კულტურა
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8918.JPG
03/06/2024 13:49

კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა, საკრებულოს ანგარიში წარუდგინა

დღეს საკრებულოს, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა საკრებულოს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. საკრებულომ ანგარიში დადებითად შეაფასა. წარმოგიდგენთ ანგარიშის სრულ ვერსიას. _____________________________ ა(ა)ი.პ კულტურისა და ხელოვნების ცენტრი შეიქმნა   2018 წელს, რომელშიც გაერთიანდა ხარაგაულის კულტურის ცენტრი, ისტორიული მუზეუმი, ლიტერატურული თეატრი, ხალხური შემოქმედების სახლი და ხარაგაულის  ცენტრალური ბიბლიოთეკა.   2023 წელს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ბიუჯეტი განისაზღვრა 927 ათასი ლარით, მოხდა სახელფასო ფონდის 10 პროცენტიანი მატება.   ეს წელი  დატვირთულია უამრავი ღონისძიებით. (იხილეთ მთელი წლის პროგრამა)   იანვარი 17-24 იანვარი- ხარაგაულის ბიბლიოთეკებში აქტიური მკითხველების გამოვლენა -დაჯილდოება. 30 იანვარი -ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“. ზამთრის სერია თებერვალი თებერვალი - წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნა   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებში, ლიტერატურულ თეატრში. 8 თებერვალი -დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში 6, 13, 20, 27 თებერვალი -ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“. ზამთრის სერია, ყოველ ორშაბათს. 28 თებერვალი -კონცერტი ხარაგაულის მომღერალი ოჯახების შესრულებით. თებერვალი -ანსამბლ „უბისისა“ და ანსამბლ „მთიელის“ მონაწილეობა ბაკურიანში გამართულ ქორეოგრაფიულ ფესტივალში. თებერვალი -ლიტერატურული კონკურსი „ოდეონის“ წიგნად გამოცემული ნაწარმოებების წარდგენა მარტი 2 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი 12 მარტი -ხარაგაულის იუმორისტული გუნდის „ჭირიმეს“ მონაწილეობა ქართულ ლიგაზე 18 მარტი -„შემოქმედი ქალბატონები“-ვიდეორგოლის მომზადება და წარდგენა ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის მიერ. პრეზენტაციის პარალელურად შეხვედრა შემოქმედ ქალბატონებთან. მარტი -მაცაცო სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამო მარტი - თეატრის საერთაშორისო რისადმი მიძღვნილი ღონისძიება  აპრილი 1აპრილი -ახალგაზრდული ფესტივალი „წინ ხარაგაული -2023“-ის გახსნა 3 აპრილი -1 მაისი ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. 4-11 აპრილი -საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში შეხვედრა მწერლებთან. 3, 15 აპრილი -„მან-სან-კანი“ მოსწავლეთა შორის.  6,13, 20, 27 აპრილი -ინტელექტუალური კონკურსი „ლიდერი“. აპრილი - ქართულ ლიგაზე ხარაგაულის იუმორისტული გუნდის „ჭირიმეს“ გამოსვლა.   აპრილი -საპატიო ხარაგაულელის, პედაგოგ მერი გიორგაძისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია   აპრილი -ბიბლიოთეკარის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოჭვეული ბიბლიოთკარების დაჯილდოვება. 27 აპრილი -პროექტი „პატარა რესტავრატორები“ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით. მაისი 1 მაისი -ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული -2023“ საზეიმო დახურვა. 8 მაისი -„ მსოფლიო ფაშიზმის წინააღმდეგ“- ისტორიული მუზეუმის მიერ დაგეგმილი ღონისძიება 15 მაისი -თოჯინების თეატრის პრემიერა 26-27 მაისი - ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ 29 მაისი -ანსამბლ „უბისისა“ და ანსამბლ „მთიელის“ მონაწილეობა თბილისში გამართულ ქორეოგრაფიულ ფესტივალში. 