საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/cancer_1.jpg
03/08/2020 18:41

ყურადღება! ძუძუს გამოკვლევა მამოგრაფის საშუალებით

13 აგვისტოს, 10 საათიდან ხარაგაულის მერიის ორგანიზებით, ხარაგაულელ ბენეფიციარებს ადგილზე მოემსახურება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მობილური კლინიკა, სადაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 40-70 წლამდე ქალბატონებს უფასოდ ჩაუტარდებათ ძუძუს გამოკვლევა მამოგრაფის საშუალებით. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში 22 17 96;  599 852 652;  599 852 657;  595 073 565
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/116303965_2836403883273433_6106670723610191876_n_1.jpg
03/08/2020 18:31

კალათბურთის მოედნის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

 დაბა ხარაგაულში ღია ტიპის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საკალათბურთო მოედნის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამჟამად მოედანზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მცირე სკვერისა და ბავშვთა გასართობი ატრაქციონების მოწყობა. დღეს ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი, თეიმურაზ ჩხეიძე და მერის წარმომადგენელი დაბა ხარაგაულში ბაქარ ბარბაქაძე. სამუშაოებს შპს "დანი კონსტრაქშენი" ასრულებს. პროექტის ჯამური ღირებულება კი 247 505 ლარს შეადგენს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/116303965_2836403883273433_6106670723610191876_n.jpg
03/08/2020 18:27

კალათბურთის სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

 დაბა ხარაგაულში ღია ტიპის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საკალათბურთო მოედნის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამჟამად მოედანზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მცირე სკვერისა და ბავშვთა გასართობი ატრაქციონების მოწყობა. დღეს ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი, თეიმურაზ ჩხეიძე და მერის წარმომადგენელი დაბა ხარაგაულში ბაქარ ბარბაქაძე. სამუშაოებს შპს "დანი კონსტრაქშენი" ასრულებს. პროექტის ჯამური ღირებულება კი 247 505 ლარს შეადგენს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/116388891_2837470876500067_7121625217319919435_o.jpg
03/08/2020 18:25

სს "საქართველოს რკინიგზამ" ზვარეში შეხვედრა გამართა

დღეს სს "საქართველოს რკინიგზისა" და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სოფელ ზვარის ბაღის ეზოში, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო, თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, მოლითი-ხაშურის სარკინიგზო უბნის (მათ შორის სოფელ ზვარეს მიმდებარედ დაგეგმილი კმ 20-760-23-060 საპროექტო ცვლილების) ექსპლუატაციის პირობების ცვლილებების პროექტის სკოპინგის ან გარიშის საჯარო განხილვა. ახალი პროექტის ფარგლებში ხორციელდება ორი ძირითადი ცვლილება: 1) პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა სამუშაოებმა გამოიწვია ზვარის მეწყერის გააქტიურება, რის გამოც პროექტის გადატანა ხდება მდინარს მარცხენა ნაპირზე. 2) თავდაპირველი პროექტის ფარგლებში მოლითის სადგური ინგრეოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს შენობა შევიდა კულტურულ ძეგლთა სიაში, რკინიგზა აღარ გაივლის პირდაპირ მოლითის სადურზე და მისი გვერდის ავლით, გავა შენობის წინ. შეხვედრაზე იმყოფებოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩხეიძე, რომელმაც მოსახლეობასთან ერთად კომპანიისა და სამინისტროს წარმომადგენლებს პროექტის მიმდინარეობის დროს გამოწვეული მთავარი პრობლემები გააცნო. უმთავრესი პრობლემა სოფლისთვის ზვარის მჟავე წყლებია, რომლის დაკარგვისაც ეშინია მოსახლეობას, თუ დაიწყება ქანების აფეთქება. მეორე პრობლემად დასახელდა თავდაპირველი პროექტის შემდეგ დატოვებული "პირველი სანაყარო", რომელიც საფრხეს უქმნის შინაური ცხოველებისა და სოფლის მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას. და მესამე პრობლემად დასახელდა გზის ამტვერება. სამივე პრობლემაზე ისაუბრა კომპანიის წარმომადგენელმა, ნუცა კიკნაძემ. " ძველი პროექტის შედეგად მოხდა მეწყრული სხეულის გააქტიურება და ჩამოწვა მეწყერი, ამის შემდეგ ჩატარდა არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევარების გეოლოგიური დასკვნები, რომელ დასკვნებშიც წერია, რომ მეწყერის სხეულის დასტაბილურების შემდეგ მოხდება დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება ამ მეწყერის ან გაწმენდის ან გამაგრების შესახებ. იქამდე, სანამ მეწყერული სხეული არ განიცდის დასტაბილურებას უფრო საშიშია მასზე ხელის ხლება. რაც შეეხება ზვარეს მინერალურ ჭაბურღილს, რომელიც დღეის მდგომარეობით გახლავთ ლიცენზირებული, ძველი პროექტით გვიწევდა სალიცენზიო ობიექტის ე.წ თხუთმეტ მეტრიან სანიტარულ ზონაში გავლა და ამით საფრთხე ექმნებოდა არსებულ ჭაბურღილს. ახალი პროექტით გადავწყვიტეთ, რომ ნაკლები ზიანი მივაყენოთ ჭაბურღილს და ჭაბურღილს მოვშორდით 17-18 მეტრით. გზების ამტვერების პრობლემასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო ყოველთვის ვალდებულებაში გვიდებს აღნიშნული გზების მორწყვის საკითხს. "პირველი სანაყარო", სადაც იყრება ფუჭი ქანები და რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილობრივების უსაფრთხო გადაადგლებას, მისი მოწყობა დაიწყება მას შემდეგ, რაც დასრულდება სანაყაროზე ფუჭი ქანების შეტანა. ამჟამად სამუშაოები 95 %-ით შესრულებულია, თუმცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოწყობა".
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/116693937_3230337137025554_2001069865621387726_o_1.jpg
03/08/2020 18:10

