სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4808.JPG

მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა,  ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები განიხილა.

ყურადღება დაეთმო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებსა და დაგეგმილ სამუშაოებს, ასევე რაიონში არსებულ საჭიროებებს.

შეხვედრისას, აგრეთვე, განიხილეს იმ პროექტების მიმდინარეობა, რომლებიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

ნანახია: 49 - ჯერ