სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/375952707_6989170451113817_3481065382572772367_n.jpg
19/09/2023 10:50

ირინა კუპატაძე ლიტერატურულ კონკურს ,,ოდეონის“ გამარჯვებულია

მარელისის საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის  პედაგოგი, ირინა კუპატაძე ლიტერატურული კონკურსის ,,ოდეონის“ გამარჯვებული გახდა. ირინე კუპატაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტი,ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. უკვე მეექვსე წელია მარელისის  საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. „ოდეონი“ ჩემს ცხოვრებაში შემთხვევით გამოჩნდა, გასულ წელს,ჩემი დირექტორის, ქალბატონი ვერა ოდიკაძის დაჟინებული თხოვნით, მივიღე მონაწილეობა და ავიღე მეორე ადგილი. გულწრფელად ვიტყვი, მოვიწამლე „ოდეონის“ სიყვარულით, ქალბატონ იზასთან ურთიერთობა არის ერთი დიდი ბედნიერება. თითოეული მონაწილე ჩემთვის ახლობელი და მეგობარი გახდა. წელს უკვე მეორედ ვმონაწილეობდი და ჟიურის გადაწყვეტილებით , ჩემი ნოველა პირველ ადგილზე გავიდა, რაც ძალიან მახარებს". საკონკურსო თემა გახლდათ ,,სამრეკლო". გთავაზობთ,  გამარჯვებულ საკონკურსო ნამუშევარს.   ზარი სამრეკლოდან წვიმს... გაუცნაურდა წვიმაც...  ღრუბელი დედამიწას აღარ ნამავს......  კაცთა მოდგმაზე განრისხებული წვეთები ერთმანეთის მონაცვლეობით მოდიან... ისე ხმაურობენ, თითქოს სახლს დანგრევით ემუქრებიან. კედლები სველია,ნაცრისფერი... სარკმლიდან შუქი ბჟუტავს ...  მოხუცმა  ფარდა ხელისცეცებით გასწია, გზას გახედა, არავინ ჩანდა. წვიმიან ეზოს თვალი მოავლო... ადრე ყველაფერი სხვაგვარად იყოო,- გაიფიქრა... ადრე - კი. ახლა?! ახლა სხვანაირია ყველაფერი, მართლაც სხვანაირი... მოხუცს ზარის ხმა მოესმა ... სამრეკლოდან დედო ზარი რეკავდა , უხმობდა მომლოცველებს... ხო, ეს ხმაა შეუცვლელი. ეს ერთადერთია, მარადიული, ისევ ჯიუტად უხმობს მრევლს... ჩემო ტკბილო უფალო, შენ შემეწიე!- წაიბუტბუტა, ოდნავ წამოიწია, დამჭკნარი ხელებით ჭიქას მისწვდა , აიღო,  წყალი მოსვა და ძალაგამოცლილი ისევ ბალიშს მიეყრდნო. დაუმძიმებიათ წლებს მხრები, დაუმძიმებიათ... მორევიან ერთ დროს ახალგაზრდას, ძლიერს...შრომაში გაცვეთილან ხელის მტევნები, დაკოჟრილან... საბანი შეისწორა,ისევ  გზას გახედა, ისევ არავინ ჩანდა... დღესაც მარტო დარჩება ...  სიმარტოვეს შეეჩვია...  შეეჩვია?! - საკითხავია.  ცხოვრება ადამიანს  ყველაფერს აჩვევს! ისიც შეაჩვია. ზარი არ წყდება სამრეკლოდან...  