სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_9_1.png

,,Hellados” - 11 ოქტომბერს, ინტეგრირებული თეატრი ,,აზდაკის ბაღი" ხარაგაულელი მაყურებლისთვის სპექტაკლს გამართავს

11 ოქტომბერს, ხარაგაულის კინოთეატრი, ინტეგრირებულ თეატრს „აზდაკის ბაღი“ უმასპინძლებს.

დასი უკვე ცხრა წელია სცენაზე დგას და აქტიურად მართავს სპექტაკლებს. თეატრი ხარაგაულელი მაყურებლის წინაშე, ნოდარ დუმბაძის  ,,ჰელადოს’’-ით წარსდგება. სპექტაკლი სოხუმში განვითარებულ მოვლენებს ეხება, რომელიც ასახავს ორი მეგობრის სიყვარულს ერთმანეთისა და სამშობლოს მიმართ.  წარმოდგენაში მონაწილეობენ დასის 20 შშმ პირი და თავისუფალი თეატრის და რუსთაველის თეატრის პროფესიონალი მსახიობები.

 

 ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღი“ სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ივანე(ბაჩო) გაბრუაშვილი სხვა და სხვა  სარეაბილიტაციო და დღის ცენტრებში, შშმ პირებთან, დრამა თერაპევტად მუშაობდა. სწორედ მას გაუჩნდა იდეა დაეარსებინა ინტეგრირებული თეატრი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და პროფესონალი მსახიობი ერთ სცენაზე ითამაშებდნენ. ამგვარად 2016 წლის მარტში დაარსდა ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“.

 

თეატრს სახელი ბერთოლდ ბრეხტის ლეგენდარული პიესის „კავკაციური ცარცის წრე“ მიხედვის დაერქვა, როცა აზდაკი მანტიას იხდის და ამბობს-„დალუქეთ ეს სახლი და გადააკეთეთ ბაღად, რადგან ბავშვებს სჭირდებათ ბაღი“. 

 

ინტეგრირებული თეატრის მიზანია, შშმ პირებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან თეატრით, გამოსაცადონ თავიანთი ძალები სამსახიობო ხელოვნებაში, დადგნენ პროფესიონალი მსახიობების გვერდით და ჰქოდეთ შემოსავალი საყვარელი საქმით. ეს ყველაფერი კი იწვევს მათი დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას, თვითშეფასების გაზრდას და რაც მთავარია ცხოვრების რადიკალურად უკეთესობისკენ შეცვლას.

 

 

 

ნანახია: 259 - ჯერ