საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0389.JPG
25/06/2020 15:01

ხარაგაულის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის 410 000 ლარი გამოიყო

2020 წელს ხარაგაულში 7 საჯრო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება! კეთილმოეწყობა სოფელ წიფის და ბორითის საჯარო სკოლების სველი წერტილები, ბორითის სკოლაში მოხდება ასევე, სსმ პირებისთვის ადაპტირბული გარემოს შექმნა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვარძიის, ვახანის, ლაშის, ბაზალეთის და ვაშლევის საჯარო სკოლებს. საერთო ჯამში მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლების რეაბილიტაციისთვის 410 000 ლარი დაიხარჯება! გასულ წელს ამდენივე თანხით, ხარაგულში 8 საჯარო სკოლის შენობა კეთილმოეწყო!  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gedsamanis.jpg
25/06/2020 11:16

ხარაგაულის მაღალმთიან სოფელ გედსამანიაში საბავშვო ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას

კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია ხარაგაულელი პატარებისთვის  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ გედსამანიას საბავშვო ბაღი ექნება. ერთი წლის წინ, სოფელში, სკოლამდელი მზაობის ჯგუფი გაიხსნა, სადაც აღსაზრდელებს მხოლოდ 09:00-დან 13:00 სთ-მდე შეეძლოთ ყოფნა. ეს ყველაფერი არ იძლეოდა სრულყოფილი სკოლამდელი განათლების მიღების საშუალებას.  შექმნილი საჭიროებიდან გამომდინარე იქნა გადაწყვეტილება მიიღებული, რომ სოფელ გედსამანიის საჯარო სკოლის პირველ სართულზე გამოუყენებულ ფართს ჩაუტარდეს რეაბილიტაცია და მოეწყოს თანამედროვე სტანდარტებით, რაც აღსაზრდელებს სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალებას მისცემს. გედსამანიაში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა! ასევე ახალი სასწავლო წლიდან, სოფელ ღორეშაში არსებულ საბავშვო ბაღს ემატება ერთი ჯგუფი.  ყველაზე სასიხარულო ამ ფაქტებში კი ისაა, რომ ზემოთ აღნიშნულ სოფლებში ჯგუფების დამატების საჭიროება აღსაზრდელთა კონტიგენტის ზრდამ გამოიწვია. ორივე პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტების განხორციელება, ადგილობრივ ბიუჯეტს 42 541 ლარი დაუჯდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%AC%E1%83%A4.jpg
19/06/2020 12:17

ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

მიმდინარე წელს ეს უკვე შეხვედრების მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე მერი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თებერვალში შეხვდა. ქვეყანაში არსებული პანდემიის ფონზე ნიკოლოზ თოფურიძე ადგილობრივ მაცხოვრებლებს ღია, თავისუფალ სივრცეში ხვდება და სხვა საკითხებთან ერთად კოვიდ 19-ის  საფრთხეებსა და რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე ესაუბრება. მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლების ფონას, წიფას, გუდათუბნისა და გოლათუბნის მთავარ გამოწვევად საუბნო და ცენტრალური გზების რეაბილიტაცია და ტყის რესურსის გამოყენება სახელდება. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს და 2021 წელს დასრულდება ძირულა-მოლითი-ჩუმათელეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომლითაც ზემოთ აღნიშნული ოთხივე სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.  გარდა ამისა, მთის ფონდის დაფინანსებით 2020 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასრულდება სოფელ გოლათუბანში ე.წ სხევრის უბანში და სადგური წიფის უბანში, საერთო ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 კმ-მდე გზას. შეხვედრაზე მოსახლეობამ ხაზგასმით დააყენა საკითხი სამგზავრო მატარებლის ზესტაფონი-ხაშურის აღდგენის აუცილებლობასთან დაკავშირებით, რადგან ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობისთვის ეს ტრანსპორტი ერთადერთი და საციცოხლოდ მნიშვნელოვანია. ნიკოლოზ თოფურიძის ინიციატივით, სამგზავრო მატარებლის აღდგენამდე მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა თანხა, რომლითაც დაფინანსდება სოფლის მოსახლეობის გადაადგილება კვირაში ერთხელ ქალაქის მიმართულებით. მაღალმთიანი სტატუსის მქონე ოთხ დასახლებაში, კანონით დადგენილი შეღავათებით 218 ოჯახი სარგებლობს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/saqasria.jpg
19/06/2020 11:55

ხარაგაულის მერი ბორითის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო! სოფლების - ბორითის, ერეთას, ამაშუკეთის, მაქათუბნის, ვაშლევის, საქასრიის, ციხისძირის და უბისის მოსახლეობის მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ გზების რეაბილიტაცია სახელდება! ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში 2020 წელს საგზაო ინფრსტრუქტურის მშენებლობა ექვს ლოკაციაზე მიმდინარეობს! შეხვედრებზე რამოდენიმე გზის საპროექტო სამუშაოები დაიგეგმა. მერი მოსახლეობას covid-19 ის საშიშროებაზე ესაუბრა და მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა! ასევე, ნიკოლოზ თოფურიძემ მადლობა გადაუხადა მოსახლეობას გამოჩენილი გონიერებისთვის, რომელიც ვირუსთან ბრძოლის საუკეთესო გზა აღმოჩნდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_2.jpg
19/06/2020 09:19