20 მაისი -ფესტივალ „არტ-გენზე“ ანსამბლ ოდილას მონაწილეობა 18 მაისი -ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნა ივნისი 10 ივნისი -სპექტაკლის პრემიერა 15 ივნისი -„ იმერეთის თეატრალური ფესტივალი -2023“ 17, 22, 30 ივნისი -პროექტ „ცოცხალი წიგნები“-ს ფარგლებში ღონისძიებები მუნიციპალიტეტის სოფლებში. 16-23 ივნისი -ისტორიული მუზეუმის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების კვირეული 25, 28 ივნისი -ლიტერატურული თეატრის  გამართვა        მუნიციპალიტეტის         სოფლებში ივლისი 2-22 ივლისი -ცოცხალი წიგნები“ სოფლებში. (ნადაბური, სარგვეში, ღორეშა, ვერტყვიჭალა) 7,14, 21, 28 ივლისი - ზაფხულის სერია ინტელექტუალურ თამაშში „რა, სად, როდის“ 2-12 ივნისი - თოჯინების თეატრი სოფლებში 28-30 ივლისი- იუმორის ფესტივალი აგვისტო 15 აგვისტო -ხუმრობენ ხარაგაულელი „მან-სან-კან“-ელები (ძველი და ახალი თაობა) ხარაგაულის კინოთეატრში 17-20 აგვისტო -ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის გასვლა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში 22-30 აგვისტო -„ცოცხალი წიგნები“ სოფლებში   აგვისტო -საზაფხულო კონცერტი კინოთეატრში „ერთი ლამაზი საღამო“   აგვისტო -ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის პროექტი დამსვენებელი ბავშვებისათვის „პატარა არქეოლოგები“ სექტემბერი 5-6 სექტემბერი -სამხატვრო პლენერი „გამა“ 20 სექტემბერი -საგალობლების საღამო 22 სექტემბერი - სპექტაკლის ჩვენება 24 სექტემბერი -კონკურსი „უძველესი ტრადიციები“ მუზუმის ორგანიზებით ოქტომბერი 6 ოქტომბერი -„ვარინკობის“ ფესტივალი ზესტაფონში და ხარაგაულის სიმღერის ანსამბლების მონაწილეობა 22 ოქტომბერი -ლიტერატურული სპექტაკლის პრემიერა ოქტომბერი -თოჯინების თეატრის პრემიერა ოქტომბერი -ღონისძიება „ფოტოფირების გაცოცხლება“ ისტორიულ მუზეუმის ორგანიზებით ნოემბერი 4 ნოემბერი -„ხარაგოულობის“ დღესასწაულის აღნიშვნა, საზეიმო ღონისძიებები 9 ნოემბერი -ანსამბლ „უბისისა“ და ანსამბლ „მთიელის“ მონაწილეობა თბილისში გამართულ ქორეოგრაფიულ ფესტივალში. 15 ნოემბერი- რუსუდან სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამო 12, 28 ნოემბერი -ფოლკლორის ფესტივალი ქუთაისსა და თბილისში და მასში ხარაგაულის ანსამბლებისა და სახალხო მთქმელების მონაწილეობა დეკემბერი 10 დეკემბერი -დოკუმენტური ფილმის „პანთეონის მკვიდრი ხარაგაულელები“ პრემიერა ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის მიერ 15 დეკემბერი -ხარაგაულის თეატრის სპექტაკლის ჩვენება ქ. თბილისში 20-30 დეკემბერი - საახალწლო ღონისძიებები              რაც შეეხება 2024 წელს, ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ბიუჯეტი განისაზღვრა  1 061 700  ლარით, (მ.შ. შრომის ანაზღაურება 951396 ლარი, საქონელი და მომსახურება -124 800 ლარი, ოფისის ხარჯი 49500 ლარი, კომუნალური 22000 ლარი და სხვ.) ისევე, როგორც გასულ წელს, მოხდა 10 პროცენტიანი ხელფასების მატება.  10 იანვარს, სამკითხველო დარბაზში, წარმოდგენილი იყო 2023 წლის შემაჯამებელი შეხვედრა-პრეზენტაცია, აქვე თანამშრომლებს დეტალურად გაეცნო 2024 წლის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ბიუჯეტი, ასევე 2024 წლის სამოქმედო გეგმა, დასახული მიზნები და ამოცანები,  რომელიც გაწერილი გახლავთ თვეების მიხედვით.        