია პოეტ ტარიელ ხარხელაურის საღამო, რომლის პრემიერაც ხარაგაულში გაიმართა. სპექტაკლი ასევე ნაჩვენები გახლდათ თბილისში. ასევე აღნიშვნის ღირსია ორი დოკუმენტური ფილმის პრემიერა, „გალაკტიონის ნატერფალებზე“ და „ევგენი ხარაძეზე“, რომლის ჩვენებაც ხარაგაულის გარდა  აბასთუმანსა და თბილისის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა. ლიტერატურული საღამოები ქალბატონი იზა ვეფხვაძის თეატრის ორგანიზებით ზაფხულის განმავლობაში არა ერთ სოფელში გაიმართა. 5 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ განახლდა ლიტერატურული თეატრის პროექტი „ოდეონი“, წარმატებულად ჩაიარა ასევე ამავე თეატრის უკვე ტრადიციად ქცეულმა პროექტმა „გამამ“, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი მხატვრები ღებულობენ და პროექტის ფარგლებში შექმნილ ტილოებს ხარაგაულს ჩუქნიან. ხარაგაულის თოჯინების თეატრი, ისევე როგორც გასულ წლებში, შარშანაც ახალი სპექტაკლით „იისფერა“ წარსდგა პატარა მსმენელების წინაშე. გარდა ხარაგაულის კინოთეატრისა, თოჯინების თეატრმა რამოდენიმე სოფელშიც გამართა წარმოდგენები. აქტიური იყო გასულ წელს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, რომლებმაც არა ერთი საინტერესო ღონისძიება განახორციელეს როგორც ბავშვებისათვის, ასევე დიდებისათვის: მუზეუმის კვირეული, პატარა არქეოლოგები, მუზეუმის ღამე, ეროვნული სამოსის დღის, მოდი ღამე მუზეუმში, - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლებსაც ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი ახორციელებს წლის განმავლობაში.  არანაკლებ დატვირთული და საინტერესო იყო ხარაგაულის კულტურული ცხოვრება შემდგომასა და ზამთარში.   გამოსაყოფია სიმღერის ანსამბლ „ოდილასა“ და ანსამბლ „ხარაგაულის ხმების“ წარმატებით გამოსვლა ზესტაფონში გამართულ ტრადიციულ „ვარინკობის“ დღესასწაულზე, სადაც გაიმართა სიმღერის კონკურსი „სულიკო-2022“ , „ხარაგაულის ხმებმა“ აღნიშნულ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ანსამბლმა „ოდილამ“ ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ გამოიჩინეს თავი ხარაგაულის ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, ანსამბლმა „უბისმა“ და ანსამბლმა“მთიელმა“, რომლებმაც ბათუმში, თბილისსა თუ მცხეთაში გამართულ ფოლკლორის ფესტივალებზე წარმატებებს მიაღწიეს და დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. პოპულარული ინტელექტუალური თამაში “რა, სად, როდის“ ხარაგაულში არა ერთხელ ჩატარებულა. ამ პროექტის სატელევიზიო ვერსიის მსგავსი პროექტის განხორციელება ხარაგაულში შემოდგომაზე დავიწყეთ და დღესაც წარმატებულად მიმდინარეობს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროექტი ხორციელდება როგორც მოსწავლეთათვის, ასევე უფროსებისათვის.  ცალკე აღნიშვნის ღირსია ხარაგაულის იუმორისტული გუნდის „ჭირიმეს“ ტრიუმფი ქართულ იუმორისტულ  ლიგაზე. გუნდა გასულ სეზონზე შეუძლებელი შეძლო და საქართველოს ჩემპიონი გახდა, აქვე გეტყვით, რომ წელსაც წარმატებით მონაწილეობს და „ქართული ლიგის“  ფინალშია. ხარაგაულის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე გასულ წელს მოვიწვიეთ ორი თეატრალური დასი ხარაგაულში, რომელთა გამართულმა სპექტაკლებმა მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი აქტიურად იყო ჩართული                       „ ხარაგაულობის“ დღესასწაულში, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გაიმართა. როგორც ყოველთვის დატვირთული და მრავალფეროვანი იყო საახალწლო ღონისძიებები, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. გარდა ღონისძიებებისა 2022 წელს მცირედი სარემონტო სამუშაოების ჩატარებაც მოხერხდა, შეკეთდა კინოთეატრის, საბავშვო ბიბლიოთეკისა და კულტურის ცენტრის სახურავი, შეკეთდა კინოთეატრში საცეკვაო დარბაზის იატაკი და კედლები, კინოთეატრის გარე ფასადი,  მუზეუმში დამონტაჟდა სათვალთვალო კამერები და სხვა მცირე სამუშაოები განხორციელდა. აქვე გეტყვით, რომ ამჟამად დასასრულს უახლოვდება მუზეუმის ჭიშკრის დამონტაჟება. აქვე აღსანიშნავია, რომ კულტურისა და ხელოვნების ცენტრში შემავალი ყველა ორგანიზაცია მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილია საჭირო ინვენტარითა და მასალებით. 