საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1066.JPG
18/01/2021 16:32

მერიაში წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, 2021 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში. შეხვედრა მერიაში წლის ბოლოს განხორციელებული საკადრო პოლიტიკით დაიწყო და ხალხის არჩეულმა მერმა, წარმომადგენლებს ახალი მოადგილეები და მერის თანაშემწე წარუდგინა. კობა ლურსმანაშვილმა ხაზი გაუსვა გუნდური მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის აუცილებლობას, რაც მუნიციპალიტეტის წარმატების ფორმულის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. საუბარი შეეხო, პანდემიით არსებულ გამოწვევებს. მერმა აღნიშნა, რომ საკრებულოსთან და მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, კვლავ განმეორდეს სოციალური აქცია, რომელიც წინსაახალწლოდ პანდემიით დაზარალებულ ოჯახებს შეეხო. ამ საკითხზე მუშაობა მან მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს დაავალა სოციალური სამსახურისა და მერის წარმომადგნლების ჩართულობით. თავის მხრივ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ სოციალური აქციის ფარგლებში კვლავ ის ბენეფეციარები შეირჩევა, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. მერის პირველმა მოადგილემ მიმოიხილა ასევე, გასულ დღეებში, ხანგრძლივი წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგები. აღინიშნა, რომ ზარალის დათვლა მიმდინარეობს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია პერიოდულად გრძელდება. შეხვედრაზე განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება და რაშიც მერის თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ჩართულობას, რადგან ისინი თავად ირჩევენ მცირე პროექტებს დასაფინანსებლად. კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების წარმოდგენის დროს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისკენ მოუწოდა. ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამბულატორიების ფუნქციონირებაზე. ყურადღება გამახვილდა ნადაბურის თემზე, სადაც, წლებია, სოფლებში ექიმის არარასებობის პრობლემა დგას. მერის ინფორმაციით, ეს გამოწვევა ახლა, ნაწილობრივ დაძლეულია. ნადაბურში დაინიშნა საზოგადოევბრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი, რომელიც ვალდებულია, შესაბამისი განათლებით, კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო კონსულტაციები გაუწიოს მოსახლეობას. აღნიშნული პრობლემა, ამ კუთხით დარეგულირდება ასევე, მაღალმთიან სოფელ გედსამანიაშიც. სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა მერის მოადგილე, დავით დევდარიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გარდამავალი პროექტების მიმდინარეობა სოფლებში არ შეჩერებულა, ხოლო რაც შეეხება ახალ დაფინანსებას, მერია ჯერ მოლოდინის რეჟიმშია. თავის მხრივ, მერის წარმომადგენლებმა სოფლებში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს, რომელთა ზოგიერთი ნაწილი შეხვედრის ფორმატში გადაწყდა, ხოლო ზოგიერთის მოგვარების გზები შესაბამამისი თანამდებობის პირებთან გადანაწილდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/133971955_2979878758925944_397799479062379443_o.jpg
30/12/2020 14:18

ხარაგაულში საახალწლო ნობათების გაცემა მიმდინარეობს

წინა საახალწლოდ ხარაგაულში სოციალური კამპანია მიმდინარეობს.   კამპანიის ფარგლებში, მოწყვლადი ჯგუფები საკვები პროდუქტის ნაკრებს და ტკბილეულს ადგილზე მიიღებენ.   ხარაგაულის მერიამ სოციალური კამპანიისთვის 35 000 ლარი გამოყო, საერთო ჯამში დახმარება მიიღო 700-მა ბენეფიციარმა. საახალწლო სოციალური აქტივობები განახორციელეს ასევე,   ხარაგაულის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ  რომელთაც საახალწლო ტკბილეული გადასცეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 606 აღსაზრდელს. ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ ადმინისტრაციამ საახლწლო ნობათი ტკბილეული და ხილი მიიღო, უფასო სასადილოს 73-მა ბენეფიციარმა. ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურმა  ტკბილეული გადაეცა 15 წლამდე ასაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 25 შშმ პირს. ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა  ტკბილეულის ნაკრები გადაეცა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში რეგისტრირებულ 180 ბავშვს.  ხარაგაულის მერის პრველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი:   „მთავარი აქცენტი უკიდურესად გაჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებზე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე, დევნილებზე, ჩერნობილის ტრაგედიის მონაწილეებზე, სამამულო ომის ვეტერანებზე, მარტოხელა მშობლებსა და ხანდაზმულებზე გავაკეთეთ. 35 000 ლარი გამოვყავით ბიუჯეტიდან და ამ თანხით დახმარებას 700 ოჯახი მიიღებს. პროდუქტების ადგილზე მიტანას მერის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. ძალიან სასიხარულოა, რომ წინა საახალწლოდ სოციალურ აქტივობებში აიპებიც ჩაერთვნენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ყველას გვესმის, რომ, დღეს, პანდემიის პირობებში, გვიწევს ცხოვრება, თუმცა მჯერა, რომ ამ გამოწვევას ერთობლივი ძალებით თავს წარმატებით გავართმევთ. ბედნიერ 2021 წელს ვუსურვებ ყველა ხარაგაულელს და სრულიად საქართველოს“
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/133570898_2851117591795623_6850404132142625460_o.jpg
30/12/2020 14:14

ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში ამერის ახალი წარმომადგენელი დაინიშნა

ფარცხნალის თემში, რომელმაც ათეულობით აკადემიკოსი, პროფესორი და სხვადასხვა მეცნიერების ფუძემდებლები აღუზარდა ქვეყანას, ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მერის ახალი წარმომადგენელი დანიშნა. ავთანდილ თაბუკაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგა. იგი გასულ წლებში იყო ამავე სოფლის დეპუტატი და ასევე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი პირადად ესტუმრა ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულს და მერის ახალ წარმომადგენელს ეფექტური და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. თავის მხრივ ავთანდილ თაბუკაშვილმა, მზადყოფნა გამოთქვა, უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად ჩაერთოს სოფლის პრობლემატური საკითხების მოგვარებაში და ყველა გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/133937147_2978725072374646_4045053158356260347_o.jpg
30/12/2020 14:11

თავისუფალ ჭიდაობაში ხარაგაულელებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს

ჩვენმა ბიჭებმა საპრიზო ადგილები დაიმსახურეს 79კგ. ევსემი შველიძე - ვერცხლის მედალი - II ადგილი 86 კგ. ზაურ ბერაძე - ბრინჯაოს მედალი - III ადგილი 125 კგ. თედო ებანოიძე - IV ადგილი   დღეს, 28 დეკემბერს, საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში-2020 -ის დასკვნითი შეხვედრა, თბილისში გაიმართა. ხარაგაულელმა სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები გადაინაწილეს, რითაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საგზურები მოიპოვეს. მედალოსნებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ევროპის ჩემპიონატზე და ოლიმპიადის საკვალიფოკაციო ტურნირებში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ბიჭებს ამ წარმატებას.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/kic.jpg
30/12/2020 14:08

კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი წარმომადგენელი დაინიშნა

მოსახლეობასა და მერს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, უდიდესი როლი აქვს მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში. სწორედ ამიტომ ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცვთ სოფლის წარმომადგენლების შერჩევას. დღეს, ხარაგაულის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი წარმომადგენელი, პაატა ბერაძე შეუდგა საქმიანობას.   ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი უშუალოდ შეხვდა ახალ წამომადგენელს და წარმატებები უსურვა ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში 5 სოფელი შედის; კიცხი, ბორი, იგორეთი, საქარიქედი და თეთრაწყარო. პაატა ბერაძე ამბობს, რომ მისთვის საპასუხისმგებლოა ახალი თანამდებობა და ყველაფერს გააკეთებს, დაგროვილი გამოცდილებით დიდი სარგებელი მოუტანოს კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/133031592_2097389497062634_6529571642357508409_o.jpg
30/12/2020 11:37

ხარაგაულის მერიას საკონფერენციო ინვენტარი გადაეცა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე" ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას საკონფერენციო ოთახის ინვენტარი გადასცა. პროექტი კარგი მმართველობის ხელშეწყობასა და მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე დაფუძნებული პროექტების შესამუშავებლად, ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებას ისახავს მიზნად. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და პროექტში ჩართულ ყველა პირს. ათეა-ს წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული პროექტი, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის დ ა ქვემო ქართლის რეგიონებში ხორციელდება. პროექტი “დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_41.jpg
29/12/2020 17:26

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2021 წლის 20 იანვარს მორიგ სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 20 იანვრის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე მდებარე ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე) საჰაერო ტრასით კაბელის გასატარებლად ს.ს „სილქნეტი“ - სთვის ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის, რაც კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო 5 (ხუთი) წლის ვადით, სააყიდლით, პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: მაია ალავიძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/132293569_2847399732167409_5444109409131380055_o_1.jpg
24/12/2020 11:46

