სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/406922909_839517904539676_1609898405508652616_n.jpg
11/12/2023 13:19

ხარაგაული გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილ კამპანიას სხვადასხვა აქტივობებით შეუერთდა

ხარაგაულის მერია „გაანარინჯისფრე სამყარო, დაასრულე ქალთა მიმართ ძალადობა ახლა!“ — ამ გზავნილით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა. ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართა. ღონისძიებები საბჭოს წევრებთან ერთად , გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, დავით კიკნაძის და მერის თანაშემწის გენდერული თანასწორობის საკითხებში, ჟანა  ნემსაძის ხელმძღვანელობით დაიგეგმა. ძალადობის დამგმობი შინაასის პლაკატებითა და სლოგანით ხარაგაულის ქუჩებში გენდერული საბჭოს წევრებმა ახალგაზრდებთან ერთად მსვლელობა მოაწყვეს. ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში,  სოფელ ხიდარში მცხოვრებ, 74 წლის თვითნასწავლი მხატვრის, ლელი ბერაძის,  ნახატების გამოფენა მოეწყო. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ხარაგაულის საბავშვო ბაღებში მისულ პატარებს აღმზრდელებად მამაკაცები დახვდათ. აღსაზრდელების მამები, ბიძები და ბაბუები სასწავლო პროცესში  ჩაერთვნენ და სხვადასხვა  როლი მოირგეს, წაიკითხეს ბავშვებს ზღაპრები, მოამზადეს სადილი და  ბავშვებთან ერთად ითამაშეს. “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრსა” და ხარაგაულის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე,  ესწრებოდნენ ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლეები. მემორანდუმი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გენდერული და ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და გოგონების თანადგომას და მათთვის ფსიქოსოციალური სერვისების მიწოდებას ითვალისწინებს. შეხვედრის თემა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის გამოხმაურებას ისახავდა მიზნად და ძალადობის ფორმების, სახეებისა და ძალადობის ნიშნების ამოცნობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. წელს აქტივიზმის მთავარი აქცენტი ერთიანობაა.16-დღიანი აქტივიზმი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ დუმილის დასარღვევად, იმ ქალების მხარდაჭერა, რომლებსაც ძალადობა გამოუცდიათ, ძალიან მნიშვნელოვანია. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4631.JPG
11/12/2023 11:35

ხანდებისა და ვეფხვაძეების უბნის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

2023  წელს  ხარაგაულში რეგიონული განვითარების ფონდმა 4 800 000 ლარით 35 პროექტი დააფინანსა. წლის ბოლომდე ახალი გზა 35 სოფელში რეაბილიტირდება. სოფელ თეთრაწყაროში, ხანდებსა და ვეფხვაძეების უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 259 ათასი ლარი დაიხარჯა. ბეტონის საფარი 1157 მეტრ მონაკვეთზე დაიგო. პროექტი გარდამავალი გახლდათ და 2024 წელს გასაწევი სამუშაოები წინსწრებით შესრულდა. დაფინანსება მუნიციპალიტეტმა რეგიონული განვითარების ფონდიდან მიიღო.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_1.jpg
08/12/2023 14:09

