სხდომას, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.
დეპუტატებმა,დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
საკრებულოზე, გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიში წარადგინა,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი“ -ს ხელმძღვანელმა,მამუკა ჭიპაშვილმა. საკრებულომ წარდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა.
ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრისთვის 2024 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და მრავალმხრივი აქტივობების წელი იყო. ცენტრს დაემატა შიდა ტურიზმის მიმართულება, გაიზარდა ბიუჯეტი.
წლის განმავლობაში ცენტრმა მრავალფეროვანი ინიციატივებით მოიცვა კულტურის სფერო.
მიუხედავად მიღწევებისა, გამოწვევები კვლავ აქტუალურია — ინფრასტრუქტურული პრობლემები, ტექნიკური რესურსის დეფიციტი და ზოგიერთი ბიბლიოთეკის არასათანადო პირობები. თუმცა ცენტრი განაგრძობს მიზანმიმართულ საქმიანობას და მზად არის, 2025 წელსაც თანმიმდევრულად განახორციელოს დაგეგმილი პროექტები, ადგილობრივი საზოგადოების საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
ანგარიშს ვრცლად გაეცანით ლინკზე https://bit.ly/4mrCA5e