2023 წელს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ბიუჯეტი განისაზღვრა 927 ათასი ლარით, მოხდა სახელფასო ფონდის 10 პროცენტიანი მატება.   წლევანდელი წელიც შარშანდელივით დატვირთულია უამრავი ღონისძიებით. გამოვყოფ ახალგაზრდულ ფესტივალს  „გაზაფხულის ხარაგაული“, რომელშიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა კულტურული აიპია ჩართული და რომლის ფარგლებშიც უამრავი ღონისძიება გაიმართა ხარაგაულში, გასართობი, სპორტული თუ ინტელექტუალური, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მარტო საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში 23 ღონისძიება ჩატდა. წლის ბოლომდე არა ერთი საინტერესო ღონისძიება გველოდება, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრი ამ წუთებში ემზადება მორიგი პრემიერისათვის, რომლითაც წარსდგებიან ქუთაისის თეატრალურ ფესტივალზე. რამოდენიმე სიტყვით მინდა აღვნიშნო პრობლემებზე. დავიწყოთ ინფრასტრუქტურით: მოგეხსენებათ საღანძილის ბიბლიოთეკა განთავსებული იყო ადმინისტრაციის შენობაში. შენობის დემონტაჟის შემდეგ ,   გადარჩენის მიზნით წიგნადი  ფონდი შევზიდეთ ბაღის შენობის ერთ ოთახში და მას აუცილებლად სჭირდება ინვენტარი, თაროები, ვინაიდან ძველი თაროები უბრალოდ აღარ არსებობს.  სავალალო მდგომარეობაა ბაზალეთის ბიბლიოთეკისთვის დროებით გამოყოფილ შენობაში, სადაც არც ელექტროენერგიაა და არც საჭირო პირობები, თუმცა  ვიცით, რომ მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება ახალი ბიბლიოთეკის აშენების თაობაზე და ეს პრობლემა იმედია მალე მოგვარდება.  სარემონტო სამუშაოები ჩასატარებელია ბორითის კულტურის დარბაზში,  გასარემონტებელია კიცხის სარეპეტიციო ოთახი, სადაც ანსამბლი „ოდილა“ მეცადინეობს.  დღეისათვის სავალალო მდგომარეობაშია კულტურის ცენტრის დარბაზი, სადაც თოჯინების თეატრის სივრცე უნდა განთავსდეს და რომლის მოსაწყობად არც თუ ისე მცირე ფინანსებია საჭირო, ამ კუთხით მერიაში მომზადებულია პროექტი და იმედი გვაქვს რომ მოხდება დაფინანსება. გასაახლებელია ინოვაციების ცენტრის ტექნიკაც, რომელიც ისეა მოძველებული, რომ თითქმის შეუძლებელია მასზე მუშაობა. ამ კუთხითაც მომზადებულია პროექტი და იმედი გვაქვს რომ ტექნიკის განახლება მოხდება.  აუცილებლობას საჭიროებს კულტურის ცენტრის შენობაში განთავსებული საცეკვაო სივრცის გვერდით მოეწყოს ბავშვებისათვის ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახი, შეკეთებას აღარ ექვემდებარება და გამოცვლას  საჭიროებს მუზეუმის ღობე, ასევე ხარაგაულის თეატრი საჭიროებს გარდირობის ოთახის მოწყობას, სადაც განთავსდება თეატრის ტანსაცმელები. გარდა ინფრასტრუქტურისა პრობლემებში კვლავ მინდა ხაზი გავუსვა საბიბლიოთეკო ქსელში მომუშავეთა დაბალ ხელფასებს, ყოველწლიური ზრდის ტენდენციის მიუხედავად ჯერ ასევე დაბალია მსახიობებისა და მომღერლების სახელფასო ანაზღაურებები.    მინდა ტრანსპორტის პრობლემას შევეხო. გახსოთ ალბათ, დიდი ხნის წინ კულტურის სამსახურებს ჰყავდათ თავიანთი ტრანსპორტი, ავტობუსი, რომელიც უადვილებდათ ამა თუ იმ ღონისძიებასა თუ ფესტივალზე მონაწილეობას. ვიცით, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა არ არის ასე მარტივი, თუმცა ვიმედოვნებთ, მომავალში მუნიციპალიტეტი გამონახავს საჭირო თანხას, რათა ხარაგაულის კულტურას ყავდეს საკუთარი ტრანსპორტი, რაც თავის მხრივ გაზრდის სოფლებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების ინტენსიობას.           კულტურისა და ხელოვნების  ცენტრი:                                            /მ. ჭიპაშვილი/                  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/349009699_1562221670969074_4105839285540036463_n.jpg
05/06/2023 12:56

ირინე ჩხეიძემ საკრებულოს კულტურის სამსახურის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