12 იანვრიდან ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ინიციატივით დაიწყო ახალი პროექტი, „როცა ერთმანეთს ვჭირდებით“, პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ შშმ პირებზე, ასაკით პენსიონრებზე, სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებზე, რომელთაც უჭირთ საზოგადეობაში ინტეგრაცია და ხელეწიფებათ სხვადასხვა შემოქმედებითი საქმიანობა : წერა, ხატვა, ძერწვა, სიმღერა, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების შექმნა და ა. შ  მათზე გაკეთდება მცირე ვიდეორგოლები, სადაც ასახული იქნება მათი საქმიანობის და ინტერესის სფერო. პროექტი გაგრძელდება წლის ბოლომდე. 22 იანვარს,  ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის  დარბაზში გაიმართა 2023 წლის ლიტერატურულ კონკურს " ოდეონის" მონაწილეთა ნაწარმოებების წიგნად აკინძული კრებულის წარდგინება-პრეზენტაცია. 26 იანვრიდან ხარაგაულის "თოჯინების თეატრმა" დაიწყო მოგზაურობა მუნიცაპალიტეტში შემავალ საბავშვო ბაღებში, (ვარძია, კიცხი, ხიდარი, წყალაფორეთი, ვერტყვიჭალა, ბორითი,  ხუნევი, გედსამანია და სხვ.)სადაც ჩვენი პატარებისათვის  თოჯინების წარმოდგენა გამართა. ეს მოგზაურობა წლის ბოლომდე გაგრძელდება.    7თებერვალს, საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა  ცენტრალური ბიბლითეკის სამკითხველო დარბაზში, აქვე მოეწყო  საიუბილეო მწერლების ლექსების გამოფენა. ასევე, ამ დღესთან დაკავშირებით  ჩატარდა ღონისძიება „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“, სასოფლო ბიბლიოთეკების ორგანიზებით ღონისძიებები გაიმართა მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.   8 თებერვალს,  დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღსანიშნავად ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში გაიმარტა ღონისძიება, რომელშიც 50 მდე ახალგაზრდა იყო ჩართული. 22 თებერვალს გაიმართა წიგნის „ამბები ღიმილის არომატით“ პრეზენტაცია.   28 თებერვალს, ზეპირსიტყვიერების დარგის სპეციალისტის, ნიკო წიკლაურის ორგანიზებით  გაიმართება ,,ექსპრომტების საღამო".  1 მარტს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნება ფოტოგამოფენა ,,გარდასულ დღეთა მშვენიერება". მუზეუმმა დამთვალიერებელს თვის ბოლომდე უმასპინძლა. 3 მარტს, ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,უბისი" წარმატებით წარსდგა ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამართულ ფესტივალზე. სერთაშორისო საბავშვო ქორეოგრაფიულ ფესტივალში ,,მომავალი ჩვენია" მონაწილეობისთვის და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის ,,უბისი" ლაურეატის დიპლომით დაჯილდოვდა, ხოლო ანსამბლის ხელმძღვანელებს, ელისო და ზაზა ლურსმანაშვილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭათ. მათთან ერთად წარმატებით მოღვაწეობს ანსამბლი „მთიელი“, რომლებმაც ხარაგაულის სახელით არაერთ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა და ყოველთვის წარმატებულად.   6 -12 მარტს  ქალთა სეართაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა სპექტაკლის პრემიერა „იუბილე სიურპრიზებით“, რომელმაც მაყურებელში დიდი მოწონება დაიმსახურა და მოგვიანებით სპექტაკლი ნაჩვენები იქნა ბორითის სასოფლო კლუბში. 17 მარტიდან კვლავ აქტიურად ჩაერთო ქართული ლიგის ჩემპიონატში ხარაგაულის იუმორისტული გუნდი „ჭირიმე“, რომელიც დღეს უკვე ნახევარფინალშია. 