საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/132043193_2093878654080385_7861558991666731314_o.jpg
21/12/2020 16:44

ხარაგაულის მერის მოადგილედ დავით დევდარიანი დაინიშნა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, მერის მოადგილედ დავით დევდარიანი დაინიშნა.   დავით დევდარიანს ამ დრომდე მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. მერის ახალ მოადგილეს, უფლებამოსილების სფეროდ საზედამხედველო და ინფრასტრუქტურული მიმართულებები განესაზღვრა.    დავით დევდარიანი 2013- 2014 წლებში ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გახლდათ. 2014- 2016 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, 2016 წლიდან დღემდე კი, მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს ხელმძღვანელობდა. ბრძანებას მერის მოადგილის დანიშვნის შესახებ ხელი დღეს მოეწერა. მერის მოადგილე თანამდებობაზე 2020 წლის 21 დეკემბრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადით დაინიშნა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_39.jpg
21/12/2020 14:11

ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მორიგი სხდომა გამართა

დეპუტატებმა საკრებულოს ბიუროს სხდომაზე შემდეგი საკითხები განიხილეს: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის #50/72 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: პავლე კიკალიშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის #50/73 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის #50/70 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ მომხს:მანანა ბარბაქაძე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ მომხს:ოთარ ლურსმანაშვილი  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე მდებარე ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე) საჰაერო ტრასით კაბელის გასატარებლად ს.ს „სილქნეტი“ - სათვის ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის, რაც კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო 5 (ხუთი) წლის ვადით, სააყიდლით, პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: მაია ალავიძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%202.jpg
21/12/2020 12:39

წყალაფორეთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, სოფელ წყალაფორეთში გაბეხაძეების საუბნო გზის მშენებლობას გაეცნო. პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს აღნიშნული გზის მშენებლობა სოფლის საბავშვო ბაღის უბანში გაგრძელდება. „ხარაგაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგს ვახორციელებთ. ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ვეცნობი. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერიის შესაბამის სამხურებთან ერთად, მაქსიმუმს აკეთებს, რომ დაწყებული პროექტები დროულად დასრულდეს. მნიშვნელოვანია საბიუჯეტო სახსრები ეფექტურად ავითვისოთ და მოსახლეობამდე სიკეთე დროულად მივიდეს. ვეცდებით დამატებითი სახსრები მოვიზიდოთ და შესაძლებლობის ფარგლებში დავაკმაყოფილოთ მოსახლეობის მოთხოვნები!“ - აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gza.jpg
21/12/2020 12:35

სოფელ ქვებში გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვებში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, სასოფლო გზაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ბეტონის საფარის მოწყობა 1 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც 187 999 ლარს შეადგენს. სოფელში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულების შემდეგ ქვების ცენტრალური გზა სრულად რებილიტირებული იქნება
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0120_1.JPG
21/12/2020 12:26

მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდაზე მემორანდუმი გაფორმდა

დღეს ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებასა და „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველოს“(LDA georgia) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. „მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ - ეს გახლავთ მემორანდუმის მთავარი შინაარსი, რომელსაც ხელი ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძემ მოაწერეს. ემორანდუმის და გრანტის მიზანია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. ადგილობრივი თვითმმართველობისადმი მოქალაქეთა მიმართვის ეეფქტური მექანიზმის ჩამოყალიბება ქალების, ახალგაზრდების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საჭიროებების და პრიორიტეტების გამოვლენის მათი გადაჭრის და ადვოკატირების მიზნით. დიალოგის და თანამშრომლობის გაძლიერება საზოგადოების ორაგანიზაციებსა და ადგილობრვ ხელსუფლებას შორის გადაწყვეტილების მიღების პროეცესში. გრანტი ,,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით“ ხორციელდება. ხარაგაულის მერმა მზადყოფნა გამოთქვა ხელი შუეწყოს მემორანდუმის ფარგლებში გაწერილ პუნქტებს. კობა ლურსმანაშვლი თვლის, რომ მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს რომ ეს გრანტის სახითაა წარმოდგენილი. „მოქალაქეთა ჩართულობის განსაზღვრა ადგილობრივ თვითმმართველობაში ცალსახად გაწერილია კანონით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით ხარისხის ზრდას ნამდვილად სჭირდება მხარდაჭერა და ხელშეწყობა ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი გახსნილობა და ღიაობაა საჭირო. სამოქალაქო ინიციატივებს მეტი ხელშეწყობა უნდა ქონდეს. მადლობა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს, რომ უკვე მემორანდუმით მოხდება ამ ინიციატივის დარეგულირება, რაც მეტ შესაძლებლობებს და ვალდებულებებს გაგვიჩენს“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0745.JPG
10/12/2020 13:03

