სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/508119749_681877328003130_5802439888563333189_n.jpg

მონაწილეობითი ბიუჯეტი - 2025 დაიწყო

ხარაგაულის მერის ბრძანების საფუძველზე, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის დაფინანსება 300 ათასი ლარით განისაზღვრა.

საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა , თითოეულ პროექტზე 30 000 ლარი იქნება.

მოქალაქეს შეუძლია წარმოადგინოს ისეთი საპროექტო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც არ სცილდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას, და ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას.

მათ შორის:

ინფრასტრუქტურული;

ახალგაზრდული;

საგანმანათლებლო;

კულტურული;

სოციალური;

სპორტული;

საპროექტო ინიციატივის წარმოდგენის უფლება აქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.

გახსენით და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა,https://forms.gle/FBV7vWQngDskaZK67

რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ ინიციატივები წარმოადგინოთ.

საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით.

საპროექტო ინიციატივების ჩაბარება მოქალაქეებს შეუძლიათ ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის: ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა 15

ადევნეთ თვალი ხარაგაულის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს და მიიღეთ ინფორმაცია პროგრამის განხორციელების თითოეულ ეტაპზე.

ხარაგაულის მერია ელოდება თქვენს იდეებს და წარმატებებს გისურვებთ!

 

ნანახია: 15 - ჯერ