15 აპრილს საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით მოხდა ანსამბლ „ოდილას „ სიმღერების აუდიო და ვიდეო ჩაწერა. საინტერესოდ ჩატარდა საბიბლიოთეკო კვირეული, რომელიც 22 აპრილს დაიწყო და 30 აპრილს დასრულდა. კვირეულის ფარგლებში არა ერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა სოფლის ბიბლიოთეკართა ჩართულობით და ორგანიზებით. დასკვნით ღონისძიებაზე მოხდა გამოჩეული და აქტიური ბიბლიოთაკარების დაჯილდოება. წარმატებით მუშაობს პროექტი „მოძრავი ბიბლიოთეკა“, რომელშიც ჩართულები არიან სოციალურად დაუცველთა პროგრამით დასაქმებული თანამშრომლები. ამ პროგრამის ფარგლებში დამატებით 300ზე მეტ ოჯახს მოემსახურენ წიგნების მიტანით სახლიდან გაუსვლელად. ცალკე გამოსაყოფია ინოვაციების ცენტრის პროექტი, რომელიც გერმანიის მხარის დაფინანსებით განხორციელდა და რომლის ფარგლებშიც 100 ათასი ლარის ღირებულების ინვენტარი იქნა შეძენილი, მათ შორის ავეჯი, მაღალი დონის კომპიუტერები, დრონი, ფერადი პრინტერი, ჭკვიანი დაფა, მონიტორი, ფოტოაპარატი და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოხდა ინოვაციების ოთახისა და დარბაზის კეთილმოწყობა. წლის ბოლომდე არა ერთი საინტერესო ღონისძიება გველოდება, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრი ამ წუთებში ემზადება მორიგი პრემიერისათვის, რომლითაც წარსდგებიან ქუთაისის თეატრალურ ფესტივალზე. რამოდენიმე სიტყვით მინდა აღვნიშნო პრობლემებზე. დავიწყოთ ინფრასტრუქტურით: ჯერჯერობით კვლავ პრობლემაა კინოთეატრის შენობის უკან მხარე, სადაც განთავსებული გახლდათ საცეკვაო დარბაზი. მოგეხსენებათ სტიქიის შედეგად დაზიანდა კედელი და მიმდინარეობს როგორც ჯებირის მშენებლობა, ასევე კედლის აღდგენა. კედელთან ერთად დაზიანდა გათბობის სისტემაც, რომელიც საშემოდგომოთ იქნება გამართული. ასევე პრობლემაა კულტურის ცენტრის შენობის შიდა მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას და ამის მზაობა უკვე დაანონსებული აქვს მერიას, სადაც განთავსდება და ჩამოყალიბდება ახალგაზრდული ცენტრი და ვფიქრობთ, რომ ეს ადგილი გადაიქცევა ახალგაზრდების საყვარელ ადგილად. კვლავ პრობლემად რცჩება მაღალი სიხშირის და ხარისხის აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ღია ცის ქვეშ ღონისძიებების გამართვა. კვლავ პრობლემატურია არაერთი ბიბლიოთეკის შენობა. მაგალითად, საღანძილის ბიბლიოთეკა სულ ახლახანს იძულებით განვათავსეთ ავარიულ სკოლაში, სადაც სპეციალისტების დასკვნით სახიფათოა ყოფნა, ხევში ველოდებით ახალ შენობას, რათა მოხდეს ნაქირავები შენობიდან წიგნების დროულად გამოტანა. კვლავ სავალალო მდგომარეობაა ბაზალეთის ბიბლიოთეკისთვის დროებით გამოყოფილ შენობაში, სადაც არც ელექტროენერგიაა და არც საჭირო პირობები, თუმცა  ვიცით, რომ მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება ახალი ბიბლიოთეკის აშენების თაობაზე და ეს პრობლემა იმედია მალე მოგვარდება.  სარემონტო სამუშაოები ჩასატარებელია ბორითის კულტურის დარბაზში,  გასარემონტებელია კიცხის სარეპეტიციო ოთახი, სადაც ანსამბლი „ოდილა“ მეცადინეობს.   აუცილებლობას საჭიროებს კულტურის ცენტრის შენობაში განთავსებული საცეკვაო სივრცის გვერდით მოეწყოს ბავშვებისათვის ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახი, შეკეთებას აღარ ექვემდებარება და გამოცვლას  საჭიროებს მუზეუმის ღობე, ასევე ხარაგაულის თეატრი საჭიროებს გარდირობის ოთახის მოწყობას, სადაც განთავსდება თეატრის ტანსაცმელები. გარდა ინფრასტრუქტურისა პრობლემებში კვლავ მინდა ხაზი გავუსვა საბიბლიოთეკო ქსელში მომუშავეთა დაბალ ხელფასებს, ყოველწლიური ზრდის ტენდენციის მიუხედავად ჯერ ასევე დაბალია მსახიობებისა და მომღერლების სახელფასო ანაზღაურებები.               კულტურისა და ხელოვნების  ცენტრი:                                            /მ. ჭიპაშვილი/              
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/info_saj/IMG_3222.JPG
27/03/2023 18:50