საღანძილეში საბავშვო ბაღი აშენდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილეში, სადაც სკოლამდელი განათლების დაწესებულება არასდროს ყოფილა, ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. საბავშო ბაღის მომსახურებით, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი, საღანძილის თემის 5 სოფელი ისარგებლებს. ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ბაღის გახსნამდე დარჩენილია შენობაში ინვენტარის შეტანის და განთავსების საკითხი, რომლის შეძენაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან იგეგმება. პანდემიის პირობებში, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის გახსნა განათლების და ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმება. მერის წარმომადგენელი საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგა კიკნაძე ამბობს, რომ საღანძილის თემიდან აღსაზრდელები დაბა ხარაგაულის საბავშვო ბაღში დადიოდნენ, ახლა ეს პრობლემა აღარ იქნება და ბავშვები ადაპტირებულ გარემოში მიიღებენ სკოლამდელ განათლებას. სკოლამდელი განათლების დაწესებულების მშენებლობა სოფელ საღანძილეში, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 700 000 ლარით დაფინანსდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/130342867_2083558645112386_4033795009884023454_o.jpg
10/12/2020 12:59

ხარაგაულში სოციალურად დაუცველი ოჯახების საშეშე მერქნით მომარაგება დაიწყო

სოციალურად დაუცველი ოჯახების საშეშე მერქნით მომარაგება დაიწყო ჩინურმა კომპანიამ, ,,ხაშური, ხარაგაული, ზესტაფონის რკინიგზის მოდერნიზების’’ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ხე-ტყის კანონიერი ჭრის შედეგად დაგროვილი საშეშე მერქანი, განკარგვისთვის ხარაგაულის მერიას გადასცა. საშეშე მერქანს მერია უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს გადასცემს. ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი აღნიშნავს , რომ საშეშე მერქანზე მომართვიანობა, განსაკუთრებით, სოციალურად შეჭირვებული ოჯახების მხრიდან დიდია. არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვეცდებით ყველა ის ოჯახი მოვიცვათ, რომელსაც აღნიშნული დახმარების მიღების გადაუდებელი აუცილებლობა აქვს - განმარტავს კობა ლურსმანაშვილი. ამ ეტაპზე, ძირითადად დაბის მოსახლეობას მოვიცავთ , თუმცა ეს არეალი გაფართოვდება. ინფორმაცია მიეწოდება მერის წარმომადგენლებს, საქმეში ჩართულია მერიის სოციალური სამსახური. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ მომართვიანობის შემთხვევაში, განსაკუთრებულად მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს საშეშე მერქანი გადავცეთ. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ზამთარში, თანდართული პანდემიის პირობებში, ჩვენი მოსახლეობა უყურადღებოდ არ დაგვრჩეს. საშეშე მერქნის დამზადებისა და დარიგების პროცესს ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახური“ უზრუნველყოფს. სამსახურის უფროსის ბესო კვირიკაშვილის განმარტებით, თითოეულ ოჯახს 2, 5 კბმ საშეშე მერქანი გადაეცემა , ამ ეტაპზე აღნიშნული პროგრამით 38 ოჯახი ისარგებლებს. მოსარგებლეთა რაოდენობა მოთხოვნის შესაბამისად გაიზრდება. საშეშე მერქნის დამზადებაც და დარიგებაც ეტაპობრივად მიმდინარეობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0582_1.JPG
02/12/2020 11:28

ხარაგაულის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ პროდუქტების გაცემა დაიწყო

ხარაგაულის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ, პანდემიის პირობებში, აღსაზრდელებისთვის, არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემის მორიგი ეტაპი დაიწყო - ამის შესახებ ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა გვაცნობა, რომელიც ბაღების გაერთიანების დირექტორთან, მამუკა ჭიპაშვილთან ერთად პირადად გაეცნო პროდუქტების გაცემის პროცესს. „პროდუქტების მიწოდებას მუნიციპალიტეტის სოფლების საბავშვო ბაღებში თავად გაერთიანება უზრუნველყოფს, სადაც მშობლები რიგითობის დაცვით მივლენ და კუთვნილ პაკეტებს წაიღებენ. გაცემის პროცესში დაცული იქნება covi-19 ის პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები. ეს, ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებში, ხარაგაულის სკოალმდელ დაწესებულებათა გერთიანების მიერ პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპია“- აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა. ბაღების გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, პროდუქტის გაცემა დღეს დაიწყო და მუნიციპალიტეტში არსებულ 21-ივე საბავშვო ბაღს ეტაპობრივად მიეწოდება. სულ 606 აღსაზრდელი მიიღებს კუთვნილ რაციონს, რომლის შემადგენლობაც ასე გამოიყურება.   ბრინჯი - 1კგ. შაქარი - 1კგ. კარტოფილი-3კგ ვაშლი - 2 კგ. შედედებული რძე - 2 ქილა. ვაფლი - 0.5 კგ. ქათმის ფილე(დაფასოებული)- 1კგ. მაკარონი - 1კგ. ვერმიშელი - 1კგ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0530.JPG
30/11/2020 16:38

