სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1300.JPG

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზაფხულო ,,ერუდიტ ბანაკი

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზაფხულო „ერუდიტ ბანაკი“ გახსნა.
სოფელ ბორში „ერუდიტ ბანაკში“ ხარაგაულის საჯარო სკოლების 65-მდე მოსწავლე ისვენებს. პროექტი ხარაგაულის მერიის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.
კარვების ტიპის საზაფხულო ბანაკი 5 დღე გაგრძელდება და 18 აგვისტოს დასრულდება.
ბანაკი ახალგაზრდებს ინტელექტუალურ და შემეცნებით აქტივობებს, ასევე გასართობ და სათავგადასავლო თამაშებს სთავაზობს.
ბანაკის პირველ დღეს ახალგაზრდებს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა.
საზაფხულო ბანაკის მთავარი მიზანია წარმატებული ხარაგაულელი ახალგაზრდების მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, განათლების დონისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
პროექტს ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახური ახორციელებს.
ნანახია: 116 - ჯერ