სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/af81_n.jpg

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა

დღეს სოფელ ხიდარში, რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული ზაზა გლუნჩაძე გაიხსენეს.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, მერის წარმომადგენელი, გიგი დოლიკაშვილი, ხიდრის მაჟორიტარი დეპუტატი, შმაგი ხიჯაკაძე, საკრებულოს წევრები ,ნონა ზურაბიანი და შალვა ლურსმანაშვილი ზაზა გლუნჩაძის საფლავთან შეიკრიბნენ და დაღუპულის ოჯახის წევრებთან და თანასოფლელებთან ერთად გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიდრის მკვიდრი, ზაზა გლუნჩაძე 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალში, თანამებრძოლთა გადარჩენის მცდელობის დროს დაიღუპა.

მას ათი დაჭრილი თანამებრძოლი გამოუყვანია ბრძოლის ველიდან. კიდევ წასულა დაჭრილების საშველად, მაგრამ იქვე ჭურვი აფეთქებულა…

ხარაგაულელი გმირი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასალის ორდენით დააჯილდოვეს.

ზაზა გლუნჩაძემ, სულ ახალგაზრდამ 28 წლის ასაკში, შესწირა თავი სამშობლოს ერთიანობას.

14 წლის წინ,2008 წელს, შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის ხუთ დღეს გაგრძელდა. ამ ომს საქართველოს 412 მოქალაქე შეეწირა, 1747 ადამიანი კი დაიჭრა. მათ შორის იყვნენ სამოქალაქო პირები და ჟურნალისტები.

ნანახია: 618 - ჯერ