მრევლს ისევ ჯიუტად უხმობს ... ვინ წავა ახლა იქ?- გაიფიქრა მოხუცმა და გონებით სამეზობლო მოიარა. პეტრეს ოჯახიდან? - ჰმ, არავინ. -სიმწრით გამოსცრა პასუხი. გიორგის ოჯახიდან?  -ჰმ, ისიც დაკეტილია. ალექსანდრეს ოჯახიდან? - ვითომ, მართა შეძლებს?! მასაც მოერია სიბერე. ამირანის ოჯახიდან? -გაიქცევა პატარა მარიკო. გაიზარდე შვილო,- წარმოსთქვა მოხუცმა და პირჯვარი გადაიწერა, ბოქლომდადებულ სახლებზე ფიქრი დააფრთხო, განიშორა...  დედო ზარი სამრეკლოდან ჯიუტად რეკავდა, მრევლს ისევ დაჟინებით უხმობდა... -ჩემო ტკბილო უფალო,  ეს ხმა ჩემს სოფელს არ მოუშალო! ისევ აბუტბუტდა მოხუცი... ცრემლი მოსწყდა თვალს, შანთივით  ლოყას დაჰყვა და ბალიშზე შეჩერდა. მოხუცმა კედელს გახედა. თავისი ერთადერთი სიყვარული უღიმოდა. მაშინაც ზუსტად ასე ისმოდა ზარის ხმა,  ხელჩაკიდებულებმა აღმართი რომ აირბინეს და ჯვარი დაიწერეს... მარადისობაში გადასული სიყვარული კედლიდან ამხნევებდა... შვილებმა სწავლა მოინდომეს და ვასწავლეთ... აბა როგორ?! მშობლები არა ვართ?  სამსახურის გამო ქალაქში დარჩნენ და ხელს ხომ არ შევუშლიდით?! ტყუილად ვასწავლეთ?  ასე არ არის? ღიმილმოფენილ სახეზე თანხმობა დაინახა, ისევ ისეთი, როგორიც ადრე, წლების წინ... ადამიანი  შვილისთვის ყველაფერს გაუძლებს ! - გაიფიქრა და იგრძნო ისევ სწვავდნენ ცრემლები ლოყას...  თვალები გზისკენ ისევ გააპარა... ისევ არავინ ჩანდა... სამრეკლოდან კი დედო ზარი  ისევ ჯიუტად რეკავდა  და მომლოცველებს დაჟინებით  უხმობდა ... მოხუცს სწამდა ამ ხმაში იყო იმედი,  იმედი, რომელიც  ცრემლს მოსწმენდდა. წვიმს... გაუცნაურდა წვიმაც... ახლა გულქვა წვეთბი მოდიან დედამიწაზე! რეზო თანუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით და ძალისხმევით ტრადიციული  ლიტერატურული კონკურსი  ,,ოდეონი“ წელს მე-14 გაიმართა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ლინა ბარათაშვილი, იზა ბუაჩიძე – პედაგოგი, ფილოლოგი, მარინე ვეფხვაძე – ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ეკა მელქაძე – ისტორიკოსი, კიცხის საჯარო სკოლის პედაგოგი, ვალერი გოგნაძე – პოეტი რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით,   ლიტერატურული თეატრის დიდი მეგობარის,  ღირსეული ხარაგაულელის დახმარებით და თანადგომით  ოდეონელთა ნაშრომები წიგნად გამოიცემა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8179.JPG
18/09/2023 12:50

საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ზურაბ ბანცაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: გიორგი ჭიპაშვილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- ს „სათნოების სახლის“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: თამარ შავიძე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- ს „სამუსიკო სკოლის“- ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ლალი ალექსიძე „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 მარტის N 69. 69230813 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: პეტრე შარიქაძე სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasd_8.png
18/09/2023 12:48

2 ოქტომბერს საკრებულოს სხდომა გაიმართება

სხდომაზე საკრებულოს წევრები შემდეგ საკითხებზე იმსჯელებენ.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის   სამსახურის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ   მომხს: ზურაბ ბანცაძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ     მომხს: გიორგი ჭიპაშვილი   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- ს „სათნოების სახლის“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: თამარ შავიძე   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- ს „სამუსიკო სკოლის“- ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული  მუშაობის შესახებ   მომხს: ლალი ალექსიძე   „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023  წლის 22 მარტის N 69. 69230813 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: პეტრე  შარიქაძე     სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე წარუძღვება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasd_7.png
14/09/2023 17:57

 18 სექტემბერს ბიუროს მორიგი  სხდომა გაიმართება

ბიუროს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხს განიხილავენ.                                                             საკითხთა ნუსხა            1. ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის   სამსახურის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ    მომხს: ზურაბ ბანცაძე   2. ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ   მომხს: გიორგი ჭიპაშვილი   3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- ს „სათნოების სახლის“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: თამარ შავიძე   4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- ს „სამუსიკო სკოლის“- ხელმძღვანელის ანგარიში   გაწეული  მუშაობის შესახებ                                                                                                      მომხს: ლალი ალექსიძე      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6981.JPG
04/09/2023 15:44

კობა ლურსმანაშვილი: ჩვენი  ვალდებულებაა მუდმივ კომუნიკაციაში ვიყოთ თითოეულ მოქალაქესთან

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა კობა ლურსმანაშვილმა თათბირზე საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარი სტიქიის შედეგებზე ისაუბრა.  ხარაგაულის მერმა,   მერის წარმომადგენელს საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში, კობა ყრუაშვილს, დაზარალებული ოჯახების შესახებ ინფორმაციის ზუსტი და დროული წარმოდგენა დაავალა. ხარაგაულის მერია სტიქიით მიყენებულ ზარალს , საქართველოს მთავრობის დახმარებით უმკლავდება და მოქალაქეებს მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებების, მერიის შესაბამისი კომისიის მიერ შესწავლის და მიღებული დასკვნის საფუძველზე ეხმარება. აგვისტოს  თვეში მერია  ხის და თუნუქის მასალით, სტიქიისგან დაზარალებულ 23 ოჯახს დაეხმარა.  თათბირზე კობა ლურსმანაშვილმა ყურადღება გაამახვილა მოქალაქეებთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ როდესაც დროულად ხდება მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი  მერიის სოციალური პროგრამებით და სერვისებით სარგებლობის უზრუნველყოფა ეს მერიის ქმედუნარიანობას უსვამს ხაზს. ჩვენი მთავარი ვალდებულებაა მუდმივ კომუნიკაციაში ვიყოთ თითოეულ მოქალაქესთან", -  განაცხადა მერმა.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6867_1.JPG
04/09/2023 15:41

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

  დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა.  დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს მოისმინეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023  წლის ბიუჯეტის  მეორე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი, ვლადიმერ გელაშვილი დადებითად შეფასდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ  https://l1nq.com/EyLzX  მომხს: პავლე კიკალიშვილი დადებითად შეფასდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ   https://l1nq.com/mSLvU  მომხს: ბესიკი კვირიკაშვილი ცვლილება შევიდა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში მომხს: კახაბერ გოლუბიანი ცვლილება შევიდა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში  მომხს: ინგა ლურსმანაშვილი ცვლილება შევიდა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში მომხს: ინგა ლურსმანაშვილი მერს მიეცა თანხმობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე)  ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის  განსათავსებლად  ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის,  რაც კაბელის დასამაგრებლადაა  საჭირო  პირდაპირი განკარგვის წესით,  სასყიდლით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება  „სილქნეტი“- სათვის გადასაცემად მომხს: ინგა ლურსმანაშვილი ცვლილება შევიდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133719 განკარგულებაში ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს    იურიდიული,  სამანდატო,  საპროცედურო   საკითხთა  და  ეთიკის  კომისიაში. მომხს: ავთანდილ კვინიკაძე „ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა    კომისიის  შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133722 განკარგულებაში ცვლილების ცნობად მიღების თაობაზე მომხს: ავთანდილ კვინიკაძე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შემდეგ საკრებულოს წევრებმა მოისმინეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო  სკოლებისა და სკოლამდელ დაწესებულებებში  2023 – 2024 სასწავლო წლისათვის მზადების  მდგომარეობის შესახებ მომხს: მარინე ვეფხვაძე, თამარ ლაცაბიძე    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/tavfurceli%20odeoni%20mokle.png
25/08/2023 11:09