დღეს ხარაგაულში თეატრის საერთაშორისო  დღე აღინიშა

ხარაგაულის კინოთეატრში ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა,  რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის სპექტაკლი - „მაცეკვე ტანგო“ გამართა. სპექტაკლს ესწრებოდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, რომელმაც ხარაგაულის თეატრალურ დასს თეატრის საერთაშორისო დღე მიულოცა და სპექტაკლის დაწყებამდე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით თეატრის უხუცესს მსახიობებს ლუიზა კიკნაძეს, ნიკო წიკლაურს, ნიკო დეკანოსიძეს და  გაიოზ შუბითიძეს თეატრთან მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელები, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, და კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორთან, მამუკა ჭიპაშვილთან ერთად გადასცა. სპექტაკლი ,,მაცეკვე ტანგო" რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ნინო მირზიაშვილის პიესის მიხედვით დადგა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ბათუ კიკნაძე , ირინე ჩხეიძე, ლია ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, ვასილ კიკნაძე. თეატრის მხატვარი - გაიოზ შუბითიძე. ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინიციატივით, ყოველ 27 მარტს ხარაგაულის თეატრი ახალგაზრდებისთვის უფასო თეატრალურ ჩვენებას გამართავს. დღესვე, მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა კინოთეატრის ფოიეში გამოფენილი ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სიგელები და აფიშები დაეთვალიერებინა, რომელიც თეატრის საუკუნოვან ისტორიას ასახავს. ხარაგაულში თეატრალურ ტრადიციებს ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი და თოჯინების თეატრი აგრძელებს. ხარაგაულის მერია, თეატრალურ დასსთან ერთად, თეატრის საერთაშორისო დღეს ულოცავს ხარაგაულის თეატრის რეჟისორებს: ირინე ჩხეიძეს და იზა ვეფხვაძეს!უსურვებს მათ დიდი თეატრალური ტრადიციების ღირსეულად გაგრძელებას.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/_DSC0175_1.JPG
21/03/2023 14:49

