საზოგადოება
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasd_6.png
24/08/2023 16:57

4 სექტემბერს საკრებულოს სხდომა გაიმართება

      ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023   წლის  4  სექტემბრის  მორიგი    სხდომის                                   დღის წესრიგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023  წლის ბიუჯეტის  მეორე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.     მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ   მომხს: პავლე კიკალიშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ   მომხს: ბესიკი კვირიკაშვილი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე    მომხს: კახაბერ გოლუბიანი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: ინგა ლურსმანაშვილი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: ინგა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე)  ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის  განსათავსებლად  ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის,  რაც კაბელის დასამაგრებლადაა  საჭირო  პირდაპირი განკარგვის წესით,  სასყიდლით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება  „სილქნეტი“- სათვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ  მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 8.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133719 განკარგულებაში „ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს    იურიდიული,  სამანდატო,  საპროცედურო   საკითხთა  და  ეთიკის  კომისიის   შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი 9. „ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა    კომისიის  შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133722 განკარგულებაში ცვლილების ცნობად მიღების თაობაზე მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი     სხვადასხვა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო  სკოლებისა და სკოლამდელ დაწესებულებებში  2023 – 2024 სასწავლო წლისათვის მზადების  მდგომარეობის შესახებ მომხს: მარინე ვეფხვაძე ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსის ინფორმაცია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მუნიციპალიტეტში საქმიანი ეზოს მოწყობისა და მოსახლეობის მიერ ხე - ტყის მოპოვების წესის შესახებ  მომხს: გიორგი ბახტიძე                          საკრებულოს თავმჯდომარე                                          მანანა ბარბაქაძე                                                                                                                       
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/275850577_3317704488476701_4764604462333986061_n.jpg
15/03/2022 12:46

ვარლამ ჭიპაშვილმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გრაფიკით დადგენილი ბოლო შეხვედრები გამართა

ნებოძირი , ანიულა, დეისი, ბეჟათუბანი - დღეს ამ სოფლებში მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა  ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში გრაფიკით დადგენილი ბოლო შეხვედრები გამართა. 28 თებერვლიდან - 14 მარტამდე სოფლის კრებები ხარაგაულის 78 სოფელში გაიმართა.  შეხვედრებზე მოსახლეობის მხრიდან  ინიციატივების სახით ძირითადად სასმელი წყლის,  გარე განათების,  საგზაო ნიშნების მოწესრიგებას და გზის რეაბილიტაციის პროექტი დასახელდა. მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი: ,,შეხვედრები დასრულდა. სოფლის კრებებზე, ინიციატივების განხილვა  მოსახლეობის ჩართულობის და აქტიურობის ფოზე მიმდინარეობდა. მერია საპროექტო წინადადებებს მოსაწონებლად საკრებულოს წარუდგენს.წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებულ  პროექტებზე მომზადდება ხარჯთაღრიცხვები,  რის  შემდეგაც  ინფრასტრუქტურული სამუშაოები  დაიწყება. ისევე როგორც გასულ წელს, მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, ხარაგაულის მერია თანადაფინანსებას გაუწევს   სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ჩვენი მიზანია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ეფექტურად და ვადების სრული დაცვით წარიმართოს.  მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სოფლებში შემდეგი პროექტები განხორციელდება: ანიულა - წისქვილის მოწყობა. ბეჟათუბანი - წყლის სისტემის მოწყობა, საუბნო გზის შეკეთება. დეისი - არსებული წყლის სისტემის რეაბილიტაცია,  გარე განათების მოწყობა. ნებოძირი-წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია,  მემორიალის შემოღობვა,  საგზაო   ნიშნები  (სარკეები).  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/275748443_3317626248484525_4054275235819101037_n.jpg
15/03/2022 11:58

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები დასრულდა

 მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  დაგეგმილი ბოლო შეხვედრები მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სამი სოფლის მოსახლეობასთან გამართა.  სოფლის კრებებზე , ერთობლივი კონსულტაციებით, მოლითის, ბაბის, ქვებისა და ჭარტალის მოსახლეობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შეარჩიეს. დავით დევდარიანმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაჯამა:  დავით დევდარიანი: „ხარაგაულის მოსახლეობა აქტიურად იყო ჩართული პროგრამით გათვალისწინებულ შეხვედრებში. მათ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი დააყენეს, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით განხორციელდება. შეხვედრებზე, სოფლის მოსახლეობა ძირითადად გზისა და წყლის პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ. ზოგიერთ პროექტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილი დაფინანსება არ იყო საკმარისი, ამიტომ მერიამ უზრუნველყო, საკუთარი ბიუჯეტიდან თანხების მობილიზება.” სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით შემდეგი პროექტები განხორციელდება : მოლითი 1.გზის შეკეთება 2.წისქვილის შეკეთება 3.წყლის სისტემის რეაბილიტაცია  ბაბი  1.წყლის ავზის რეაბილიტაცია წყლის ორი რკინა-ბეტონის ავზის მშენებლობა. ქვები 1.სანიაღვრე არხის მოწყობა წყლის სისტემის მოწყობა ჭარტალი 1.წყლის სისტემის მოწყობა
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot%202022-02-17%20165648.png
17/02/2022 17:06

