სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/zxc%20c_2.JPG

სოფელ ვარძიაში ავალიშვილების და სერის უბნის  გზის რეაბილიტაცია დასრულდა

რეგიონული პროექტების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული 2024-2025-2026 წლების გარდამავალი პროექტის  საერთო ღირებულება-1 080 000 ლარია, მათ შორის 2024 წლის წილი - 400 000 ლარის სამუშაოები უკვე  შესრულებულია.

დაგეგმილია, წელს პროექტის ყველა ეტაპი, სრულად, წინსწრებით დასრულდეს.

საერთო ჯამში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში სოფელ ვარძიაში ბეტონის საფარი გზის 3 734  მეტრ მონაკვეთზე დაიგება.   

2024 წელს  ხარაგაულის მერიამ    6 051 271 ლარის ღირებულების 28 ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა.

უნდა აღინიშნოს რომ კომპანიებთან წარმოებული სწორი და ეფექტური მენეჯმენტის შედეგად, დაახლოებით 3 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელიც 2025 წელს უნდა განხორციელებულიყო წინსწრებით შესრულდა.

საერთო ჯამში, ხარაგაულის მერიამ  9 მილიონი ლარის სამუშაოები განახორციელა.

თვალიგვადევნე,  თუ გაინტერესებს რა გაკეთდა შენ სოფელში.

 ინფორმაციას  თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებულ პროექტთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მერიის ოფიციალურ გვერდზე გაეცნოთ.

 

 

ნანახია: 127 - ჯერ