ხარაგაულის თეატრი თეატრის საერთაშორისო დღეს მოსწავლეებს სპექტაკლზე იწვევს

27 მარტს თეატრის საერთაშორისო  დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით,  ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის სპექტაკლი - „მაცეკვე ტანგო“ გაიმართება. სპექტაკლი, 27 მარტს, 15:00 საათზე, დაიწყება.  სკოლის მოსწავლეებისთვის დასწრება თავისუფალია. ირინე ჩხეიძე: - „ვუერთდებით თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნას და სპეციალურად მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის ვმართავთ სპექტაკლს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა იხილონ სპექტაკლები და გაეცნონ ჩვენს შემოქმედებას. თეატრი ნამდვილად აბედნიერებს.“ ამავე დღეს კინოთეატრის ფოიეში გამოფენილი იქნება ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სიგელები და აფიშები, რომელიც თეატრის საუკუნოვან ისტორიას ასახავს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdd165asd465asd.JPG
06/03/2023 12:51

დედის_დღე მოსწავლე_ახალგაზრდობის_სახლში

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საგალობელი დედებს“ გაიმართა.   ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი დაესწრო. მერის პირველმა მოადგილემ დედებს 3 მარტის დღესასწაული მიულოცა და შვილებთან ერთად წარმატებები და ბედნიერი დღეები უსურვა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სხვადასხვა წრის აღსაზრდელებმა, 3 მარტის დღესასწაული, დედებს სიმღერებითა და ლექსებით მიულოცეს. ღონისძიების მიმდინარეობისას, ვიდეო კონკურსის "სიცოცხლის საწყისის" გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართა.   გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.     ფეისბუქ ლაიქების გამარჯვებულს - სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის, მე 10 კლასის მოსწავლეს , მარიკა ბარბაქაძეს. ჟიურის რჩეულს - წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის, მე-7 კლასის მოსწავლეს, გიორგი მდივნიშვილს და მე -10 კლასის მოსწავლეს, ნათია კაციტაძეს.   მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლში 12 წრე ფუნქციონირებს და 220 ბავშვი სწავლობს  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/333852213_718213749949033_887595665323220665_n.jpg
01/03/2023 16:01

ხარაგაულელი მოსწავლეები ახალ პროექტებში ჩაერთვებიან

დღეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა მარინე ვეფხვაძემ, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ და  კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა საჯარო სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გამართეს. მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ მაღალი კლასების მოსწავლეები სპექტაკლზე „მაცეკვე ტანგო“ მიიწვია. სპექტაკლი, 27 მარტს, 15:00 საათზე, თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართება. მამუკა ჭიპაშვილმა სკოლის დირექტორებს „ახალგაზრდული ფესტივალის“ შესახებ გააცნო ინფორმაცია, რომელიც ხარაგაულში აპრილიდან დაიწყება და ინტელექტუალურ, სპორტულ, სათავგადასავლო და გასართობ ღონისძიებებს მოიცავს. ფესტივალის ფარგლებში, მამუკა ჭიპაშვილის ინიციატივით, “ქართული ლიგის“ ანალოგი, „ქართული სასკოლო ლიგა“ გაიმართება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა  ყველა სკოლის იუმორისტულ გუნდს ექნება. „ქართული სასკოლო ლიგის“ პირველი ტური 3 აპრილს გაიმართება. მამუკა ჭიპაშვილი სკოლის დირექტორებს, ასევე, ესაუბრა ახალი ინტელექტუალური თამაშის -  „რჩეული“ შესახებ. ინტელექტუალური თამაშის ფარგლებში, პირველი ტური სკოლებში გაიმართება, გამოვლინდება 27 რჩეული, რომელიც 3 გუნდად დაიყოფა და ითამაშებს შემდეგ ტურში. შეხვედრის დასასრულს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ მოსწავლეებისთვის მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სკოლის დირექტორებს ღონისძიებებში მოსწავლეების ჩართულობის უზრუნველყოფა სთხოვა. აპრილის თვიდან ხარაგაულის სკოლებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გუნდურ-ინტელექტუალურ თამაშში „ტვინების ბრძოლა.“ ამის შესახებ  სკოლის დირექტორებს „ტვინების ბრძოლის“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ესაუბრნენ და თამაშის წესების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ჩემპიონატის პირველი ტური სკოლებში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეები.  გამარჯვებული გუნდი რეგიონულ ჩემპიონატზე გაემგზავრება.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/axali%20weliasdasd.jpg
27/11/2022 11:04