ხიდარში შარიქაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიდარში, შარიქაძეების საუბნო გზაზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.   პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 900 მეტრამდე მონაკვეთს, სამუშაოებს შპს „მათე“ განახორციელებს. პროექტის ღირებულება 113 633 ლარს შეადგენს, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა. ხიდარში შარიქაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია 2019 წელს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა მეწარმემ ვერ უზრუნველყო სამშენებლო სამუშაოების დროული შესრულება, რის გამოც მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა და  გამოაცხადა განმეორებითი ტენდერი, რის შედეგადაც გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია „მათე“.   სოფელში შარიქაძეების საუბნო გზის რეაბილიტაციის დასრულების  შემდეგ, აღნიშნული კომპანია ჯორტების საუბნო გზის რეაბილიტაციას დაიწყებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%90.jpg
18/06/2020 17:00

სოფელ ღორეშაში მდინარე კვადოურაზე საავტომობილო ხიდი მოეწყო

ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მდინარე კვადოურაზე ახლად აგებული საავტომობილო ხიდი მოინახულა. ნიკოლოზ თოფურიძე აქტიურად ახორციელებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს. ამ დროისთვის, ხიდზე სამშენებლო სამუშაოები უკვე  დასრულებეულია, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო ფონდმა 44 744 ლარით  დააფინანსა. პროექტის დასრულებამდე მდინარე კვადოურაზე მოსახლეობას ხის ამორტიზებული ხიდით უხდებოდათ გადაადგილება, რაც უსაფრთხო გადაადგილებას გარკვეულ რისკს უქმნიდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ბოლო სამი წლის განმავლობაში 30-მდე ხიდი და ხიდბოგირი მოეწყო.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/104049202_2656964504560585_7507234755717645742_n.jpg
13/06/2020 16:01

ხარაგაულში სოფლის პროექტების განხორციელება დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პროექტების განხორციელება დაიწყო! ზვარეში კიკნაძეების უბანში წყლის სათავე ნაგებობის და 2 400 მეტრზე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც სასმელი წყლით უბნის 35-მდე ოჯახი ისარგებლებს. ზვარის მოსახლეობამ აღნიშნული პროექტის განხორციელება თავად აირჩია, რისთვისაც გამოყოფილი 12 000 ლარი დაიხარჯება! სოფელ ჩრდილში კი, ე.წ. „კაოთის“ უბანში გზის რეაბილიტირებულ მონაკვეთზე გზის დამცავი და მოცურების საწინააღმდეგო ბაგირის მოწყობა დასრულდა. ამ პროექტზე მოსახლეობის გადაწყვეტილებით 6 ათასი ლარი გაიხარჯა. დარჩენილი 6 ათასი ლარით კი, ე.წ. „კოშკის უბანში“ ასევე, რეაბილიტირებულ გზაზე გარე განათების სისტემა მოეწყობა! მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 166 პროექტი განხორციელდება!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0291.JPG
13/06/2020 14:26

ხარაგაულში მეოთხე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

დღეს, დაბა ხარაგაულში საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გახსნა! თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ხარაგაულში სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. ხარაგაულში ეს რიგით მეთხე საზოგადოებრივი ცენტრია. ასეთივე ცენტრები ფუნქციონირებს სოფელ კიცხში, ღორეშაში და ხევში! დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვ. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი. როგორც სხვა საზოგადოებრივ ცენტრებში, ხარაგაულის ცენტრშიც განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომისა“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები. მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, უსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე და ხარაგაულის და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი. საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ubisa%20f.jpg
12/06/2020 16:37

ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გაბიონის მშენებლობა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში, ჭალის უბანში მეწყერულ მონაკვეთზე გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ 90 000 ლარით დააფინანსა. სოფელ უბისაში გაბიონის მოწყობა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე დაფინანსდა, რადგან  გააქტიურებული მეწყერი საფრთხეს უქმნიდა აღნიშნულ მონაკვეთზე გზის მშენებლობის პროცესს, რომელიც მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს. მეწყერული ზონა ასევე გარკვეული საფრთხის შემცველი გახლდათ ახლოს მცხოვრები მოსახლეობისთვისაც. (ამ დროისთვის, პობლემა შეექმნა ერთ ოჯახს, რომელსაც ეზოს ნაწილი ჩამოეშალა). სოფელ უბისაში, გაბიონზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, რომელმაც სტიქიის პრევენციის მიზნით მიმდინარე სამუშაოები დადებითად შეაფასა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/babai.jpg
12/06/2020 12:13

სოფელ ბაბში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბში სასოფლო გზის 600 მეტრიან მონაკვეთზე  სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი დაფინანსებულია რეგიონული განვთარების ფონდიდან, რომლის ღირებულება 162 927 ლარს შეადგენს. სამუშაოებს  შპს "ბორი-85" ასრულებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, 2020 წელს, რეგიონული განვითარების ფონდიდან 19 სოფლის გზის რეაბილიტაციაა დაფინანსებული.
სრულად