საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0582_1.JPG

ხარაგაულის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ პროდუქტების გაცემა დაიწყო

ხარაგაულის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ, პანდემიის პირობებში, აღსაზრდელებისთვის, არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემის მორიგი ეტაპი დაიწყო - ამის შესახებ ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა გვაცნობა, რომელიც ბაღების გაერთიანების დირექტორთან, მამუკა ჭიპაშვილთან ერთად პირადად გაეცნო პროდუქტების გაცემის პროცესს.
„პროდუქტების მიწოდებას მუნიციპალიტეტის სოფლების საბავშვო ბაღებში თავად გაერთიანება უზრუნველყოფს, სადაც მშობლები რიგითობის დაცვით მივლენ და კუთვნილ პაკეტებს წაიღებენ. გაცემის პროცესში დაცული იქნება covi-19 ის პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები. ეს, ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებში, ხარაგაულის სკოალმდელ დაწესებულებათა გერთიანების მიერ პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპია“- აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა.
ბაღების გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, პროდუქტის გაცემა დღეს დაიწყო და მუნიციპალიტეტში არსებულ 21-ივე საბავშვო ბაღს ეტაპობრივად მიეწოდება.
სულ 606 აღსაზრდელი მიიღებს კუთვნილ რაციონს, რომლის შემადგენლობაც ასე გამოიყურება.
 
ბრინჯი - 1კგ.
შაქარი - 1კგ.
კარტოფილი-3კგ
ვაშლი - 2 კგ.
შედედებული რძე - 2 ქილა.
ვაფლი - 0.5 კგ.
ქათმის ფილე(დაფასოებული)- 1კგ.
მაკარონი - 1კგ.
ვერმიშელი - 1კგ.
ნანახია: 1555 - ჯერ