სოფლის მეურნეობა
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/vebb_1.jpg
04/04/2023 19:39

ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გეზრბენში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა

დღეს ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის" ფარგლებში იმერეთის რეგიონალური პირველობა გეზრბენში, გოგონათა და ვაჟთა კატეგორიაში გაიმართა. სპორტულ ოლიმპიადაში დაბა ხარაგაულის მეორე საჯარო  სკოლის გოგონათა გუნდმა საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა (პედაგოგი გოჩა ჭყოიძე). დღესვე, იმერეთის რეგიონულ პირველობაზე გამგზავრებამდე  ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ 2022-2023 წლების სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშების ფინალურ ეტაპზე გასულ    დაბის მეორე და მესამე საჯარო სკოლის გუნდებს საჩუქრად სპორტული ფორმები გადასცა. სასკოლო ოლიმპიადა ხარაგაულში ოქტომბრის თვეში დაიწყო და  თამაშები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, კერძოდ: გეზრბენში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონში, ხელბურთში, კალათბურთში, მინი ფეხბურთსა და მხიარულ სტარტებში ჩატარდა. საერთო ჯამში, სასკოლო - სპორტულ ოლიმპიადაში  სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში, 16 საჯარო სკოლის 700-მდე მოსწავლე ჩაერთო. თამაშები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ასევე, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით მიმდინარეობდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0042%20-%20Copy_1.JPG
02/04/2022 11:12

GITA - ს საგრანტო პროგრამების გამარჯვებული 100 000 ლარიანი ინოვაციური პროექტი ხარაგაულში განხორციელდება

