საზოგადოება

პოლიტიკა

კულტურა

ჯანდაცვა და სოციალური

სოფლის მეურნეობა

სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2266_1.JPG
05/09/2025

ახალი რეკრეაციული სივრცე ხარაგაულში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კინოთეატრის მიმდებარედ, ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. პროექტის ფარგლებში, აშენდა ნაპირსამაგრი,  მოწესრიგდა სანაპირო ზოლი , მოეწყო სავალი ბილიკები. დასასვენებელი სკამები , განთავსდა დეკორატიული განათების სისტემა, ასევე მოხდება სანაპირო ზოლის  გამწვანება. სამუშაოებზე მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ახალი სივრცე მოქალაქეებს კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს შესთავაზებს დასვენებისა და  სეირნობისთვის.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/540473670_741640335360162_2417001401041760640_n_1.jpg
03/09/2025

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლების მოსახლეობას მიმართავს

ხემაღალსა და ღვერკში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სრულად მესმის თითოეული ადამიანის განცდა და ვნებათაღელვა. ხშირად ვხედავ სოციალურ ქსელში კომენტარებს, რომელთაგან ბევრი საფუძველს მოკლებულია, თუმცა ყველას ემოციას პატივს ვცემ და სწორედ ამიტომ მსურს ჩემი პოზიცია გაგიზიაროთ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ჩვენს მოქალაქეებს უყურადღებოდ არ ტოვებს. ამ ეტაპზე: ხემაღალში უსაფრთხო ზონაში მცხოვრები 20 ოჯახისთვის, როგორც კი გეოლოგების დასკვნა დაადასტურებს ტერიტორიის საიმედოობას, დაიწყება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები: უფასო მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა; ელექტროენერგიის ახალი ქსელის გაყვანა,გზების მობეტონება; გაზიფიცირება; ამჟამად ამ სამუშაოებს ვერ ვიწყებთ, რადგან აუცილებელია გეოლოგების საბოლოო დასკვნა. თუმცა უკვე ახალი გზა შეყვანილია ხორითის მხრიდან როგორც ხემაღლის, ისე ღვერკის უსაფრთხო უბნებში, სადაც ამ ეტაპზე მოსახლეობა ცხოვრობს. აუცილებლად მოვაგვარებთ უსაფრთხო საცხოვრისის უზრუნველყოფის საკითხს – ყველა ოჯახი მიიღებს იმ დახმარებას, რაც მათთვის უფრო სწორი და სასურველი იქნება: ვისაც სურს ახალ დასახლებაში ცხოვრება — სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება, ხოლო ვისაც კომპენსაციის მიღება ურჩევნია — ეს თემაც სამართლიანად და გამჭვირვალედ გადაწყდება. ჩვენ განვიხილავთ ახალი ტერიტორიის ათვისებას, სადაც ხემაღლისა და ღვერკის მოსახლეობა კვლავ ერთად შეძლებს თანაცხოვრებას. საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ გეოლოგების დასკვნისა და მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული. ჩემთვის ყველაზე დიდი საქმე დღეს არის ამ ორი — ჩემთვის და ყველასთვის უმნიშვნელოვანესი სოფლის შენარჩუნებაა ახალი კონფიგურაციით და  ახალი დასახლების სახით. ეს მხოლოდ  მოვალეობა არ არის — ეს არის პირადი ვალდებულებაც. ჩემმა დიდმა ბაბუამ, პეტრე კვინიკაძემ, ლაშის თემში არაერთი თაობა აღზარდა, და ვფიქრობ, ამით ნათქვამია, რატომ არის ეს ადგილი ჩემთვის განსაკუთრებული. მოდით, ვენდოთ და პატივი ვცეთ ერთმანეთს. მშვიდობა და უფლისწყალობა ხემაღალსა და ღვერკს,  თითოეულ თქვენგანს!
სრულად