სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/2638024581267_n.jpg

10 აგვისტოს 11-დან 18 სთ-მდე ხარაგაული - კიცხი -ზესტაფონის გზა დაიკეტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ნიუ როუდი“ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-101) ზესტაფონი-კიცხი ხარაგაულის საავტომობილო გზაზე აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

სამუშაოების წარმოების ფარგლებში აღნიშნული გზის კმ3 მონაკვეთზე დაგეგმილია მილის გაყვანა, რის გამოც, 2022 წლის 10 აგვისტოს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-1) თბილისი–სენაკი–ლესელიძის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა  შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად მოხდება.

ნანახია: 1252 - ჯერ