დღეს მერიის  კულტურის,  განათლების , სპორტის და  ახალგაზრდობის  სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ ხარაგულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში  წარუდგინა. ანგარიშში ირინე ჩხეიძემ 2022 წლის მაისიდან დღემდე კულტურის სამსახურის ორგანიზებით გამართულ აქტივობებზე ისაუბრა. საკრებულომ კულტურის,  განათლების , სპორტის და  ახალგაზრდობის  სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის მიერ წარგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა. გთავაზობთ ანგარიშის სრულ ვერსიას. წარმოგიდგენთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ანგარიშს 2022 წლის მაისიდან დღემდე.  გასული წელი, პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, განსაკუთრებით  დატვირთული იყო  სხვადასხვა სახის შემეცნებითი, კულტურული და სპორტული  ღონისძიებებით.    უკვე მრავალი წელია  მერიის კულტურის სამსახურის ხელშეწყობით ხდება ახალგაზრდების ინიციატივების დაფინანსება . ივნისში ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ფასანაურში გამართულ ჯომარდობაში.. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით და მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტები.  გასულ წელს,აგვისტოში, სვანეთში,  ფარის ინოვაციური ცენტრის მიერ მოწყობილ ახალგაზრდულ ბანაკში , მერიის დაფინანსებით  მონაწილეობა მიიღეს ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა. 5 დეკემბერს  თბილისში გაიმართა პროექტ ,,ჰელფინგ-ჰენდში’ მონაწილე ბავშვებთან შეხვედრა და დაჯილდოვება.ამ პროექტში ჩვენი ხელშეწყობით, მონაწილეობა მიიღეს ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა.  წელს, 4 მაისს ასევე მერიის ხელშეწყობით,  ხარაგაულის   მე-3 საჯარო სკოლის და მარელისის სკოლის  მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო პროექტში ,,დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, რომელიც გაიმართა ქალაქ ზუგდიდში.     რამოდენიმე წელია უკვე ახალგაზრდების ინიციატივით ტარდება სოფლებში ჩემპიონატი დოღში.  აღსანიშნავია ახალგაზრდების დაინტერესება დოღით და მათი მიღწევები. მაგალითად, ზვარეში მცხოვრებმა მერაბ თიკანაშვილმა   რაჭაში, ნიკორწმინდაში გამართულ ,,დიდი თასის გათამაშებაში“  პირველი ადგილი დაიკავა.  ამ სპორტის პოპულარიზაციას ხელს უწყობს მერია. წლებია უკვე აღნიშნული მიმართულებით ფინანსდება სხვადასხვა სოფლებში გამართული შეჯიბრებები.  26 მაისს და  28  აგვისტოს ჩატარდა ვახანში ტრადიციული დოღი. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. სექტემბრის თვეში დოღი გაიმართა სოფელ ხიდარში. ასევე დოღი ივნისი თვეში ჩატარდა  სოფელ ზვარეში. დოღში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ საჩუქრებით.       ქუთაისში ტრადიციულ ,,იმერეთის თეატრალური“ ფესტივალში   ყოველწლიურად წარმატებით  მონაწილეობს ხარაგაულის თეატრი.  გასულ წელს ფესტივალი გაიმართა განსხვავებული ფორმატით. ჩვენმა თეატრმა საპრემიერო ჩვენება ფესტივალის ფარგლებში გამართა  ადგილზე. სპექტაკლს ესწრებოდნენ ჟიურის წევრები და სტუმრები. ნაჩვენები იქნა ნინო მირზიაშვილის კომედია ,,მაცეკვე ტანგო.“ თეატრი დაჯილდოვდა ორ მთავარ ნომინაციაში. ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა სპექტაკლი ხარაგაულელი მაყურებლებისათვის ოთხჯერ ითამაშა . დეკემბრის თვეში კი, ტრადიციულად ჩვენება გაიმართა თბილისში .          გასულ წელს  ხარაგაულელი 79  პირველკლასელთათვის  შეძენილი იქნა სასკოლო მზაობის საოჯახო წიგნი-რვეული ,,პირველკლასელთა აკადემია“. აღნიშნული წიგნები საჩუქრად გადაეცათ ბავშვებს.   23 ივნისს აღინიშნა მსოფლიო ოლიმპიზმის დღე. სპორტის სხვადასხვა სახეობებში მონაწილეობა მიიღო 55 ბავშვმა.     28 ივნისს  ჩატარდა სამოყვარულო ლიგის ჩემპიონატი ფეხბურთში სოფელ ბორითში. მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ოთხმა გუნდმა.    5 ივლისს ჩვენი სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა,, მხიარული სტარტები ‘’ორგანიზაციებს შორის.   16 ივლისს სოფელ ბორითში  ჩატარდა მახარე ბარბაქაძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში. ივლისის ბოლოს  ბათუმში გამართულ ,,შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალში“ მონაწილეობა მიიღეს ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან მოქმედმა ანსამბლებმა.   ივლისის თვეში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ინიციატივით  მოწყობილ საზაფხულო ბანაკის მონაწილეებისათვის შევიძინეთ მაისურები და გადავეცით ახალგაზრდებს საჩუქრად.  ოქტომბრის თვეში აღინიშნა პედაგოგთ საერთაშორისო დღე.  