იმერეთის რეგიონში , საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 30 000 ლარიანი და 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები გამოვლინდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან ,მზია გიორგობიანთან და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან,  ზვიად შალამბერიძესთან ერთად  და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს  ესწრებოდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი.  100 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შორის დასახელდა  ინოვაციური იდეა,  ,,ტყის გაყინული სოკოების საწარმო“,  რომელიც  ხარაგაულში განხორციელდება. ტყის გაყინული სოკოები - ინოვაციური ბიზნეს მოდელით, ქვეყანაში გამოუყენებელი ტონობით ტყის რესურსებით, ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის ახალი პროდუქტის შექმნას გულისხმობს. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,, ვულოცავ კომპანიას საგრანტო კონკურსში გამარჯვებას. მიმაჩნია , რომ ასეთი პროექტები ხარაგაულისთვის მისი განვითარების თვალსაზრისით ძალიან მომგებიანია. მივესალმები ასეთ ინიციატივიან  ბიზნეს ჯგუფებს და კომპანიებს. შეიძლება ითქვას, რომ ხარაგაულში უკვე არსებობს ბიზნეს ჯგუფი, რომელიც დაინტერესებულია ტყის პროდუქტის შესყიდვით  და ეს ადგილობრივებს საშუალებას მისცემს დაკავდნენ იმ კენკროვნების მოპოვებით, რაც კანონით არაა აკრძალული.  GITA - ს კონკურსი კვლავ გრძელდება და მასში ყველა ხარაგაულელს შეუძლია  თავისი ინოვაციური იდეებით ჩაერთოს. ასეთი არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა, რომელიც განვითარებაზე, ინოვაციური იდეების მხარდაჭერასა და ბიზნეს სექტორის ხელშეწყობაზე არის გათვლილი. ირაკლი დოლიძე, შპს „ფრიზ თი“-ს თანადამფუძნებელი - ჩვენი გუნდი ტყის პროდუქტების და სამკურნალო მცენარეების ექსპორტზე მუშაობს. უკვე ორი წელია ხარაგაულში ჩვენი საწარმო ფუნქციონირებს, რომელიც ინოვაციურ პროდუქტს, ახალი სახეობის - გაყინული ფოთლების ჩაის აწარმოებს. წლების განმავლობაში საერთაშორისო ბაზრებზე დიდი დაინტერესება იყო ტყის სოკოების მიმართ, ჩვენ ვაკვირდებოდით რა რესურსი გვქონდა საქართველოში  და  მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. აუთვისებელია დიდი რაოდენობით ტყის სოკო. მიღებული გრანტით, ადგილობრივ შემგროვებლებთან ერთად, ჩვენ ავითვისებთ გამოუყენებელ რესურსს და ხარაგაულის საწარმოში დავიწყებთ ტყის გაყინული სოკოების წარმოებას, რომელსაც, როგორც ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით, ასევე ექსპორტზეც გავიტანთ. ჩვენ საწარმოში დასაქმებული არიან ადგილობრივი მოსახლეები და მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. გიორგი კეჟერაშვილი - ტექნოპარკების ქსელის მენეჯერი. ხარაგაულის ადგილობრივ მეწარმეებს გაუჩნდებათ ახალი საქმე, რომ ტყის პროდუქტები შეაგროვონ და ჩააბარონ, რაც მათ შემოსავალს მისცემს. საქრთველოში ამ პროდუქტზე ყველა სეზონზე არის მოთხოვნა. ბიზნეს პროექტში ძალიან კარგად ჩანდა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, რა რესურსი და  როგორი მოთხოვნებია ამ კუთხით. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს შეიძლება  დიდ მომგებიან ბიზნესად იქცეს. პროგრამა ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს ოთხ რეგიონში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) ხორციელდება.  ერთიანი რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და ევროკავშირის ტერიტორიული დაგეგმვის უახლესი მიდგომების შესაბამისად, პროექტის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.   საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები იმერეთში:   30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები პროექტი:   ბაია ფუდი  - ადგილობრივი ნედლეულით დამზადებული ხილის, ჩირისა და შოკოლადის წასახემსებელი „სნექის“ წარმოება ქიმიური დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე    100 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები იმერეთში:   პირველი ქართული 3D პრინტერის წარმოება (ქუთაისი)   GDSystems - და ვინჩის მწვანე სისტემები - პლანეტარული ტიპის ტრანსფორმირებადი სასათბურე სისტემა სასარგებლო ფართის 100%-ით ათვისების სისტემით ვეგეტაციური პროცესების შეზღუდვის გარეშე და გაუმჯობესებული აგროტექნიკური შესაძლებლობებით;   soplidan.ge - ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც იმერეთის ფერმერებსაც პირდაპირ დააკავშირებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ვებ-გვერდის საშუალებით;  ტყის გაყინული სოკოები - ინოვაციური ბიზნეს მოდელით, ქვეყანაში გამოუყენებელი ტონობით ტყის რესურსებით შეიქმნება ახალი პროდუქტი ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრებისთვის;  Q-bic  - მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი ფასით Glamping-ის კარვების წარმოება და გაყიდვა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე   ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება - მოძრავი გადამამუშავებელი საწარმოს მეშვეობით წვენების, ჯემების, საწებლების წარმოება, სრულიად ახალი სტანდარტის პროდუქციის შეთავაზება ადგილობრივი ნედლეულით და საექსპორტო და ადგილობრივი პოტენციალის ათვისება  ჰერბია - ახალი პროდუქტის - მწვანილის, ბოსტნეულის სალათების გადამუშავება და შეფუთვა საჭმელად მზა სახით.    ერთიანი რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და ევროკავშირის ტერიტორიული დაგეგმვის უახლესი მიდგომების შესაბამისად, პროექტის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.   აღნიშნული პროგრამა მოიცავდა ორი კატეგორიის საგრანტო პროგრამას:   მცირე გრანტი 30 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციების დანერგვა, ტესტირება ან გაუმჯობესება მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის. ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაცია და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდა. ინოვაციური მეწარმეობის გრანტი 100 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური ელემენტის შემცველი და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნეს პროექტების დაფინანსება.          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0200.JPG
24/03/2022 18:02

ხარაგაულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 188 პროექტი განხორციელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები უკვე გამოვლენილია. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის სოფლებში, საერთო ჯამში  188 პროექტი განხორციელდება. პროექტებზე 1 208 000 ლარი გაიხარჯება. აღნიშნული თანხიდან,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანადაფინანსება, 318 000 ლარს  შეადგენს. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  ხარაგაულში 1 208  000 ლარი დაიხარჯება.  აღნიშნული თანხით ხარაგაულის სოფლებში 188 პროექტის განხორციელება  იგეგმება. პრიორიტეტები მოსახლეობის მიერ იქნა შერჩეული. წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, პროექტების ხარისხიანად და სრულყოფილად განხორციელების მიზნით, ჩვენ თანადაფინანსების სახით 318  000 ლარი გამოვყავით.   პრაქტიკიდან გამომდინარე,პირველი წელია, როცა მთავრობის მიერ სოფლის მხარდაჭერის  პროგრამით გამოყოფილი თანხის ზემოთ ,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  ამ ოდენობით დამატებითი თანხის მობილიზება ხდება.   სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობა ზუსტად ახდენდა  თავიანთი პრობლემების იდენტიფიცირებას, ისინი აქტიურად გამოდიოდნენ და ღიად და ურთიერთშეთანხმებით იღებდნენ  გადაწყვეტილებებს. ეს ადამიანები უფრო მეტს ფიქრობენ თავიანთი სოფლის საჭიროებებზე, რაც ნამდვილად მისასალმებელია.“   პროგრამით გამოყოფილი დაფინანსება პროექტებზე შემდეგნაირად გადანაწილდება:   სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია (ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე   ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა) -37 278 000 ლარი;   სარწყავი სისტემა და სანიაღვრე არხების 16 პროექტი - 93 000ლარი;   ნაპირსამაგრი სამუშაოები - 4 საპროექტო იდეა - 21 000 ლარ;   გზები და გზის პირა მოსაცდელები - 63 პროექტი - 431 000 ლარი ხიდები;    ცხაურები, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები - 11 პროექტი - 315 00 ლარი;    გარე განათება - 16 პროექტი - 94 000 ლარი;    სკოლების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა, სკოლამდელი დაწესებულებები,  შესაბამისი ინვენტარი, ამბულატორიის შენობები - 1 პროექტი - 7 000 ლარი   სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა - 22 პროექტი, 168 500 ლარი;    სპორტული ინფრასტრუქტურა (მოედნები და მოედნების ინვენტარი) - 2 პროექტი-12 000 ლარი;    სკვერები, მათ შორის საბავშვო სკვერები შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები - 6 პროექტი - 37 500 ლარი.   წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი - 10 პროექტი  - 345 00 ლარი.   ინფორმაციისთვის, წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებულ პროექტებზე მომზადდება ხარჯთაღრიცხვები,  რის  შემდეგაც  ინფრასტრუქტურული სამუშაოები  დაიწყება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/275224645_3310619642518519_2877739596440994654_n.jpg
07/03/2022 10:27

ბორითში  'სოფლის მხარდაჭერის' პროგრამის ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა

ბორითი, ამაშუკეთი, ერეთა , ვაშლევი, კვესრევი, მაქათუბანი, საქასრია, უბისა, ციხისძირი, - ეს ის სოფლებია ,სადაც მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი   ,,სოფლის  მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში  განსახორციელებელი  პროექტების  შერჩევის  მიზნით, საკონსულტაციო  შეხვედრებს დაესწრო. მერის პირველ მოადგილესთან ერთად შეხვედრებს  ბორითის მაჟორიტარი დეპუტატი ია პაქსაშვილი და მერის  წარმომადგენელი  ბორითის  ადმინისტრაციულ  ერთეულში  ხათუნა ჯობაძე ესწრებოდნენ.ინფორმაციისთვის , ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, აუცილებლობის შემთხვევაში, ხარაგაულის მერია ,  მოსახლეობის მიერ შერჩეულ პროექტებზე ,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დამატებით, თანადაფინანსებას  განახორციელებს. ვარლამ ჭიპაშვილი: ,,მოსახლეობას  ვესაუბრე პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე და  უშუალოდ  მოვისმინე  ის  ძირითადი  პრობლემები, რაც  ადგილობრივ  მაცხოვრებლებს  აწუხებთ.    სოფლისათვის გამოყოფილი თანხები,  მოქალაქეთა  უშუალო ჩართულობით  განიკარგება  და  მათ მიერ  შერჩეული პროექტების  განხორციელებას მოხმარდება."  მოსახლეობის მხრიდან შეხვედრებზე რამდენიმე პრიორიტეტული  საკითხი  გამოიკვეთა, მოხდა  წარმოდგენილ  საპროექტო წინადადებებზე  მსჯელობა და შერჩეული პროექტები ოქმში ხელმოწერით დადასტურდა. ბორითი - წყლის სისტემის მოსაწყობად მასალების შესყიდვა; ხიდბოგირის რეაბილიტაცია;  ახალი ხიდბოგირის მოწყობა; საყრდენი კედლის მოწყობა; გზის შეკეთება-გასწორხაზოვნება. ორ უბანში სანიაღვრე არხების მოწყობა. ამაშუკეთი -  გზის გასწორხაზოვნება. ერეთა - ხიდბოგირის რეაბილიტაცია;  გზის შეკეთება და წყალგამტარების მოწყობა; ნაპირსამაგრის მოწყობა (დინარი) ვაშლევი -  სასაფლაოს შემოღობვა (გაღმა უბანი);  გზის გაწმენდა-გასწორხაზოვნება და სანიაღვრე არხის მოწყობა; სკვერის რეაბილიტაცია;  სასაფლაოს  შემოღობვა (გაწმენდა) კვესრევი -  სასაფლაოს შემოღობვა. გზის შეკეთება-გასწორხაზოვნება ორ უბანში. მაქათუბანი -გზის შეკეთება-გასწორხაზოვნება.სანიაღვრე არხის მოწყობა (შველიძეების უბანი)
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdasdasd.jpg
24/05/2021 19:26

წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში 156 პროექტი გაკეთდება

დღეს მერის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მთავარი  დრო  ,,სოფლის მხარდაჭერი პროგრამით“ გამოყოფილი  თანხების ათვისების კუთხით არსებული მდგომარეობის მიმოხილვას დაეთმო.   კობა ლურსმანაშვილმა თათბირზე აღნიშნა, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" წარმატებულად უნდა წარიმართოს და ამისთვის ყველა რესურსი ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული.  წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროექტების ფარგლებში  890 ათასი ლარი დაიხარჯება.  კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით,  ხარაგაულის მერია, თანადაფინანსებაში შევა  იმ საჭიროებების  დასაფინანსებლად, რომელთა  შესასრულებლად სოფელს , აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, არასაკმარისი თანხა აღმოაჩნდათ და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 193 ათას ლარი დაიხარჯება . შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა  წარმომადგენლებს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა და  მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის  სამსახურთან და შესაბამის პასუხისმგებელ  პირებთან ახლო კოორდინაცია მოსთხოვა.  კობა ლურსმანაშვილმა   წარმომადგენლებს ხაზგასმით მოუწოდა ყურადღება გამოიჩინონ მოსახლეობის საჭიროებების და სოფლად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ.     ,, 6 თვის შედეგებზე პასუხი მოეთხოვება ყველას, ვინც ამ თემასთან იკვეთება. ამიტომ ყველა რგოლი უნდა ეცადოს, რომ 6 თვის საანგარიშო პერიოდი იყოს ნაყოფიერი.  მე მინდა შედეგი , წარმატება და ეს წარმატება უნდა იწყებოდეს თქვენით“  - მიმართა კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე მერმა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამების“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესრულებაზე პასსუხიმგებლობა მერიის  წარმომადგენლებთან კოორდინირების განყოფილებას დააკისრა.    წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში 156 პროექტი განხორციელდება.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_30.jpg
11/11/2020 16:37