9 სექტემბერს ლიტერატურული კონკურსი ,,ოდეონი“ გაიმართება

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი, იზა ვეფხვაძე შემოქმედ ადამიანებს ტრადიციულ  ლიტერატურულ  კონკურსზე იწვევს. ,,ოდეონი“ წელს მე-14 გაიმართება.  ლიტერატურასა და წერაზე შეყვარებული ადამიანებისთვის შეხვედრის ადგილად სოფელი სამება შეირჩა. კონკურსში მონაწილეობის მიღება  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შემოქმედ ადამიანებს შეუძლიათ. მონაწილის მინიმალური ასაკი 16 წელია. ზედა  ასაკობრივი ზღვარი შეუზღუდავია. საკონკურსო თემა  კონკურსის დაწყების წინ გამოცხადდება.  ჟანრი შეუზღუდავია და ნამუშევრებს  ჟიური შეაფასებს. პირველი სამი ადგილის მფლობელი  ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდება. განაცხადები 29 აგვისტოდან მიიღება. ლიტერატურულ კონკურს „ ოდეონი -2023“  წლის  პროგრამა ასე გამოიყურება: 9 სექტემბერი 8.30 --9.00 -- შეკრება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან და გამგზავრება დანიშნულების ადგილზე, სოფელ სამებაში; 10.00 --10.30 -- ლიტერატურული კონკურსის " ოდეონი 2023" საზეიმო გახსნა. კონკურსის ჰიმნის შესრულება   და დროშის აღმართვა. კონკურსის მონაწილეთა წარდგენა, კონკურსის პირობების გაცნობა და საკონკურსო თემის გამოცხადება;  მონაწილეთათვის საჭირო მასალების  დარიგება. 11 .00 -- მსუბუქი საუზმე; 11.30 --  კონკურსის დაწყება.  მონაწილეებს  ერთი კილომეტრის რადიუსით შეუძლია იმოძრაონ მიმდებარე  გარემოში ( ტყე, მონასტრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია); 13.00 --- მუსიკალური პაუზა განწყობისთვის ... კლასიკური მუსიკა. ფორტეპიანოსთან დალი მერაბიშვილი; მონაწილეთათვის მუშაობის შეწყვეტა სავალდებულო არ არის. 00 15. 00 --- სადილი; 15.00 --17.30 -- კონკურსანტები მუშაობენ საკონკურსო თემებზე; 16.00 --- მუსიკალური პაუზა. კლასიკური მუსიკა. ინსტრუმენტთან დალი მერაბიშვილი. 30 --18.00 --- კონკურსის დასასრული. საკონკურსო თემების ჩაბარება. კონკურსის საზეიმო დახურვა. ჰიმნი, დროშის დაშვება. 00 -- 20.00 -- ვახშამი. სტუმრების მიღება. მუსიკალური და მხატვრული მარათონი. 11 სექტემბერს ნამუშევრები ჩაბარდება ჟიურის წევრებს და მიეცემათ ორ კვირიანი  ვადა სამი საპრიზო ადგილის გამოსავლენად. ( შესაძლებელია კონკურსანტთა გამოვლენა მოხდეს მითითებულ ვადაზე ადრე); ჟიურის შემადგენლობა  მოგვიანებით გამოცხადდება.  გამარჯვებულები  ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან; ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ,  ტელ:  557192332 ხარაგაულის მერია წარმატებებს უსურვებს კონკურსში მონაწილეებს!  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasd_6.png
24/08/2023 16:57

