საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/xid.jpg

ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულს ესტუმრა.

სოფელი ხიდარი პატარა ევროპულ დასახლებას მოგაგონებთ, კეთილმოწყობილი გზა სიმწვანეშია ჩაფლული, რაც ორმაგად სასიამოვნოს ხდის სოფელში გადაადგილებას.

შეხვედრები სამ უბანში ჩატარდა, სადაც მერმა მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდა და კორონა ვირუსის პრევინციის გზები გააცნო. სოფელში ძირითად გამოწვევად ბუნებრივი აირის არ არსებობას ასახლებენ, რაც მოსახლეობას გარკვეულ დისკომფორტს უქმნის.

ხიდრის მოსახლეობას საკუთრი ძალებით გზა გაჰყავს ნასოფლარში, რომელიც სოფელში საძროხეს სახელითაა ცნობილი. მოსახლეობა იქ მესაქონლეობასა და მეფუტკრეობას ეწევა. ნიკოლოზ თოფურიძე მათ დაჰპირდა, რომ გამოუყოფს საწვავს სარეზერვო ფონდიდან და ამით შეიტანს წვლილს სოფლისთვის მნიშვნელოვან საქმეში.

სოფელში დასასრულს უახლოვდება საუბნო გზების რეაბილიტაცია, ჩვენი სტუმრობისას მშენებელი კომპანია შარიქაძეების საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს  ასრულებდა, რის შემდეგაც ჯორტების გზის პროექტის შენებას დაიწყებს.

სოფელში თანამედროვე არქიტექტურისა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი დაწყებითი სკოლის შენობა დგას, რაც მოსწავლეებისთვის დიდ კომფორტ ს ქმნის.

ხარაგაულის მერის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაუბრუნდეს რაიონს და აქ მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზაცია. ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ ხიდარში მერის წარმომადგენელი 27 წლის ახალგაზრდა კოტე ბერაძეა, რომელიც ახალგაზრდული ენერეგიითა აკეთებს საქმეს. 

ნანახია: 2597 - ჯერ