ხარაგაულელ ფერმერ ქალებს სასოფლო-სამეურნეო მასალები გადაეცათ

სოფლად მცხოვრები ქალების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ფერმერ ქალთა ასოციაციის ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით, ხარაგაულელ ფერმერ ქალებს, რომლებიც მცირე მეურნეობით არიან დაკავებული, მათივე საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა და მცენართა დაცვის ქიმიური საშუალებები გადაეცათ. „პროექტს გაეროს განვითარების ფონდი აფინანსებს. სოფლად მცხოვრები ფერმერი ქალების მხარდაჭერა პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათ გადაეცათ საქმიანობისთვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო მასალები. მომავალში მოწყვლად ჯგუფს საკუთარი მეურნეობის გასაფართოებლად ასევე ტრენინგები ჩაუტარდებათ“ - განაცხადა ფერმერ ქალთა ასოციაციის იმერეთის რეგიონის კოორდინატორმა მარიკა ვაჭარაძემ. „სოფლად მცხოვრები ქალები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან პანდემიის გავლენის მიმართ, უარყოფითი ეკონომიკური შედეგების გარდა, ბევრი ქალისთვის იზოლაციაში ყოფნას საოჯახო საქმის მნიშვნელოვან მატებას და, გარკვეულ შემთხვევებში, ოჯახური ძალადობის საფრთხეს უკავშირდება. ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ შინამეურნეობებს, რომლებთაც ქალები უდგანან სათავეში, ხელს ვუწყობთ პანდემიის მიმართ მათი მედეგობის გაზრდას და ვაწვდით იმ აუცილებელ ხელშეწყობას, რომელიც მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას სჭირდება“. აღნიშნავს UNDP(გაეროს განვითარების პროგრამის) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები და შხამქიმიკატებისგან დამცავი აღჭურვილობ 9 ბენეფიციარს გადაეცა, რომლებიც განსაზღვრული კრიტერიუმებით შეირჩენ!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_21.jpg
28/09/2020 10:08

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველი საკითხები: მალხაზ გოგნაძე ითხოვს სტატუსის მინიჭებას ნანა ალხაზიშვილი ითხოვს სტატუსის მინიჭებს გელა ჩაჩანიძე ითხოვს სტატუსის მინიჭებას მურმანი ჩადუნელი ითხოვს სტატუსის მინიჭებას მაგული ზიბზიბაძე ითხოვს სტატუსის მინიჭებას სხდომაზე დამსწრე პირებმა თამარ სულაქველიძემ, ნინო ფერაძემ და ალექსანდრე ტაბატაძემ იმსჯელეს და ხუთივე განმცხადებელზე დადებითი რეკომენდაცია გასცეს. ხუთივე განმცხადებელს გაეწია რეკომენდაცია სტატუსის მისანიჭებლად.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0545_1.JPG
10/03/2020 15:13

მერძევეობის დარგის განვითარებისთვის ხარაგაულში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობამ, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მხარდაჭერით „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა“ დაიწყო. აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია შედგა, დღეს, ხარაგაულში, რომელიც მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, გარემოს დაცვსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა, ქეთევან ციბაძემ გააცნო.  პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, სიღარიბის დაძლევა კონკურენტუნარიანი, მდგრადი და დივერსიფიცირებული მერძევეობის ინდუსტრიის განვითარების გზით. პროგრამის განხორციელება მოიცავს 6 წლიან პერიოდს და მისი საერთო ღირებულება 46.9 მილიონ ევროს შეადგენს. ქეთევან ციბაძის ინფორმაციით შემდეგ ეტაპზე, სამინისტრო გეგმავს, უფრო მეტი ინფორმირებულობისთვის შეხვედრები ჩაატაროს უშუალოდ სოფლებში, კონკრეტულად იმ ბენეფიციარებთან, რომლებიც ამ პროგრამით დაინტერესდებიან. პროგრამის საქმიანობა წარიმართება რამდენიმე მიმართულებით: სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა/აღჭურვა, ბენეფიციართა სწავლება - რძის წარმოების ტექნოლოგიებში, სურსათის უვნებლობის საკითხებში, HACCAP სტანდარტებში, თანამედროვე საკვები ბაზისა და დაავადებების მართვის საკითხებში, თანადაფინანსებაზე დაფუძნებული გრანტების გაცემა, საძოვრების მოწესრიგება, საძოვრებთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.  პროექტის ბენეფიციარები იქნებიან როგორც ინდივიდუალური ფერმერები, ასევე კოოპერატივები და საწარმოები. პროგრამ სამ რეგიონში იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში განხორციელდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghmncb.jpg
21/05/2019 16:24

