სოფელ ბჟინევში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, სოფელში მისასვლელი გზის 1 500 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა ბეტონის საფარი.
პროექტი მთის განვითარების ფონდიდან 336 000 ლარით დაფინანსდა, რომელზეც სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "კოხტის ძირი - 2010" ასრულებს.