მოეწყო პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა და შემოქმედებითი კონცერტი.  ყველა სკოლას გადაეცა სიმბოლური საჩუქრები.  20 ოქტომბეს სოფელ ბორითში გაიმართა სამაგიდო თამაშების ჩემპიონატი მოყვარულებს შორის.ასევე  ოქტომბერში  ტრადიციულად  ევროპის სპორტის კვირეულიის ფარგლებში  გაიმართა  სპორტული ღონისძიებები.  26 ოქტომბერს  მოეწყო  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა პედაგოგების შემოქმედებითი საღამო. მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.       2022 წლის   მაისიდან  დაიწყო  ,,მხიარულ სტარტები“ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისათვის. ტურნირი ჩატარდა  ზონალურად: კიცხის, ვერტყვიჭალის, მარელისის და დაბის ზონებზე. ფინალური შეხვედრა გაიმართა ხარაგაულის სპორტდარბაზში. გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ მაისურებით და სპეციალური პრიზებით.     აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს 2013 წლიდან და ჩართულია მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა საჯარო სკოლა.  ,,მხიარული სტარტები“ ტარდება არა მხოლოდ საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის , არამედ ახალგაზრდებში და სხვადასხვა მოყვარულთა  ჯგუფებში.    გასულ წელს მონაწილეობა მივიღეთ ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალში. ეს გახლავთ ყველაზე მასშტაბური პროექტი ფოლკლორის დარგში, რომელიც ხუთ წელიწადში ტარდება და მოიცავს ფოლკლორის ყველა დარგს.ფესტივალი იმართება სამ ეტაპად. პირველი ტური გაიმართა თერჯოლაში 30 ივნისს. ფესტივალსი მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა, ხალხურმა მთქმელებმა და ხალხური რეწვის ოსტატებმა. მეორე ტური გაიმართა ქუთაისში.   გამოვლინდნენ გამარჯვებულები.   ნოემბრის თვეში ქუთაისში ტრადიციულად გაიმართა ნიღბების თეატრის სპექტაკლი სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის. სპექტაკლს  ესწრებოდნენ ბორის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები.     2022-2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში განახლდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა. მონაწილეობა მიიღო 16-მა საჯარო სკოლის 700-მდე მოსწავლემ სპორტის 8 სახეობაში. გამარჯვებული გუნდები გადავიდნენ რეგიონალურ ტურნირში.  15 დეკემბერს  ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა  ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლის ,,მშვიდობის მტრედების“ საიუბილეო კონცერტი. დეკემბრიდან დაიწყო საახალწლო ღონისძიებები მუნიციპალიტეტში. ღონისძიებები გაიმართა კულტურის მიმართულების  ყველა ორგანიზაციაში.  20-30 დეკემბერს გაიმართა საახალწლო ღონისძიებები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. 20-27 დეკემბერს ჩატარდა საახალწლო კარნავალი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ზონალურად. დეკემბერს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მოეწყო ბავშვებისათვის პროექტი ,,ჩემი პატარა ხელებით“. დეკემბერს სამუსიკო სკოლის საახალწლო კონცერტი. დეკემბერს თბილისში გაიმართა სახალხო თეატრის სპექტაკლი. 25 დეკემბერს მერიის შენობის წინ გაიმართა მთავარი საახალწლო კონცერტი.გაიმართა საახალწლო გამოფენა-გაყიდვა. კონცერტები მოეწყო როგორც ადგილობრივი შემოქმედებითი ძალებით, ასევე მოწვეული  იყო ჯგუფი  ,, რეზო და ბავშვები“.ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის სოფლებიდან. დეკემბერს გაიმართა ბენდი ,,გრავეს“ საახალწლო კონცერტი. დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კონცერტი. 27 მარტს მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით აღინიშნა თეატრის საერთაშორისო დღე. დაჯილდოვდნენ თეატრის ღვაწლმოსილი მსახიობები. ნაჩვენები იქნა სპექტაკლი ,,მაცეკვე ტანგო“.ჩვენებას დაესწრნენ  მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელები. მარტის თვეში მოეწყო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების მეთოდისტის თადული გაჩეჩილაძის იუბილე და გაცილების საღამო.  14 აპრილს ქართული ენის დღეს მიეძღვნა ღონისძიება, რომელშიდაც მონაწილეობდნენ დაბის დაწყებითი კლასების მოსწავლეები.    