გიწვევთ მეფუტკრეებს!

ხარაგაულის ტერიტორიაზე მცხოვრებ გამოცდილ და დამწყებ მეფუტკრეებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ზრდასრულთა განათლების ცენტრი  გიწვევთ შეხვედრაზე, სადაც მეფუტკრეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ. შეხვედრას  პრაქტიკოსი მეფუტკრე გიორგი ლომსაძე გაუძღვება. მობრძანდით 29 მაისს 10:30 საათზე, მისამართზე სოლომონ მეფის ქუჩა N19ა (ყოფილი პოლიციის შენობაში). დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ზრდასრულთა განათლების ცენტრის წარმომადგენელს მანანა ტაბაშიძეს. ტელ: 577 64 04 00
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjncvncvb_1.jpg
05/04/2019 12:58

კენკროვანი კულტურების პროექტში ხარაგაულიდან 16 ბენეფიციარი ჩაერთო

2019 წელს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროექტ „დანერგე მომავალი“-ის ფარგლებში ახალი ქვეკომპონენტის კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება დააფინანსა. სოფლის მეურნეობის ხარაგაულის საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენლის, ნათია ბერაძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ხარაგაულიდან 16 ფიზიკური პირი დაფინანსდება. ხარაგაულელ ბენეფიციარებს უკვე გავლილი აქვთ ტრენინგებისა და ტესტირების ეტაპი, შემოდგომაზე კი კენკროვანი კულტურების გაშენებას დაიწყებენ.  ხარაგაულში (მოლითი, ზვარე, საბე, კიცხი, ვარძია, ბორითი და ჩხერი) 3, 68 ჰექტარზე ბენეფიციარებმა ძირითადად ჟოლოს გაშენება გადაწყვიტეს. ორი ბენეფიციარი მაყვალს, ხოლო ერთი მოცვს გააშენებს. კენკროვანი კულტურების გასაშენებლად ნიადაგი შემოწმებულია. მათთვის ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს პროექტში განაცხადების მიღება 1 ივნისიდან განახლდება და  31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობისა და ხარაგაულის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ერთი თვის განმავლობაში ხვდებოდნენ მოსახლეობას და კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის საჭირო პროცედურებს აცნობდნენ. შეგახსენებთ, რომ „კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი“ ითვალისწინებს კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების  100%  დაფინანსებას,  0.15 ჰა - დან   0.5  ჰა - ს ჩათვლით ,  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე. იმ შემთხვევაში თუ გასაშენებელი ფართობი ნაკლებია ან მეტია 0.5 ჰა-ზე, ნერგების რაოდენობა განისაზღვრება გასაშენებელი ფართობის პირდაპირ პროპორციულად 0.5 ჰა-სთან მიმართებით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებას და შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას იმ პოტენციური ბენეფიციარებისათვის, რომლებიც სრულად წარადგენენ სააგენტოში  პირველ ეტაპზე  შესაბამის დოკუმენტაციას. ტრენინგების დასრულების შემდგომ ტარდება ტესტირება შესწავლილ საკითხებში.  
სრულად