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

დღეს ხარაგაულის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დაამტკიცა. სხდომას ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი დაესწრნენ. 2021 წლის ბიუჯეტი 9 900 100 ლარით განისაზღვრა და ძირითადად ორიენტირებულია სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებზე. მერის პირველმა მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა ვრცლად ისაუბრა ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებისა და იმ მნიშვნელოვანი პროგრამების შესახებ, რომელთა განხორციელებაც მომავალ წელს მუნიციპალიტეტში იგეგმება. ვარლამ ჭიპაშვილმა ხაზგასმით განმარტა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გაიზიარა საკრებულოს შენიშვნები და, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად მოხდა მათი გათვალისწინება. სხდომა ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატების კითხვებს მერიის წარმომადგენლები პასუხობდნენ. აღსანიშნავია, რომ უმრავლესობამ 2021 წლის ბიუჯეტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ერთხმად აღნიშნეს, რომ საკრებულოსა და მერიას შორის უკვე არსებობს მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობა, რაც ხარაგაულის უკეთესი მომავლისათვის საჭირო და აუცილებელია. თავის მხრივ, ასეთი დამოკიდებულებისათვის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მადლობა გადაუხადა დეპუტატებს და განაცხადა, რომ მისი სურვილია, ხარაგაულში რაც შეიძლება მეტი ფინანსები დაიხარჯოს და ბევრი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამა დაიგეგმოს. ,,ვიმედოვნებ, რომ წარმომადგენლობით ორგანოსთან მომავალში უფრო მჭიდრო და ერთმანეთთან შეთანხმებული გეგმით ვიმუშავებთ. ხარაგაულში არც მაჟორიტარ დეპუტატს, არც საკრებულოს წევრებს და არც მერს არანაირი განსხვავებული ინტერესები არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ვემსახუროთ ხარაგაულის უკეთეს ხვალინდელ დღეს. ნებისმიერი საკითხი გადაწყვეტილი იქნება სწორედ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. მერია მაქსიმალურად გადავიდა ,,ღია კარის“ პრინციპით მუშაობის რეჟიმზე. დავალება მაქვს გაცემული სამსახურებზე, ნებისმიერ საკითხზე მომართვიანობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება. ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული და არ გვაქვს უფლება, მათი პრობლემების მოგვარებაზე არ ვიზრუნოთ. ბიუჯეტი სწორედ ამ ხალხისაა და ამიტომ მათ ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. მისასალმებელია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი იმედით უყურებს ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც მოსახლეობის მიმართ მაქსიმალურად სოლიდარულია. რაც მერის უფლებამოსილების განხორციელებას შევუდექი, დახურულ კარს მიღმა არ მიმუშავია. ასე მოხდა ბიუჯეტის შემთხვევაშიც, რომლის პროექტი საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახლდათ. მჯერა, რომ 2021 წელი ბევრ სიკეთეს შეჰმატებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტს და ეს ბიუჯეტი ნამდვილად გაამართლებს ჩვენი ამომრჩევლის იმედებს.“-აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/132427692_2095534430581474_5793613073864388732_o.jpg
24/12/2020 10:43

ხარაგაულის მერიამ მოწყვლადი ჯგუფებისთვის 35 000 ლარი გამოყო

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ხარაგაულის მერია სოციალური კამპანიისათვის 35 000 ლარს დახარჯავს. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს საახალწლოდ საკვები პროდუქტები გადაეცემათ. ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, პროდუქტების მიღების პროცედურებს ადგილზე გაეცნო. ძირითადად აქცენტი გაკეთდება უკიდურესად გაჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებზე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე, დევნილებზე, ჩერნობილის ტრაგედიის მონაწილეებზე, სამამულო ომის ვეტერანებზე, მარტოხელა მშობლებსა და ხანდაზმულებზე.  საერთო ჯამში, დახმარებას 700 ოჯახი მიიღებს და პროდუქტების ადგილზე მიტანას მერის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. აქვე მოგახსენებთ, რომ დახმარების პაკეტი შვიდი სახის პროდუქტს მოიცავს. გარდა ამისა, ა(ა) იპ „ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელი გაერთიანება“, საახალწლო ტკბილეულს გადასცემს მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღების ყველა აღსაზრდელს. საახალწლო ნობათს მიიღებენ ა(ა) იპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარები. ასევე მერიის კულტურის სამსახური გეგმავს, 15 წლამდე ასაკის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები წინასაახალწლოდ გაახაროს და საჩუქრები გადასცეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს, სოციალურად დაუცველი ოჯახების საშეშე მერქნით მომარაგება. აღნიშნულ პროგრამაში ყველა ადმინისტრაციული ერთეული ჩაერთო და ამჯერად, საერთო ჯამში, ამ მომსახურებით 127- მა ოჯახმა ისარგებლა. მოსარგებლეთა რაოდენობა, მოთხოვნის შესაბამისად, გაიზრდება და ზამთარში საშეშე მერქნის გარეშე არავინ დარჩება. მაქსიმალურად ვცდილობთ, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს ის სიკეთე, რასაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს. ყველას გვესმის, რომ დღეს, პანდემიის პირობებში, გვიწევს ცხოვრება, თუმცა მჯერა, რომ ამ გამოწვევას ერთობლივი ძალებით თავს წარმატებით გავართმევთ. აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის მერიაში მოქმედებს არაერთი სოციალური პაკეტი. ამ მიმართულებით 2021 წლის ბიუჯეტში თანხები გავზარდეთ. ჩვენი მთავარი მიზანია, არავინ დაგვრჩეს უყურადღებოდ და, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველა ოჯახმა იგრძნოს ის კეთილდღეობა, რასაც მათთვის ხელისუფლება აკეთებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_40.jpg
22/12/2020 10:43

23 დეკემბერს საკრებულო რიგგარეშე სხდომას გამართავს

23 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგგარეშე სხდომას გამართავს. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ხუთ საკითხს განიხილავენ  1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის #50/72 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: პავლე კიკალიშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის #50/73 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის #50/70 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ მომხს: მანანა ბარბაქაძე  
სრულად