მარტიდან განახლდა და კვლავ მიმდინარეობს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური თამაშები. აღნიშნული პროექტი ფინანსდება მუნიციპალიტეტის მერიიდან. მონაწილეებისათვის შეძენილია ფორმები და უზრუნველყოფილია მონაწილე გუნდების ტრანსპორტირება.      მოსწავლე - ახალგაზრდობისსახლი    მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის წრეები: ხალხური სიმღერის წრე (ლეღვანი), საესტრადო სიმღერის, ლიტერატურული თეატრი, ხეზე კვეთის (მარელისი), გალობის, ხელგარჯილობის, მხარეთმცოდნეობის, ნორჩ-მათემატიკოსთა, ხატვის, მაკრამის, ინგლისური ენის შემსწავლელი წრე, ხალხური საკრავები . სულ 13დასახელების წრე. გარდა ამისა, მოსწავლეთა სახლში ფუნქციონირებს მუსიკალური სტუდია „ჰარმონია“ დაბასა და სოფ. ვერტყვიჭალაში.ბავშვებისთვის ყველა წრე უფასოა გარდა მუსიკალური სტუდიისაა, რომელიც ნაწილობრივ ბიუჯეტით ფინანსდება, ნაწილი კი მშობელთა შემონატანით. (სოციალურად დაუცველი ოჯახები გათავისუფლებული არიან სწავლის გადასახადიდან).    მოსწავლეთა რაოდენობა სახელობითი სიით შეადგენს 220 ბავშვს, ისინი გაერთიანებული არიან წრეებში თავიანთი შესაძლებლობის მიხედვით, ზოგიერთი ბავშვი 2-3 წრეშია გაერთიანებული. ძალიან კარგია, რომ წრეებში ჩაბმულნი არიან როგორც დაბის ასევე სოფლის მოსწავლეები.კერძოდ; კიცხის, მარელისის, ლეღვნის ბორითის, ვერტყიჭალის, წიფის სკოლებიდან.    მთელი წლის განმავლობაში მოსწავლეთა სახლში მრავალი საინტერესო ღონისძიება ტარდება. წელს ზაფხული საინტერესოდ იქნა დატვირთული. მოეწყო საზაფხულო ბანაკი . მოსწავლეთა სახლმა  ერთი კვირის მანძილზე უმასპინძლა თბილისის ,, პიონერფილმს’. კინო ქალაქ ,,სინემასთან“ ყოველი დღე იყო საინტერესოდ დატვითული.      დაიწყო ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. გამოიცვალა შენობაში შესასვლელი კიბე,დამონტაჟდა გაგრილების სისტემა დარბაზში, შეიცავლა ფანჯრები . გაკეთდა ცენტრალური გათბობა. საანგარიშო პერიოდში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ჩატარდა 20-ზე მეტი ღონისძიება: გასვლითი კონცერტები სოფლებში, ფოტო კონკურსები, საინტერესო შეხვედრები, ლაშქრობები, გამოფენები, ღია გაკვეთილები, კლასიკური მუსიკის კონცერტი და სხვა.   ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი    ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმი, მასში დაცული მხარის ისტორიული და არქეოლოგიური უნიკალური მასალით,ნამდვილად გახლავთ ხარაგაულის სავიზიტო ბარათი. დღეს,როცა  დიდი აქცენტები კეთდება ახალგაზრდების  შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე და კიდევ უფრო იზრდება მუზეუმის როლი და მნიშვნელობა.           საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ხელოვნების ქურუმის, ლევან ცუცქირიძის სახელობის სამხატვრო სტუდიის ხელმძღვანელის, მამუკა ცუცქირიძის ინიციატივით  კვლავ გრძელდება მუზეუმისთვის საჩუქრად გადმოცემული ფერწერული ტილოების დამუშავება და საგამოფენოდ მომზადება, რამაც  დღემდე 295 ერთეული შეადგინა.  ივლისის თვეში გალერეას შეემატა ცამეტი ნამუშევარი. გასული წლის 18 მაისს მუზეუმში მოეწყო ეროვნული სამოსის დღე. აგრეთვე აღინიშნა ევროპული კვირეულის დღეები. წლების განმავლობაში მუზეუმში ტარდება მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც ტრადიციად იქცა. ასეთებია:   მუზეუმების საერთაშორისო კვირეული ფოტოგამოფენები მოხატული კერამიკა, პატარა არქეოლოგები, მე ვხატავ ანიმაციას, ჩემი პარატარა ხელებით... ევროპული მემკვიდრეობის დღეები ამჟამად მუზეუმში გროვდება მასალები ხარაგაულში მოღვაწე ადამიანებზე, სხვადასხვა დარგის ისტორიაზე ., მიმდინარეობს ინტეგრირებული გაკვეთილები სკოლებთან.  ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ღონისძიებების მოსაწყობა.      ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა ( ა ) იპ „ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი “  სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში ფუნქციონირებს 13 სპორტული მიმართულება. სხვადასხვა  სპორტული  სექციები გახსნილია 7 სოფელში.  