სკრინინგის განცხადება

წარმოგიდგენთ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ დასავლეთ მაგისტრალის (E-60) ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მოდერნიზებისა და ექსპლუატაციის“ პროექტის ფარგლებში №4 საცხოვრებელი ბანაკის მოწყობის პროექტის სკრინინგის ანგარიშს.   დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (№4 სამშენებლო ბანაკის მოწყობა);   საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;   დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხევი;   დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 21თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge. (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი:  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს)   იხილეთ: სკრინინგის ანგარიში  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/1122244project.jpg
21/01/2022 16:10

პროექტები რომლებიც 2022 წელს განხორციელდება

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულს  ინფრასტრუქტურული  პროექტების განსახორციელებლად,  რეგიონული განვითარების ფონდიდან პირველ ეტაპზე 2  775 762    ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით  მუნიციპალიტეტში   19  პროექტი განხორციელდება. მათ შორის პრიორიტეტი მიენიჭება გარდამავალ პროექტებს, რომლებიც 2021  წელს დაიწყო  და მიმდინარე  წელს უნდა დასრულდეს.   მიმდინარე  წელს საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება შემდეგ სოფლებში: ბორითში -საუბნო გზების რეაბილიტაცია (გორგაძეებისა  და  ფაბრიკის უბნები), პროექტის ღირებულება -36 853  ათასი ლარი; ლეღვანში- საუბნო  გზის რეაბილიტაცია (ქვიანთის უბანი), პროექტის ღირებულება- 50 077 ათასი  ლარი; უბისაში- საუბნო გზის რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება -63 018 ათასი  ლარი; ლეღვანში -საუბნო  გზის რეაბილიტაცია (ქვიანთის უბანი -მეორე ეტაპი), პროექტის ღირებულება -178 700 ათასი  ლარი; ღორეშა-მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება -200 000 ათასი  ლარი; მაქათუბანში- ორი  საუბნო   გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი), პროექტის ღირებულება- 200  000 ათასი  ლარი; ღარიხევში-საუბნო  გზის რეაბილიტაცია (ბრუისის უბანი ),  პროექტის  ღირებულება -150 000  ათასი  ლარი;   ბაზალეთში -საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესხების უბანი), პროექტის ღირებულება- 75 000  ათასი ლარი;   თეთრაწყაროში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (მეორე  ეტაპი), პროექტის  ღირებულება- 270 639 ათასი  ლარი; ფარცხნალში- ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია (მესამე ეტაპი),  პროექტის ღირებულება - 150 000 ათასი  ლარი; ვახანში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (ინასარიძეეების უბანი), პროექტის ღირებულება-200 000 ათასი  ლარი;  კიცხში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბერაძეების და ზვიადაძეების უბანი),პროექტის ღირებულება-229 326 ათასი ლარი; უჩამეთში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესერიძების უბანი), პროექტის ღირებულება- 150 000 ათასი  ლარი; ლაშეში -საუბნო გზის რეაბილიტაცია (ცქიტიშვილების უბანი), პროექტის ღირებულება-75 000 ლარი;  ხევში- საუბნო გზის რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება-130 085  ათასი  ლარი; ვერტყვილაში-საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიშველების უბანი), პროექტის ღირებულება -142 783  ათასი  ლარი; მაქათუბანში- საუბნო გზის რეაბილიტაცია (წიქარიშვილების უბანი), პროექტის ღირებულება- 109 234  ათასი  ლარი; ქროლში-საუბნო გზების რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება-100 000  ათასი  ლარი; ახალსოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (მესამე ეტაპი) - პროექტის  ღირებულება  265 047  ათასი  ლარი; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/fghjndfg.jpg
18/01/2022 11:33

ხარაგაულის მერიაში ვაკანსიები გამოცხადდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი; ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი; ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი; ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი კეთილმოწყობისა და ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში. განცხადებების მიღების ვადა 22 იანვრამდეა. ვაკანსიები hr.gov.ge ზე არის განთავსებული.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0532_2.JPG
27/12/2021 14:08

ხარაგაულის მერია საახალწლოდ შშმ ბავშვებს საჩუქრებს გადასცემს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, საახალწლოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საჩუქრებს გადასცემს. მერიამ, საახალწლოდ, 70 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის 3 402 ლარის ღირებულების განსავითარებელი სათამაშოები შეიძინა.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dfgdf.jpg
21/12/2021 16:35