დღეს, 3 აგვისტოს, საკრებულოს სხდომა გაიმართა

დღეს გაიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, დეპუტატებმა ერთხმად დადებითად შეაფასეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში. ასევე, დადებითად შეფასდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მიერ გაწეული ანგარიში. მოსმენილი იქნა ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შედეგების შესახებ. ცვლილება შევიდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტში. ცვლილება შევიდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/116437939_3221257757933492_5044652087214609353_n.jpg
31/07/2020 14:11

ჩინური კომპანია სოფელ ბორითში მოსახლეობას შეხვდება

მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, 15:00 საათზე, ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის (F2)-ის წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან.  შეხვედრის თემა: დაწყებული პროექტის მოკლე მიმოხილვა,  ძირითადად კი საჩივრების მიღებისა და მოგვარების პროცესი.  შეხვედრის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღონ პასუხები.  შეხვედრის ადგილი  სოფელი ბორითი, სამშენებლო კომპანიის საკონფერენციო დარბაზი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/116591078_436008657357569_8377532577436214964_n.jpg
31/07/2020 11:17

ხარაგაულის თეატრმა მუშაობა განაახლა

ყველასათვის ერთნაირად საყვარელი ხარაგაულის თეატრი, აქტიურად იწყებს მუშაობასა და მაყურებლისათვის დაუვიწყარი მოგონებების ჩუქებას. პანდემიის შემდგომ, ხარაგაულელმა პატარებმა, უკვე მეორედ იხილეს თოჯინების თეატრის სპექტაკლი. პირველი სპექტაკლი სოფელ თეთრაწყაროში გაიმართა, სადაც ასევე მრავლად იყო პატარა მაყურებელი. თეატრი, პატარა მაყურებელს, წელს კიდევ პირდება ახალ დადგმებს. შეუძლებელია იმ ემოციის გადმოცემა, რასაც პატარების აღტაცებულ სახეზე ამოიკითხავდით. სწორედ ეს აძლევს თოჯინების თეატრის მსახიობებს უდიდეს მუხტს, რომ ჩაატარონ საინტერესო წარმოდგენები, თუნდაც რეგულაციების ფონზე, ღია სივრცეში.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_1.png
28/07/2020 09:35

სოფელ ზვარეში სს "საქართველოს რკინიგზა" 31 ივლისს შეხვედრას გამართავს

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 31 ივლისს, 15:00 სთ-ზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს ბაღის შენობის ეზოში (ღია სივრცეში) დაგეგმილია სს "საქართველოს რკინიგზის" თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, მოლითი-ხაშურის სარკინიგზო უბნის (მათ შორის, სოფელ ზვარეს მიმდებარედ დაგეგმილი კმ 20+760-23+060 საპროექტო ცვლილებების) ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ggdg_1.jpg
10/07/2020 16:52

სოფელ უბასში საუბნო გზების რეაბილიტაცია გრძელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში, ჭალის უბანში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია 1046 მეტრ გზას ჩაუტარდება. პროექტში გათვალისწინებულია 6 ცხაურის გაკეთება, რაც მოსახლეობას დამატებით პრობლემებს მოუგვარებს, რომლსაც უხვი ნალექი ქმნიდა. საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა რეგიონული განვითარების ფონდიდან 277 999 ლარით ფინანსდება! თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი გზით 60-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "იმერმშენი" ასრულებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/etli.jpg
10/07/2020 12:39

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეტლები გადაეცათ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საჩუქრად ეტლები  გადასცა.  მერმა  ბენეფიციარებს   სავარძლები   სახლში პირადად   მიუტანა   და  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. თანამედროვე, რბილი სავარძლის მქონე, კომფორტული ეტლები ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით გადაეცა მათ, ვისაც ან საერთოდ არ ჰქონდა ეტლი, ან ჰქონდა, მაგრამ დაზიანებული იყო. ინვალიდის ეტლი  ბენეფიციარებს ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა  და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“    მხარდაჭერითა  და საერთაშორისო ასოციაციის „ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისთვის“ ფინანსური ხელშეწყობით გადაეცათ. ცენტრის წარმომადგენელმა საცხოვრებელ სახლებში მისვლით განახორციელა თითოეული პირისათვის ზომების აღება და შესაბამისი  კითხვარების შევსება.
სრულად