ძირითადად სექციების მუშაობა მიმდინარეობს სკოლის დარბაზებში. ტრადიციულად ტარდება შემდეგი ტურნირები: თამაზ გიორგაძის სახელობის ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ანზორ მაღრაძის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში (სარაიონთაშორისო). ქართული ჭიდაობა და დოღი ვახანში. ტარიელ შავიძის ტურნირი ჭიდაობა-ძიუდოში. ალეკო ავალიშვილის და შოთა ჭიპაშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში. ნოდარ ახალკაცის სახელობის ტურნირი ფეხბურთში. გოჩა ბუაჩიძის ტურნირი კალათბურთში. გარდა აღნიშნული ტურნირებისა წლის განმავლობაში ტარდება მრავალი სპორტული შეხვედრა  და ასპარეზობა , როგორც ადგილზე ასევე გასვლითი ტურნირები, სადაც აქტიურად მონაწილეობენ ჩვენი ახალგაზრდები.     საამაყოა  ჩვენი სპორტსმენების  ევსემ შველიძის და ზაურ ბერაძის მიღწევები სხვადასხვა ტურნირებში.ისინი არიან საქართველოს ნაკრების წევრები და წარმატებით იცავენ საქართველოს სახელს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში.      ამჯამად საქართველოს ნაკრების წევრია ჩვენი თანამემულე, ჩვენ სპორტსკოლაში აღზრდილი ნინო ჭყოიძე, რომელიც ასპარეზობს ჭიდაობა-ძიუდოში  და ველოდებით მისგან წარმატებებს.    გასულ  წელს, აგვისტოს თვეში,   ხარაგაულელი ახალგაზრდებისათვის სოფელ ლეღვანში  მოეწყო საზაფხულო ბანაკი  სამ ნაკადად. მოეწყო ლაშქრობები ახალგაზრდების მონაწილეობით ხარაგაულის ისტორიულ ადგილებზე.    დეკემბერში ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით  ადგილობრივმა ხალხური რეწვის ოსტატებმა მონაწილეობა მიიღეს ქუთაისში გამართულ საახალწლო გამოფენაში.       ზაფხული დატვირთული იყო სპორტული აქტივობებით. ჩატარდა მინი ფეხბურთის ტურნირი მოყვარულებს შორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქუჩის კალათბურთი, ტურნირი ფრენბურთში.       2022 წლის სექტემბერში მოეწყო ტრადიციული  შეხვედრა პირველკურსელებთან მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ასევე ჩატარდა ხატვის კონსკურსი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით.                               ა ( ა ) იპ ,, კულტურის და ხელოვნების ცენტრი “   ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკაში მთელი წლის განმავლობაში , ტარდება არაერთი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები: პროექტი ,,შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“, ,,სტუმრად ბიბლიოთეკაში“, ,,შევინარჩუნოთ სიძველეები“ და ა.შ.     ყოველი წლის გაზაფხულზე ტრადიციულად ტარდება  საბიბლიოთეკო კვირეული, რომელშიაც ჩართულია   მთელი გაერთიანება. წინა წელსაც  საბიბლიოთეკო კვირეული მოიცავდა  მრავალ საინტერესო ღონისძიებას. კვირეულის ფარგლებში გაიმართა საბავშვო ბიბლიოთეკაში შეხვედრა საბავშვო მწერალ ვასო გულეურთან . კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გახლდათ ხარაგაულელი პოეტის ვალერი გოგნაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია.      2022 წლის  მაისში  ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის თეატრის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა  სამხატვრო  პლენერი ,,გამა“. დასკვნითი ღონისძიება  გაიმართა ხარაგაულის კულტურის ცენტრში და მასში მხატვრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საოპერო ხელოვნების წარმომადგენლებმა. მონაწილე მხატვრებს ხარაგაულის მერიისაგან  გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები. მხატვრებმა პლენერის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები        ზაფხული დატვირთული იყო მრავალი საინტერესო  ღონისძიებით. ჩატარდა ხარაგაულის თეატრის სპექტაკლი ,,მაცეკვე ტანგო“, თოჯინების თეატრი, კონცერტი ანსამბლ ,,შილდას“ მონაწილეობით, მხიარულთა  და საზრიანთა კონკურსის  სამი თაობის ხარაგაულელებს შორის ,     ლიტერატურულმა თეატრმა წარმოადგინა პოეტ ტარიელ ხალხელაურის შემოქმედებისადმი მიძღვნილი სპექტაკლი.აღნიშნული სპექტაკლი თეატრმა ნოემბრის ბოლოს გამართა თბილისში.        19 სექტემბერს დაიწყო ინტელექტუალური თამაში ,,რა ,სად, როდის“ შემოდგომის სეზონი. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. 16 ნოემბერს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის  და ხარაგაულის რესურცენტრის ორგანიზებით საჯარო სკოლების მონაწილეობით გაიმართა  ინტელექტუალური თამაში ,,რა , სად, როდის“. მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის 17 საჯარო სკოლამ .  