შშმ პირთა საჭიროებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში პროექტის „შშმ პირების მხარდაჭერისთვის“ ფარგლებში მერიის სოციალური სამსახურისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. პროექტი საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზაცია  "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მცირე გრანტის ფარგლებში ხორციელდება. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა, პროექტის ხელმძღვანელმა, სოფიო ქარჩხაძემ და სოციალურმა მუშაკმა, იზაბელა ეჯიბიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არსებული საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს.  გაიმართა დისკუსია  მუნიციპალიტეტის    სერვისებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კვლევისას გამოვლენილი  საჭიროებების თანხვედრაზე.   ასევე,  მიმოიხილეს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების საკითხები.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/biujeti%202021/asdf.JPG
21/12/2021 12:36

საახალწლო ნობათი ბავშვებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და მერიის ფინანსური მხარდაჭერით 150 ბავშვს, ვისაც  ჩვენი თანადგომა სხვებზე მეტად სჭირდებათ საახალწლო ნობათი გადაეცემა. ნობათის შემადგენლობაში შედის: ასაწონი შოკოლადი 0.5 კგ-იანი შეფუთვით; ორცხობილა "პეჩენია" 400 გრ; შესქელებული რძე - 2 ცალი; შაქარი- 800 გრ. შეფუთვით; მანდარინი - 2კგ; კარაქი -200 გრ. შეფუთვით; ზეთი- 1ლიტრი; ლიმონათი - 2 ბოთლი. წინასაახალწლოდ, მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ხარაგაულის მერია კვლავ განაგრძობს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/fghjkfg.JPG
09/12/2021 11:33

მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმა ხარაგაულის ვებ-გვერდზე

მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს ეხებოდა რეგიონალური კონფერენცია, რომელიც დღეს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ გამართა. კონფერენციაზე ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი მიწვეული გახლდათ, როგორც საპილოტე მუნიციპალიტეტის მერი, სადაც მოქალაქეთა ჩართულობის ახალი ელექტრონული პლატფორმა წარმატებით დაინერგა. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს დირექტორი, ნინო ხუხუა: ,,ხარაგაული მერი, ნამდვილად გამოირჩევა მხარდაჭერით იმ პროექტების მიმართ, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობას და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას ისახავს მიზნად. სწორედ ამიტომ შეირჩა ხარაგაულის მერია საპილოტე მუნიციპალიტეტად. ახალი პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ბენეფიციარს გამოხატოს მოსაზრება, კომენტარი, ან შენიშვნა იმ განხორციეებულ პროგრამაზე, რომელიც მუნიციპალიტეტმა მას შესთავაზა.“ უკვე დღეიდან, მოქალაქეებს შეუძლიათ შეაფასონ მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სერვისები და პროგრამები, რომლითაც მათ წლის განმავლობაში ისარგებლეს. მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმის ბმული სახელად - „მოქალაქეთა უკუკავშირი/Citizens feedback“ ხარაგაულის ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge განთავსდა. როგორც ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი აღნიშნავს ხარაგაულის მერია კომუნიკაციის აღნიშნულ ფორმას, ეფექტურად გამოიყენებს მუნიციპალური სერვისების ეფექტიანობის გასაზომად. ,,საინტერესოა, რომ ბმულის გახსნის შემდეგაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება იმ სოციალური პროგრამების შეფასება, რომლითაც მან ისარგებლა საბიუჯეტო წლის განმავლობაში. დღეს ჩვენ ეს უკუკავშირი არ გვაქვს, შესაბამისად არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, როგორია ჩვენი მომსახურების ხარისხი, რა საჭიროებები დგას ჩვენი ბენეფიციარების წინაშე. ახალი ელექტრონული პლატფორმა შეიძლება გახდეს ჩვენი საუკეთესო პრაქტიკა, რომელსაც ხარაგაულის მერია ვფიქრობ წარმატებით გაართმევს თავს.“ შეხვედრას ესწრებოდნენ: საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე, მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ინგა ბერაძე და აიტი სპეციალისტი, ჯაბა ფცქიალაძე. პლატფორმა „მოქალაქეთა უკუკავშირი/Citizens feedback“, თანხვედრაში იქნება მუნიციპალიტეტის არსებული ვებ გვერდის დიზაინთან და ადაპტირებული სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის. რეგიონალური კონფერენცია მიზნად ისახავდა მოქალაქეთა ჩართულობის თემაზე იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის, საუკეთესო პრაქტიკის და არსებული გამოწვევების გაზიარებას. ასევე კონფერენციის გარკვეული ნაწილი დაეთმო ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Gerogia) მიერ განხორციელებული გრანტის შედეგებისა და მიღწევების წარდგენას.  
სრულად