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს წევრებს საბიუჯეტო ცვლილება გააცნო. საბიუჯეტო ცვლილებას მხარი დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა. სხდომას  საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე უძღვებოდა. წარმოგიდგენთ საბიუჯეტო ცვლილებას, რომელსაც დაინტერესების შემთხვევაში სრულად შეგიძლით გაეცნოთ.          ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 202 3   წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022    წლის 21   დეკემბრის N 30   დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 დეკემბრის N 2167 განკარგულებით  ცვლილება შევიდა ,,მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის N 197 განკრგულებაში და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტს,  შემოსულობების გათვალისწინებით დამატებით გამოუყო  1 150 000 ლარის ფინანსური დახმარება, სულ  საქართველოს მთავრობის N 197 განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება განისაზღვრება  1 850 000 ლარით. (დან. N 1)    მოგახსენებთ რომ 2023 წლის ბიუჯეტის შემოსულობებში  ქონების გადასახადის გეგმა შეუსრულებელი დარჩა 850 000 ლარი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოყოფილი 1 150 000 ლარის ფინანსური დახმარების ხარჯზე  უნდა დაზუსტდეს (შემცირდეს) ქონების გადასახადის გეგმა     2 450 0 00  ლარი  850 000 ლარით (მათ შორის საწარმოთა ქონების გადასახადი შემცირდეს 440 000 ლარით; უცხოურ საწარმოთა ქონების გადასახადი 310 000 ლარით; არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი 100 000 ლარით) და განისაზღვროს 1 600 ათასი ლარით;  დარჩენილი სხვაობით 300 000 ლარიდან აღებული იქნას დამატებითი ვალდებულებები მასშტაბური საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად, კერძოდ კულტურის ღონისძიებების ხარჯებში მიიმართოს 290 000 ლარი სხვადასხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად. (დან. N 2)  დარჩენილი სხვაობა  10 000 ლარი მიიმართოს სოციალური დაცვის ხარჯებში, კერძოდ   სადღესასწაულო დახმარების ქვეპროგრამაში. სოციალური დაცვის სადღესასწაულო დახმარების ქვეპროგრამაში ასევე გადატანილი იქნას 40 000 ლარი მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის შრომის ანაზღაურების ხარჯებში წარმოშობილი ეკონომიიდან. სულ სადღესასწაულო დახმარების ქვეპროგრამაში გადატანილი იქნას 50 000 ლარი. (დან. N 3) საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 ნოემბრის N 2133 განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს  მთავრობის 2023 წლის 20 იანვრის N 116 განკარგულებაში და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 280 000 ლარი, სულ N 116 განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილია  1 270 000 ლარი.  (დან. N 4)     ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ 2023 წლის 04 დეკემბრის        N 03-682 33 823  მომართვის შესაბამისად  (დან. N 5)  დამატებით გამოყოფილი 280 000 ლარი მიიმართება სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე საყრდენი კედლების მოსაწყობად.  აღნიშნული სამუშაოების შესრულებას ესაჭიროება 283 673 ლარი.  სხვაობის თანხა  3 673 ლარი შევსება მოხდეს აღნიშნული განკარგულებით ადრე გამოყოფილი 990 000 ლარის ეკონომიის ხარჯზე. კერძოდ,  ,,სტიქიური მოვლენების  შედეგად დაზარალებული და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების დახმარება, უსახლკაროთა და ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03 17) – დან.        საბოლოოდ  სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი 1 270 000 ლარიდან მიიმართება:  გზების კაპიტალურ მშენებლობაზე (მ. შ. გზებზე საყრდენი კედლების მოწყობა)  317 324  ლარი; მრავალბინიანი სახლების რეკონსტრუქციაზე - 97 460 ლარი;  სანიაღვრე არხებისა და მდინარის ნაპირსამაგრების  მოწყობაზე – 650 335 ლარი;  კულტურის ობიექტების რეაბილიტაციაზე - 21 242 ლარი; სტიქიური მოვლენების  შედეგად დაზარალებული და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების  მქონე ოჯახების დახმარება, უსახლკაროთა და ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით უზრუნველყოფაზე - 183 639  ლარი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის ოქტომბრის თვის რიგგარეშე სხდომის შემდეგ,  2023 წლის 16 ნოემბერის N 68-682 332 012 მომართვით გადმოგეგზავნათ  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერის 2023  წლის 15/11 N ბ68.682 331 915   ბრძანება და საფინანსო სამსახურის მოხსენებითი ბარათი, რომელიც შეეხებოდა    ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის,  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი  პროექტების  ფონდიდან  2023 წლის ბიუჯეტში საქართველოს მთავრობის    2023 წლის 06/11 N 1195  განკარგულების N 14 დანართით   საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29.12.  N 2475 განკარგულებაში განხორციელებულ ცვლილებას, და   მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან საქართველოს მთავრობის  2023 წლის 1/11   N 2050   განკარგულების N 6 დანართით საქართველოს მთავრობის  2023 წლის 09 თებერვლის N 301   განკარგულებაში  განხორციელებულ ცვლილებას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 21 865 809 ლარი  იზრდება 580 000  ლარით და    განისაზღვრება  22 445 809  ლარით.  (მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერის ხარჯზე იზრდება 280 000 ლარით, სპეციალური  ტრანსფერის ხარჯზე იზრდება 1 150 000 ლარით და  მცირდება ქონების გადასახადის ხარჯზე 850 000 ლარით)       ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გადასახდელები 23 274 956 ლარი იზრდება  580 000 ლარით  და განისაზღვრება   23 854 956  ლარით. გადასახდელების ზრდის წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი 280 000 ლარი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან გამოყოფილი ფინანსური დახმარება 300 000 ლარი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn_17.png
06/12/2023 15:33

8 დეკემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                             მომხს: ვლადიმერ გელაშვილი                                                                                             თანამომხს: ვარლამ ჭიპაშვილი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dodos%20molodinshi.JPG
06/12/2023 13:03