27 სექტემბერს, სოფელ თეთრაწყაროში გაიმართა ლიტერატურული კონკურსი ,,ოდეონი“. გამოვლინდა ათი საუკეთესო ნამუშევარი. გამოიცა კრებული.  მოხდა გამარჯვებულების დაჯილდოვება. 22 ოქტომბერს ზესტაფონში გაიმართა ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი ,,სულიკო 2022“. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა ,,ხარაგაულის ხმები’’( ხელმძღვანელი მადონა გაფრინდაშვილი) და პირველი ადგილი მოიპოვა. ფესტივალში ასევე მონაწილეობდა ფოლკლორული ანსამბლი ,,ოდილა“, რომელმაც ჟიურის და მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.  27 ოქტომბერს შედგა ხარაგაულის თოჯინების  თეატრის  სპექტაკლის ,, იისფერას“  პრემიერა.სპექტაკლი ორჯერ გაიმართა და პატარა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.      წელს ხარაგაულის თეატრმა აღნიშნა დიდი ქართველი მწერლის და დრამატურგის  დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილე. მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისათვის ჩატარდა სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი“. ასევე აღნიშნული სპექტაკლი გაიმართა  ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრში.        აქტიური მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ფესტივალში. მონაწილეობდნენ ,როგორც ადგილობრივი  შემოქმედებითი ჯგუფები ,ასევე  რეწვის ოსტატები და ზეპირსიტყვიერების წარმომადგენლები.  გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ფოლკლორული ანსამბლი ,,ოდილა“, სახალხო მთქმელი-ვიტალი ფცქიალაძე, მეთუნე-ზალიკო ბოჟაძე. 3 ნოემბერს, ხარაგაულის კინოთეატრში  გაიმართა  ქართული საგალობლების საღამო.     დეკემბრის დასაწყისში წელს პირველად  გაიმართა ,,ხარაგაულობის’’ სახალხო  დღესასწაული. ღონისძიებაში ჩართული იყო კულტურული მიმართულების ყველა  დაწესებულება. გაიმართა საზეიმო კონცერტი, გაიხსნა რეაბილიტირებული ,,დევების“ ქანდაკებები და მიმდებარე სკვერი,  გაიხსნა გამოჩენილი ქართველი მწერლის და დრამატურგის კიტა ბუაჩიძის ბიუსტი, გაიმართა თეატრალიზებული პერფომასი, მოეწყო ხარაგაულზე შექმნილი წიგნების  და ძველი ხარაგაულის ფოტოების გამოფენა.       გასულ წელს პირველად ხარაგაულის გუნდმა ,,ჭირიმე“ მონაწილეობა მიიღებო ,,მან-სან- კანის“ ეროვნულ ლიგაში  და პირველი ადგილი  მოიპოვა. გუნდის წევრი ბექა ხიჯაკაძე სეზონის მთავარ მოთამაშედ დასახელდა. გუნდმა წელსაც გააგრძელა ასპარეზობა. წარმატებით გადალახა ორი ეტაპი და იასპარეზებს ფინალში.    კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით  5 აპრილს დაიწყო და 19 მაისს დასრულდება „ახალგაზრდული ფესტივალი“. ფესტივალის ორგანიზებაში მონაწილეობას ღებულობენ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, სამუსიკო სკოლა და ხარაგაულის ახალგაზრდული საკრებულო.   ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა ხარაგაულში სამუსიკო განათლებას ემსახურება ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა.სამუსიკო სკოლაში მუშაობა მიმდინარეობს 4 მიმართულებით: ფორტეპიანო ვიოლინო გიტარა საესტრადო ვოკალი წლის განმავლობაში სამუსიკო სკოლის მოსწავლეები ჩართული არიან სხვადასხვა კონკურსებში . წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალებში. გასულ წელს  სამუსიკო სკოლამ შემოგვთავაზა არაერთი საინტერესო ღონისძიება. ივნისის თვეში,სწავლის  დასასრულს სამუსიკო  სკოლასთან არსებულმა ვოკალურ - ინსტრუმრენტულმა ანსამბლმა  ,,გრავემ“გამართა კონცერტი.  ოქტომბერში გოგონათა გუნდი ,,ედელვაისი“ მონაწილეობდა  საგუნდო სიმღერების კონკურსში თბილისა და ბათუმში. საახალწლოდ  ჩატარდა კონცერტები საფორტებიანო კლასის და ანსამბლ  ,,გრავეს „ მონაწილეო ბით.   გაზაფხულის დღესასწაულებთან, დედისა და ქალთა დღესთან  დაკავშირებით ჩატარდა კონცერტები. აპრილში სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა   მონაწილეობა მიიღეს  ქართული მუსიკი მე-7 ეროვნულ კონკურსში. მონაწილეები დაჯილდობდნენ დიპლომებით.აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს ქუთაისში გამართულ  თეორიულ კონფერენციაში . აპრილის  დასაწყისში მონაწილეობა მიიღეს  კონკურსში ,,მომავლის  ვარსკვლავები“. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა  ფესტივალისათვის ,,იმერეთის ხმა“. ფესტივალი გაიმართება 16 მაისს.        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/457asd.png