ხარაგაულის მერიამ მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად 20 000 ლარი გამოყო

ხარაგაულის მერიამ პანდემიის პირობებში მოწყვლადი ჯგუფების დახმარების მიზნით, მორიგი გადაწყვეტილება მიიღო. ერთჯერადი სოციალური დახმარებების მუხლში დამატებით 20 000 ლარი გამოიყო. ამის შესახებ, დღეს, საკრებულოს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილების განხილვის დროს გახდა ცნობილი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მუნიციპალიტეტის მოქალაქეების თვითიზოლაციის დასაცავად, ასევე, სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფებისათვის სახლებში მისატანი  პროდუქტების, მედიკამენტების და სხვა მომსახურების  გასაწევად, ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამაში დამატებით გამოყოფილ იქნას 20 000 ლარი, კორონავირუსის (COVID-19) პრევენციისა და გავრცელების საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით - ნათქვამია განმარტებით ბარათში.  როგორც ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, მერია ხარაგაულის საკრებულოსთან, სოციალურ სამსახურთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით მუშაობს რა ფორმით მოხდება მოწყვლადი ჯგუფების დახმარება კორონავირუსის პრევენციის მიზნით. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/127888371_2072430186225232_1536838063840659336_o.jpg
27/11/2020 15:28

მერის პირველ მოადგილედ ვარლამ ჭიპაშვილი დაინიშნა

პირველი საკადრო გადაწყვეტილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანშვილის გადაწყვეტილებით, მერის პირველ მოადგილედ, ვალერი ჭიპაშვილი დაინიშნა. ვალერი ჭიპაშვილი დღემდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გახლდათ. ვალერი ჭიპაშვილი , მერის პირველი მოადგილის რანგში, პირველ კომენტარს აკეთებს. ,,ხარაგაულის ახლადარჩეული მერისგან მივიღე შემოთავაზება , აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის, რაზედაც დავთანხმდი. უპირველესად, მადლობა ნდობის გამოცხადებისთვის. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ , რომ იმედები გავამართლო. ჩემთვის იზრდება პასუხისმგებლობის არეალი, მაქსიმალურად შევეცდები, მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით, აქტიური მონაწილეობა მივიღო იმ გამოწვევების გამკლავებასა და პრობლემატური საკითხების მოგვარებაში, რომელიც ახალ მერს თავის გუნდთან ერთად აქვს დასახული მიზნად. ბაზალეთის თემის ვერცერთი მაცხოვრებელი ვერ იგრძნობს , რომ მათ მაჟორიტარი დეპუტატი აღარ ჰყავთ, მათ ინტერესებს ახლა უკვე ხარაგაულის მოსახლეობის ინტერესებთან ერთად აქტიურად დავიცავ. ვფიქრობ, ჩვენი მუშაობა იქნება ნაყოფიერი, რადგან მუნიციპალიტეტს ჰყავს კვალიფიციური და გამოცდილი მერი, საქართველოს პარლამენტში ხარაგაულელთა ინტერესებს დაიცავს თავის საქმის პროფესიონალი ადამიანი პაატა კვიჟინაძე და მნიშვნელოვანია , რომ გვაქვს საკრებულოს უმრავლესობის მხარდაჭერა. ჩვენ კარგად ვიცნობთ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს და ეს ჩვენი ძლიერი მხარეა.“ ვალერი ჭიპაშვილმა 2009 – 2013 წწ დაამთვრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი , სამართალმცოდენობის სპეციალობით. 2013 -2014 წწ მუშაობა დაიწყო ბაზალეთის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულად. 2014-2017 წწ გახდა ხარაგაულის საკრებულოს წევრი, ბაზალეთის თემი მაჟორიტარი დეპუტატი ( პარტია ,,ქართულო ოცნება - დემოკრატიული საქართველო) . 2014 -2017 წწ.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. 2017 წლიდან დღემდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულს წევრი, ბაზალეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ( პარტია ქართულო ოცნება - დემოკრატიული საქართველო). 2014 წლიდან არის სსიპ დაბა ხარაგაულის # 3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი. გახლავთ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე . ვალერი ჭიპაშვილი მუშაობას მერის პირველი მოადგილის რანგში , დღეიდან 27 ნოემრიდან შეუდგება.
სრულად