10 დეკემბერს ხარაგაულის თეატრი თბილისში სპექტაკლზე გიწვევთ

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი 10 დეკემბერს, თბილისში  სპექტაკლს ,,დოდოს მოლოდინში''გამართავს. პიესის ავტორი დათო ტურაშვილი. რეჟისორი ირინე ჩხეიძე.  ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ საიტზე biletebi.ge, ასევე - სპექტაკლის დაწყების წინ, დარბაზში.  სპექტაკლი გაიმართება ტექნიკური უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში; მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ. #69. მე-3 სართული (ქიმიკოსების კორპუსი) დასაწყისი 16 საათზე.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn_16.png
05/12/2023 17:08

6 დეკემბერს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

საკითხთა ნუსხა   „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                             მომხს: ვლადიმერ გელაშვილი  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn_15.png
01/12/2023 11:55

4 დეკემბერს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

რიგგარეშე სხდომის  საკითხთა ნუსხა   ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ “ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №38 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მომხს: კახაბერ გოლუბიანი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი სხდომა 09:30 საათზე დაიწყება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn_14.png
21/11/2023 16:55

4 დეკემბერს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

   დღის წესრიგი           1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023  წლის ბიუჯეტის  მესამე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.                                                                                                          მომხს: ვლადიმერ გელაშვილი    2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა.(ა)ი.პირის„მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების  მუნიციპალური ცენტრის“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                                                   მომხს: ეკა შავიძე          3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 2023 წელს  გაწეული მუშაობის შესახებ.                                                                                                              მომხს:მანანა ბარბაქაძე 4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                                                       მომხს:დავით კიკნაძე          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sabcho.jpg
17/11/2023 19:31

დღეს მერის მრჩეველთა საბჭო, ხარაგაულის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს გაეცნო

დღეს მერის მრჩეველთა საბჭო, ხარაგაულის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს გაეცნო. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ინფორმაცია  2024 წლის მთავარ პრიორიტეტებზე მიიღეს. მერის პირველმა მოადგილემ,  ვარლამ ჭიპაშვილმა, სახაზინო - საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსთან, ნინო მაღლაკელიძესთან ერთად, მრჩეველთა საბჭოს წევრებს 2024 წლის ფინანსური დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები დეტალურად გააცნო.   მერის პირველმა მოადგილემ მოისმინა მრჩეველთა საბჭოს მოსაზრებები, რომელიც განიხილება და გათვალისწინებული იქნება, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებისას. ,,მერის დავალებით ბიუჯეტის პროექტი გავაცანით მერის მრჩეველთა საბჭოს. 2024 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებებია ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო , ჯანდაცვა, განათლება და კულტურა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ბიუჯეტის მიღებისას დავიცვათ გამჭვირვალობა. შესაბამისად მრჩეველთა საბჭოს წევრების და თითოეული მოქალაქის აზრი, მთავარი ფინანსური დოკუმენტის შედგენისას , ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”- აღნიშნავს მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot%202022-02-17%20165648%20(1)_1_1.png
17/11/2023 18:54

სკრინინგის განცხადება

გთხოვთ გაეცნოთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ხარაგაულის მერიისადმი გადმოგზავნილ სკრინინგის განცხადების ტექსტს და ბრძანებას.   „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფ. ვერტყვიჭალაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, საერთაშორისო მნიშვნელობის E60 ავტომაგისტრალის ბორითი-ხევის მონაკვეთის (F2) მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, მდ. ძირულას მარცხენა სანაპიროზე გათვალისწინებული ფუჭი ქანების  №15 სანაყაროს ნაპირდაცვითი (ნაპირსამაგრი) სამუშაოების განხორციელებაზე სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ“ 2023 წლის 15 ნოემბრის   №642/ს ბრძანებას .   №17 სანაყაროს ნაპირდაცვითი (ნაპირსამაგრი) სამუშაოების განხორციელებაზე სკრინინგისგადაწყვეტილების შესახებ“ 2023 წლის 15 ნოემბრის   №640/ს ბრძანებას.   „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხევში, მდ. რიკოთულას მარცხენა სანაპიროზე გამონამუშევარი ფუჭი ქანების N12 სანაყაროს პროექტის ფარგლებში ნაპირდაცვითი სამუშაოების განხორციელებაზე სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 20 აგვისტოს №2-1263 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2023წლის 13 ნოემბრის N 2-845 ბრძანებას .   ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფ. საქასრიაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, საერთაშორისო მნიშვნელობის E60 ავტომაგისტრალის ბორითი-ხევის მონაკვეთის (F2) მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, მდ. ძირულას მარცხენა სანაპიროზე გათვალისწინებული ფუჭი ქანების No16 სანაყაროს ნაპირდაცვითი (ნაპირსამაგრი) სამუშაოების განხორციელებაზე N 6 4 1 / ს ბრძანებას    
სრულად