საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/132043193_2093878654080385_7861558991666731314_o.jpg

ხარაგაულის მერის მოადგილედ დავით დევდარიანი დაინიშნა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, მერის მოადგილედ დავით დევდარიანი დაინიშნა.
 
დავით დევდარიანს ამ დრომდე მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.
მერის ახალ მოადგილეს, უფლებამოსილების სფეროდ საზედამხედველო და ინფრასტრუქტურული მიმართულებები განესაზღვრა.
 
 დავით დევდარიანი 2013- 2014 წლებში ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გახლდათ.
2014- 2016 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, 2016 წლიდან დღემდე კი, მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ბრძანებას მერის მოადგილის დანიშვნის შესახებ ხელი დღეს მოეწერა.
მერის მოადგილე თანამდებობაზე 2020 წლის 21 დეკემბრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადით დაინიშნა.
ნანახია: 2246 - ჯერ