სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0075_1.JPG

ლეღვანში ახალგაზრდული კარვების ბანაკის პირველი ნაკადი გაემგზავრა

დღეს,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ ორგანიზებით, ლეღვანში ახალგაზრდული კარვების ბანაკის პირველი ნაკადი გაემგზავრა.

 გამგზავრებამდე ბანაკის მონაწილეებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში სწრაფი ტესტი გაუკეთდათ.

ახალგაზრდები სოფელ ლეღვნის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამი დღით დაბანაკდებიან.

 ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორის, რევაზ შერგელაშვილის ინფორმაციით, ბანაკში ყოველი დღე დატვირთული იქნება სპორტული აქტივობებით, გასართობი და ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაშებით ასევე დაცული იქნება უსაფრთხოების წესები.

 

 

ნანახია: 246 - ჯერ