4 სექტემბერს საკრებულოს სხდომა გაიმართება

      ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023   წლის  4  სექტემბრის  მორიგი    სხდომის                                   დღის წესრიგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023  წლის ბიუჯეტის  მეორე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.     მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ   მომხს: პავლე კიკალიშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ   მომხს: ბესიკი კვირიკაშვილი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე    მომხს: კახაბერ გოლუბიანი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: ინგა ლურსმანაშვილი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: ინგა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე)  ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის  განსათავსებლად  ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის,  რაც კაბელის დასამაგრებლადაა  საჭირო  პირდაპირი განკარგვის წესით,  სასყიდლით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება  „სილქნეტი“- სათვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ  მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 8.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133719 განკარგულებაში „ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს    იურიდიული,  სამანდატო,  საპროცედურო   საკითხთა  და  ეთიკის  კომისიის   შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი 9. „ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა    კომისიის  შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133722 განკარგულებაში ცვლილების ცნობად მიღების თაობაზე მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი     სხვადასხვა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო  სკოლებისა და სკოლამდელ დაწესებულებებში  2023 – 2024 სასწავლო წლისათვის მზადების  მდგომარეობის შესახებ მომხს: მარინე ვეფხვაძე ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსის ინფორმაცია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მუნიციპალიტეტში საქმიანი ეზოს მოწყობისა და მოსახლეობის მიერ ხე - ტყის მოპოვების წესის შესახებ  მომხს: გიორგი ბახტიძე                          საკრებულოს თავმჯდომარე                                          მანანა ბარბაქაძე                                                                                                                       
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/368849192_692442752923209_6458272547216849009_n%20(1)_2.jpg
22/08/2023 11:57

ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა. ბიუროს წევრებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023  წლის ბიუჯეტის  მეორე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. ინფორმაცია ბიუროს წევრებს, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა გააცნო. სხდომაზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, პავლე კიკალიშვილმა  საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის  გაწეული მუშაობის  ანგარიში წარადგინა. ასევე, ბიუროს წევრებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა  საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის  საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბესიკ კვირიკაშვილმა. სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2სექტემბრის №31 დადგენილებაში, „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ განმარტება გააკეთა                                                                                                  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა. ცვლილება შედის  ასევე ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში  და „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში . საკითხი საკრებულოს წევრებს, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა,  ინგა ლურსმანაშვილმა წარუდგინა. საკრებულოს ეთხოვა, მერს მიეცეს თანხმობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე  ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე)  ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის  განსათავსებლად  ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის,  რაც კაბელის დასამაგრებლადაა  საჭირო  პირდაპირი განკარგვის წესით,  სასყიდლით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით,   სააქციო საზოგადოება „სილქნეტი“- სათვის გადასაცემად. ბიუროს წევრებმა განიხილეს საკრებულოს წევრის კიაზო გამრეკელაშვილის განცხადება. კიაზო გამრეკელაშვილს სურს დატოვოს ჯანდაცვსია და სოციალურ საკითხთა კომისია და  საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის წევრი გახდეს.  საკითხი ბიუროს წევრებს ოთარ ლურსმანაშვილმა გააცნო.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/457asd_1_1.png
18/08/2023 18:08

21  აგვისტოს  ბიუროს    მორიგი   სხდომა გაიმართება  

  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 აგვისტოს ბიუროს   მორიგი  სხდომის საკითხთა ნუსხა              ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023  წლის ბიუჯეტის  მეორე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: პავლე კიკალიშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ  მომხს: ბესიკი კვირიკაშვილი   „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: კახაბერ გოლუბიანი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: ინგა ლურსმანაშვილი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე   მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე)  ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის  განსათავსებლად  ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის,  რაც კაბელის დასამაგრებლადაა  საჭირო  პირდაპირი განკარგვის წესით,  სასყიდლით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით,   სააქციო საზოგადოება  „სილქნეტი“- სათვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კიაზო გამრეკელაშვილის განცხადების განხილვის შესახებ   მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი      
სრულად