ხარაგაულში საახალწლო საჩუქარს 523 ბავშვი მიიღებს

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის ბაღების გაერთიანება მუნიციპალიტეტში არსებული 21 საბავშვო ბაღის 523 აღსაზრდელისათვის საახალწლო ტკბილეულს 10 460 ლარად შეიძენს. გაერთიანებამ ტკბილეულის შესაძენად  ტენდერი 17 ნოემბერს გამოცხადდა და 24 ნოემბერს დასრულდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო საბავშვო საჩუქრები მუყაოს საახალწლო ჩანთაში უნდა იყოს მოთავსებული. საახალწლო ჩანთაში პატარებს დახვდებათ: ორცხობილა . შემადგენლობა: კაკაოთი და ვანილის გემოს მქონე კრემიანი შიგთავსით (29%), ხორბლის ფქვილი, შაქარი, მცენარეული ცხიმები, კაკაოს ფქვილი (3,5%), სიმინდის სახამებელი, გლუკოზა -ფრუქტოზას სიროფი, სუფრის მარილი, ბუნებრივი არომატიზატორი ვანილი, რძის პროდუქტები. არანაკლებ 95 გრამიანი შეფუთვით. (ორეოს მსგავსი). ბისკვიტიანი ნამცხვარი. შემადგენლობა: ხორბლის ფქვილი,გლუკოზა-ფრუქტოზას სიროფი, შაქარი, კვერცხის პროდუქტი, რაპსის ზეთი, სასმელი წყალი, შოკოლადის მასა (6%), რძის ფხვნილი უცხიმო, რძის ფხვნილი ცხიმიანი, სიმინდის სახამებელი, კაკაოს ფქვილი. არანაკლებ 30 გრამიანი შეფუთვით. (ბარნის მსგავსი). რძიანი შოკოლადი. შემადგენლობა: სიმინდის სახამებელი, მთლიანი რძის ფხვნილი, კაკაოს კარაქი, არომატიზატორი (ვანილი, ცხიმოვანი მჟავა), შაქარი, გლუკოზის სიროფი. არანაკლებ 45 გრამიანი შეფუთვით. (M&M-სის მსგავსი) შოკოლადი კარამელითა და ნუგით. შემადგენლობა: კარამელი და ნუგა, რძის პროდუქტები, კვერცხის ცილა, გლუცეინი. არანაკლებ 50.5 გრამიანი შეფუთვით. (სნიკერსის მსგავსი). კარამელით დაფარული რძიანი შოკოლადი. შემადგენლობა: რძის პროდუქტები, კვერცხის ცილა, სოიოს ლაციტინი, არანაკლებ 55 გრამიანი შეფუთვით. (ტვიქსის მსგავსი). შოკოლადი ქოქოსის შიგთავსით. შემადგენლობა: რძის პროდუქტები, გლუტეინის, სოიოს ლაციტინის და კვერცხის ცილა, არაქისი, თხილი, ნუში. არანაკლებ 55 გრამიანი შეფუთვით. (ბაუნტის მსგავსი). რძიანი შოკოლადი. შემადგენლობა: რძიანი შოკოლადი, არანაკლებ 50 გრამიანი შეფუთვით, შეკვრაში 4 ცალი. (კინდერის მსგავსი). ორცხობილა. შემადგენლობა: ხორბლის ფქვილი, საკონდიტრო ცხიმი, მცენარეული ზეთი, ემულგატორები-სოიოს ლაციტინი, სიროფი (სასმელი წყალი, მჟავიანობის რეგულატორი-ლიმონმჟავა, საჭმელი სოდა, კვერცხი) არანაკლებ 430 გრამიანი შეფუთვით.(იუველერნოეს მსგავსი). წვენი ხილის ნატურალური - 200 გრ-იანი. ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, თამარ ლაცაბიძის განცხადებით, ტკბილეული უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ მახასიათებლებს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტკბილეულის მახასიათებლები არ ემთხვევა შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ მახასიათებლებს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეაცვლევინოს აღნიშნული საქონელი სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/2ad0sd221fas12d0_154asd957.jpg
20/11/2022 22:01

