საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0530.JPG

ხარაგაულის მერიამ მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად 20 000 ლარი გამოყო

ხარაგაულის მერიამ პანდემიის პირობებში მოწყვლადი ჯგუფების დახმარების მიზნით, მორიგი გადაწყვეტილება მიიღო.

ერთჯერადი სოციალური დახმარებების მუხლში დამატებით 20 000 ლარი გამოიყო.

ამის შესახებ, დღეს, საკრებულოს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილების განხილვის დროს გახდა ცნობილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მუნიციპალიტეტის მოქალაქეების თვითიზოლაციის დასაცავად, ასევე, სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფებისათვის სახლებში მისატანი  პროდუქტების, მედიკამენტების და სხვა მომსახურების  გასაწევად, ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამაში დამატებით გამოყოფილ იქნას 20 000 ლარი, კორონავირუსის (COVID-19) პრევენციისა და გავრცელების საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

 როგორც ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, მერია ხარაგაულის საკრებულოსთან, სოციალურ სამსახურთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით მუშაობს რა ფორმით მოხდება მოწყვლადი ჯგუფების დახმარება კორონავირუსის პრევენციის მიზნით. 

ნანახია: 1977 - ჯერ