05/06/2023 12:55

საკრებულოს უმრავლესობამ საბიუჯეტო ცვლილებას მხარი დაუჭირა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა. სხდომას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველო მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა მერიის  კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის  სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელიც მათ ამავე სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ წარუდგინა, დადებითად შეაფასეს. დადებითად შეფასდა, ასევე, კულტურის და ხელოვნების ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, რომელიც დეპუტატებს ა(ა)იპ-ის დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა გააცნო. საკრებულოს უმრავლესობამ მადლობა გადაუხადა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ხარაგაულში აქტიური და ნაყოფიერი საქმიანობისთვის. სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა  საბიუჯეტო ცვლილება წარადგინა. საბიუჯეტო ცვლილების თანახმად, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას, მეწყერული პროცესების გამო გზებზე ქვა-ღორღისა და მიწის მასების გაწმენდის მიზნით, ტენდერების გამოსაცხადებლად 20 000 ლარი გამოეყო. თანხის გამოყოფა 2023 წლის ხუთი თვის შრომის ანაზღაურების ხარჯების ეკონომიიდან მოხდება. საბიუჯეტო ცვლილებით, ასევე, სოფელ ლაშეში გზის სანიაღვრე არხის მოსაწყობად, 13 419 ლარი, საქართველოს მთავრობის 2022 წლის N131 განკარგულების ნაშთიდან დაიხარჯება. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, ასევე, სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესში ცვლილებას. საკითხი სოციალური სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ წარადგინა.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasd.png
02/06/2023 10:13

5 ივნისს   საკრებულოს მორიგი    სხდომა გაიმართება

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე უხელმძღვანელებს.                         დღის წესრიგის მიხედვით, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები 4 საკითხს განიხილავენ.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის  კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის  სამსახურის მიერ გაწეული  საქმია ნ ობის შესახებ   ანგარიში  მომხს: ირინე ჩხეიძე                                                                                    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო ( ა რაკომერციული ) ი ურიდიული პირი- ს „   კულტურის და ხელოვნების ცენტრის  “-ხელმძღვანელის მიერ გაწეული  საქმია ნ ობის შესახებ   ანგარიში  მომხს:  მამუკა ჭიპაშვილი „ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 20 2 3   წლის ბიუჯეტის   დამტკიცების   შესახებ “ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 202 2 წლის 21 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: ვლადიმერ გელაშვილი    ვარლამ ჭიპაშვილი 4 ,, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესი ს დამტკიცების შესახებ ’’    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 202 3 წლის 6 თებერვლის   N 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: ნანა კიკნაძე                
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/bavshvta-dacvis-dge_1.jpg
31/05/2023 12:16

1 ივნისს ხარაგაულში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება

15:00 საათზე ხარაგაულის კინოთეატრში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შემოქმედებითი წრეების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართება. ამ დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულში ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ დირექტორის, თამარ შავიძის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის ალა-ფურშეტი მოეწყობა. ბავშვებს საზეიმო განწყობას ხარაგაულის ზღაპრის გმირები შეუქმნიან.  
სრულად