,,ჭირიმე ფინალშია

ხარაგაულის მან - სან - კანის გუნდი ,,ჭირიმე თავის კლასიკური , დახვეწილი იუმორით კვლავ წარმატებით წარსდგა მაყურებლის წინაშე.   ხარაგაული დღეს მაყურებლის წინაშე , საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის გუნდთან ,, ლექტორი და სტუდენტები და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდთან ერთად წარსდგა.    ,,ჭირიმეს შემადგენლობაში არიან: დავით ჭიპაშვილი, გიორგი ჭიპაშვილი, ბექა ხიჯაკაძე და გიორგი მაქაძე.   გუნდის სცენარზე და რეჟისურაზე მამუკა ჭიპაშვილი მუშაობს.   გუნდს მხარდაჭერას უწევს ხარაგაულის მერია.   ,,ქართული ლიგა"  თავის ერთგულ მაყურებელს ფინალურ თამაშზე 11 დეკემბერს იწვევს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dfgf.jpg
17/01/2022 15:05

ხარაგაულელმა მოჭიდავეებმა ეროვნულ ჩემპიონატში II და III ადგილი დაიკავეს

ხარაგაულელმა,  თავისუფალი  სტილით  მოჭიდავეებმა,   ევსემ  შველიძემ  და  ზაურ  ბერაძემ, საქართველოს  ეროვნული  ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ბათუმში გაიმართა. 79 კგ.   წონით კატეგორიაში   ევსემ შველიძემ   II   ადგილი, ხოლო 86 კგ.  წონით  კატეგორიაში    ზაურ  ბერაძემ   III   ადგილი დაიკავა. ხარაგაულის  ა(ა)იპ  „სპორტისა  და  შიდა  ტურიზმის  ცენტრი“ სპორტსმენებს   წახალისების  მიზნით   აჯილდოებს  ფულადი  თანხით - ევსემ  შველიძეს  - 900, ხოლო  ზაურ  ბერაძეს - 700  ლარით.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/df.jpg
29/12/2021 16:20

მთავარი საახალწლო ღონისძიება ხარაგაულში 8 იანვარს გაიმართება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები იმართება. ხარაგაულში ცენტრალური ხელისფულების მიერ დაანონსებული საახალწლო კონცერტი 25 დეკემბერს იყო ჩანიშნული, რომელიც ვერტყვიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო. 8 იანვარს, მერიის წინ მოეწყობა საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა - გაყიდვა. საბავშვო გასართობი სივრცე. განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ფერადი ინსტალაციები. პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულს და საჩუქრებს გადასცემს. გაიმართება, როგორც ადგილობრივების, ისე მოწვეული შემსრულებლების კონცერტი. ღონისძიებები საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები. 14:00 - ღონისძიების დაწყების დრო; 14:00-19:30 - საახალწლო ბაზრობა, ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. გლინტვეინი; 15:00-18:00 - ბავშვებს გაართობს მოსიარულე ორკესტრი; 15:00-18:00 - მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი სადგურები: სახეზე მოხატვა, ელფები, სახელოსნოები, მასკოტები; 15:00-18:00 - სანტა კლაუსთან ფოტოსესია; 18:15-19:30 - „თეატრალური კვარტეტი"; საახალწლო ფოიერვერკი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0532_2.JPG
27/12/2021 14:08

ხარაგაულის მერია საახალწლოდ შშმ ბავშვებს საჩუქრებს გადასცემს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, საახალწლოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საჩუქრებს გადასცემს. მერიამ, საახალწლოდ, 70 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის 3 402 ლარის ღირებულების განსავითარებელი სათამაშოები შეიძინა.      
სრულად