საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/axali.jpg
09/07/2020 10:11

მაღალმთიან სოფელ ბჟინევში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

სოფელ ბჟინევში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში,  სოფელში მისასვლელი გზის 1 500 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა ბეტონის საფარი. პროექტი მთის განვითარების ფონდიდან 336 000 ლარით დაფინანსდა, რომელზეც სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "კოხტის ძირი - 2010" ასრულებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/wgzdfh.jpg
09/07/2020 10:05

სოფელ ბაზალეთში გადასასვლელ ბონდის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ბაზალეთში ბონდის ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდა. ხიდის აღდგენითი სამუშაოებისათვის ბიუჯეტიდან-15 000 ლარი გამოიყო. აღნიშნულ ბონდის ხიდზე გადაადგილიბა მოქალაქეებისათვის საფრთხეს წარმოადგენდა, ვინაიდან ნაგებობა დაზიანებული და საკმაოდ ძველი აგებული იყო. დღეის მდგოარეობით ახლად აღდგენილ  ბონდის ხიდი უსაფრთხოა და  სოფლის მოსახლეობას, საშუალება აქვს უმოკლეს დროში გადაადგილდეს ბაზალეთიდან ხარაგაულის ცენტრში, ან პირიქით, ხარაგაულიდან ბაზალეთში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xid.jpg
08/07/2020 12:27

ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულს ესტუმრა.

სოფელი ხიდარი პატარა ევროპულ დასახლებას მოგაგონებთ, კეთილმოწყობილი გზა სიმწვანეშია ჩაფლული, რაც ორმაგად სასიამოვნოს ხდის სოფელში გადაადგილებას. შეხვედრები სამ უბანში ჩატარდა, სადაც მერმა მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდა და კორონა ვირუსის პრევინციის გზები გააცნო. სოფელში ძირითად გამოწვევად ბუნებრივი აირის არ არსებობას ასახლებენ, რაც მოსახლეობას გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. ხიდრის მოსახლეობას საკუთრი ძალებით გზა გაჰყავს ნასოფლარში, რომელიც სოფელში საძროხეს სახელითაა ცნობილი. მოსახლეობა იქ მესაქონლეობასა და მეფუტკრეობას ეწევა. ნიკოლოზ თოფურიძე მათ დაჰპირდა, რომ გამოუყოფს საწვავს სარეზერვო ფონდიდან და ამით შეიტანს წვლილს სოფლისთვის მნიშვნელოვან საქმეში. სოფელში დასასრულს უახლოვდება საუბნო გზების რეაბილიტაცია, ჩვენი სტუმრობისას მშენებელი კომპანია შარიქაძეების საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს  ასრულებდა, რის შემდეგაც ჯორტების გზის პროექტის შენებას დაიწყებს. სოფელში თანამედროვე არქიტექტურისა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი დაწყებითი სკოლის შენობა დგას, რაც მოსწავლეებისთვის დიდ კომფორტ ს ქმნის. ხარაგაულის მერის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაუბრუნდეს რაიონს და აქ მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზაცია. ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ ხიდარში მერის წარმომადგენელი 27 წლის ახალგაზრდა კოტე ბერაძეა, რომელიც ახალგაზრდული ენერეგიითა აკეთებს საქმეს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%20%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98_2.jpg
08/07/2020 11:06

ხარაგაულის მერი მარელისის მრავალბინიანი კორპუსის მოსახლეობას შეხვდა

მარელისის მრავალბინიანი კორპუსის მოსახლეობის მოთხოვნით, შედგა შეხვედრა ნიკოლოზ თოფურიძესთან. მოსახლეობა, მერს პრობლემების შესახებ ესაუბრა. მათთვის მთავარ პრომბლემად სასმელი წყალი და კორპუსის გარე ფასადი რჩება. მერი მოსახლეობას მიმდინარე წელს მილებით დახმარებას დაჰპირდა, რაც წყლის პრობლემას აღმოფხვრის. ასევე წელს გაკეთდება კორპუსის გარე ფასადის რეაბილიტაციის პროექტი. მოსახლეობას აწუხებს მტვერი, რომლიც ფონა-ძირულას გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად წარმოიქმნება, თუმცა ამ პრობლემას გაგებით ეკიდებიან და მოუთმენლად ელოდებიან სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელ კორპუსში 24 ოჯახი ცხოვრობს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_5.jpg
08/07/2020 09:48

მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ღორეშაში მოსახლეობას წყლის პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა

მოსახლეობასთან კომუნიკაცია და განსხვავებული აზრის მოსმენა საუკეთესო საშუალებაა სოფლის პრიორიტეტების გაანალიზებასა და დაგეგმვაში. აღნიშნულიდან გამომდინარე,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პროექტი „ღია სივრცე ღია აზრებისთვის“  ხორციელდება, რომლის  ფარგლებში,  მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავს.   ნიკოლოზ თოფურიძე ამჯერად ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულს ეწვია და სოფლის წინაშე არსებულ საჭიროებებსა და პრობლემებს გაეცნო.   ღორეშის მოსახლეობისთვის, ამ ეტაპზე, პრიორიტეტულია: შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, კანონიერი სახერხის ფუნქციონირება და წყალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება (ვინაიდან ღორეშის რამდენიმე უბანს სასმელი წყალი არ აქვს).  მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მოსახლეობას წყალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარდებას დაჰპირდა. მისი განმარტებით საჯვარის უბანში წყლის სისტემის რეაბილიტაცია უკვე დაფინანსდა სოფლის მხარდაჭერი პროექტებიდან. ხოლო მოსახლეობის წყლით მომარაგების სრულ უზრუნველსაყოფად მოეწყობა ახალი ჭაბურღილი, ვინაიდან ამ დრომდე არსებული ერთი ჭაბურღილი ვერ აკმაყოფილებს სრულად სოფლად მცხოვრებ ოჯახებს. შეხვედარზე სოფლის მკვიდრმა, დარეჯან კურტანიძემ და ბეგლარ შველიძემ ბოლო წლებში ღორეშის ადმინსტრაციულ ერთეულში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და მადლიერება გამოხატეს როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ. დარეჯან კურტანიძის თქმით ღორეშის ცენტრალურ გზას ჩაუტარდა სრული კაპიტალური რეაბილიტაცია, მანამდე კი- აღნიშნულ გზაზე   გადაადგილება რთული იყო.- „სასწრაფო დახმარების ავტომობილებს ძალიან უჭირდათ გზაზე გადაადგილება, გამოძახებიდან დიდი დრო სჭირდებოდათ, რომ დანიშნულ ადგილზე მისულიყვნენ, ახლა კი გამოძახების შემთხვევაში ადგილზე 10 წუთში იქნებიან“. განმარტავს სოფლის მკვიდრი. შეხვედრაზე ბეგლარ შველიძემ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად დააყენა სახერხის ფუნქციონირება, სადაც ადგილობრივებს კანონიერად შეეძლებათ სამასალე ხე-ტყის დამუშავება. მან ასევე თანასოფლელებთან ერთად პრიორიტეტულ საკითხად დააყენა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში ამ დრომდე საკმაოდ მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლამდე მისასვლელს გზას. მიმდინარე წელს დასრულდა მდინარე კვადოურაზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს კვადოურას გზის რეაბილიტაცია, სადაც დაიგება ბეტონის საფარი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_4.jpg
03/07/2020 09:54

კვადოურას უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, სოფელ ღორეშაში ე.წ. კვადოურას“ უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაათვალიერა. "გზა ყველა სოფელს" პროექტის ფარგლებში კვადოურას უბანში ბეტონის საფარი დაიგება გზის 1 000 მეტრამდე მონაკვეთზე. სასოფლო გზის სარეაბილიტაციის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 165 366 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული გზით 25-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_3.jpg
03/07/2020 09:35

ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინიციატივით მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნება

„ღია შეხვედრების“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს. ამჯერად შეხვედრები მოლითის თემის ოთხ სოფელში: დეისში, მოლითში, ანიულასა და ნებოძირში გაიმართა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ისაუბრეს. მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა საგზაო ინფრასტრუქტურისა და მგზავრობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.მათი განცხადებით ხაშური-ზესტაფონის სამგზავრო მატარებელი ერთადერთი  იყო, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა გადაადგილდებოდა ახლომდებარე მუნიციპალიტეტებში. თუმცა ამ დრომდე მსოფლიო პანდემიის გამო მატარებლის აღდგენა ვერ ხერხდება. მატარებლის აღდგენამდე, მერი ნიკოლოზ თოფურიძე ადგილობრივებს მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას დაჰპირდა. შეხვედრაზე,  ნებოძირში მცხოვრებმა, 19 წლის ნათია ტალახაძემ სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი აზრით, სახელმწიფომ სოფლებს ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ადამიანებს არ გაუჩნდეს ქალაქებში წასვლის სურვილი. მან ასევე სოფლის პრიორიტეტებზე და  ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მერის, ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, თუმცა ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. კერძოდ-79 სოფლიდან 50-ზე  მეტ სოფელში დაიგო ბეტონის გზა. ასევე სხვდასხვა ფონდების დაფინანსებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს ხიდ-ბოგირების, დამცავი კედლების, ჯებირების და სხვა პროექტების მშენებლობა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/zvare.jpg
03/07/2020 09:18

ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მაღალმთიან სოფლებში შეხვედრა გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მოსახლეობასთან ღია დიალოგის რეჟიმში შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრები ხარაგაულის მაღალმთიან სოფლებში ზვარეში, ნუნისსა და ჩრდილში გაიმართა. ადგილობრივებთან შეხვედრების მიზანს მოსახლეობის მხრიდან აღნიშნულ სოფლებში არსებული საჭიროებების და სოფლების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის გაცნობა წარმოადგენს.  მოსახლეობა პრიორიტეტს შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას, საექიმო ამბულატორიაში ექიმისა და ექთნის დამატებას, ასევე აფთიაქის ფუნქციონირებას ანიჭებს. შეხვედრაზე მოსახლეობამ ყველაზე მწვავედ გადაადგილების პრობლემა დააყენა. ზვარის, ნუნისისა და ჩრდილის მოსახლეობას  ხაშური-ზესტაფონის სამგზავრო მატარებლით უხდებოდათ გადაადგიილება. ამ დროისათვის, აღნიშნული ტრანსპორტი პანდემიის პირობებიდან გამომდინარე შეჩერებულია, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილებისთვის გარკვეული წინააღმდეგობები ექმნება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მოსახლეობას სამგზავრო მატარებლის აღდგენამდე, პრობლემის მოსაგვარებლად სამარშუტო ტაქსის მომსახურებას დაჰპირდა, რომელის გადაადგილება კვირაში ორჯერ  ხარაგაულის მერიის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება. ზვარის ადმინისტრაციული ერთულის მკვიდრი, რამაზ ჩაჩანიძე აღნიშნავს, რომ მაღალმთიან სოფლებში მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მან ასევე, სოფელში აფთიაქის, ექიმისა და ექთნის საჭიროებაზე ისაუბრა.  ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში, დღეის მდგომარეობით ე.წ კაოთისა და კოშკის უბანში მოწყობილია ბეტონის საფარი. მიმდინარე წელს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება ნუნისის ცენტრალურ გზას. მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობასთან ორმხრივი კომუნიკაცია და განსხვავებული აზრის მოსმენა მნიშვნელოვანია სოფლის პრიორიტეტების გაანალიზებასა და დაგეგმვაში. „სოფლად ცხოვრება დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, ბოლო წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობამ, საბავშო ბაღების ფუნქციონირებამ, სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებამ, მცირე სასოფლო პროექტების განხორცილებამ საგრძნობლად შეაჩერა მიგრაცია და სოფლად ცხოვრება უფრო პრიორიტეტული გახდა .“ აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/5e7de85ae7860.png
30/06/2020 12:06

მსოფლიო ბანკმა ხარაგაულის ეკონომიკური განვითარების გეგმა დადებითად შეაფასა

 გეგმა შესაფასებლად მსოფლიო ბანკს მიმდინარე წლის 20 ივნისს წარედგინა! შეფასების მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოადგინა ძალიან კარგი ხარისხის ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომლის მიზნები და სამოქმედო გეგმა რეალისტურია. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად“ მერიის ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების გეგმის შექმნა-მომზადება, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე წარდგენა დასამტკიცებლად და შემდგომ მისი განხორციელება. ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ, 2019 წლის 25 მარტს, ხელი მოაწერა ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, რომლის თანახმად, აიღო ვალდებულება სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დააჩქაროს მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი ეკონომიკური ზრდა, განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებაზე მუშაობდა მერიაში შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელსაც მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე ხელმძღვანელობდა! ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმა იხილეთ ქვემოთ მოცემულ ლინკზე! ეკონომიკური განვითარების გეგმა  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
26/06/2020 15:43

ხარაგაულის საკრებულოს ბიურო რიგგარეშე სხდომას მართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.         მომხს: ნინო მაღლაკელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.         მომხს: ჯაბა ბერაძე  3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.         მომხს: ჯაბა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ძალა ერთობაშია“ სახელწოდების შეცვლისა და ფრაქცისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ მინიჭების შესახებ         მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი
სრულად