სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/ghjhbjmvbn.jpg
15/05/2019 10:32

არჩილ მაღრაძემ თანამდებობა დატოვა

სამუშაო თათბირი გაიმართა ხარაგაულის მერიაში, სადაც მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ კონტროლის ჯგუფის წევრებს, რომლის თავმჯდომარეც, ამ დრომდე, მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღღაძე გახლდათ, ფუნქციები გადაუნაწილა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ თანამდებობა 8 მაისს, პირადი განცხადების საფუძველზე, დატოვა. არჩილ მაღრაძე პირველი მოადგილის პოსტს 2016 წლის ნოემბრიდან იკავებდა და ის მერიაში ინფრასტრუქტურულ მიმართულებას კურირებდა.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/cghncvbn.jpg
15/05/2019 10:29

ნადაბურში გზის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, თემური თაბუკაშვილთან ერთად, ნადაბურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და დასრულებულ პროექტები დაათვალიერა.  სოფელ ნადაბურის ცენტრალურ გზაზე 5,3 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის ბეტონის საფარი დაგებულია 3 300 მეტრზე. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 578 498 ლარით ფინანსდება.  კომპანია, რომელიც აქამდე შეფერხებით მუშაობდა, სამუშაოებს ყოველდღიურად, ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებს.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/dfghxg.jpg
15/05/2019 10:27

ლაშეში კიკალიშვილების საუბნო გზას რეაბილიტაცია ჩაუტრდა

ერთ კილომეტრამდე ამორტიზებულ მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება რეგიონული განვითარების ფონდიდან 106 924 ლარით დაფინანსდა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბორი-85“-ს, ამ ეტაპზე, გზის გასწვრივ გვერდულების შევსების სამუშაოები აქვს შესასრულებელი, რომელსაც უახლოეს დღეებში განახორციელებს.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/hjkmcbhnm.jpg
15/05/2019 10:16

ანსამბლმა „იალონი“ ხარაგაულში კონცერტი გამართა

ხმების საოცარი ჰარმონია, მრავალხმიანობის იშვიათი შერწყმა და ტბილხმოვანებით გაჯერებული ქართული ხალხური მელოდიები - ასეთი იყო „იალონის“ კონცერტი ხარაგაულის კინოთეატრში, რომელიც მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და ა(ა)იპ კულტურის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.  იალონი ხარაგაულში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ჩამოვიდა. მგალობელ გოგონათა გუნდი - „იალონი“ 2009 წლიდან ეწევა ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის, ხალხური სიმღერებისა და ქალაქური მუსიკის შესწავლა-პოპულარიზაციას, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ქალთა ანსამბლად არის აღიარებული.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/_DSC0776.JPG
14/05/2019 18:23

ხარაგაულში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

სამამულო ომის დროს გარდაცვლილთა მემორიალი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, კობა ლურსმანაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკო.   ამავე დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში. ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ სამამულო ომის მონაწილეები გაიხსენეს, სკოლის მოსწავლეებმა კი ხარაგაულელი ომის ვეტერანის გიორგი (ჟორა) ბლუაშვილის ბიოგრაფიული მონაცემები და ოჯახის წევრებისადმი ფრონტიდან მისი გამოგზავნილი წერილები წაიკითხეს.  ამჟამად, ხარაგაულში 7 ომის ვეტერანია, რომელთაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200-200 ლარი ჩაერიცხება. სამამულო ომის მონაწილეები: ეკატერინე წიქარიშვილი, ვერა მასკოვცევა-არევაძე და გიორგი ბლუაშვილი მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ მოინახულა და  მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.  ომის მონაწილეებმა ომში გატარებული წლები გაიხსენეს და დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საბრძოლო ადგილები და ომში გატარებული წლები გაიხსენა ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებმა, ეკატერინე წიქარიშვილმა. „ახლაც, ამდენი წლის შემდეგ თვალებს დავხუჭავ თუ არა  ვხედავ, დაღუპულ ჯარისკაცებს, ქალებს, ბავშვებს, რომლებსაც ფეხით გადაადგილების დროს აქეთ-იქეთ ვწევდით. რომ მახსენდება რა გამოვიარეთ მიჭირს გააზრება, ხანდახან არ მჯერა. უკვე გერმანიის საზღვართან ვიყავით ომი რომ დამთავრდა“ - ასე იხსენებს მეორე მსოფლიო ომის დეტალებს ეკატერინე წიქარიშვილი.  ქალბატონმა ეკატერინემ 5 წელი გაატარა ყველაზე სასტიკ და სისხლისმღვრელ ომში.  იგი ქართველი მემანქანის სევალოდ წიქარიშვილის თანაშემწე იყო, რომელსაც ომის დამთვარების შემდეგ, 1946 წელს, 21 წლის ეკატერინე ცოლად გაჰყვა და ხარაგაულის სოფელ ლაშეში საცხოვრებლად ჩამოვიდა.  73 წელია სოფელს არ მოშორებია, ახლაც არ მიყვება შვილებს ქალაქში. ჩემი და ჩემი მეუღლის აშენებულია ეს სახლი და მიყვარს აქაურობაო.  ლენინგრადის ბლოკადი მონაწილე, ვერა მასკოვცევა-არევაძე 19 წლის იყო მეორე მსოფლიო ომში, რომ აღმოჩნდა, ის ახლა 97 წლისაა და 70 წელზე მეტია სოფელ  ვახანში ცხოვრობს. ვერა ბებომ ყველაზე კარგად იცის მშვიდობის ფასი. ის ომის წლებს დიდი ტკივილით იხსენებს. „გადმოცემაც კი მიჭირს რა ხდებოდა, შიმშილით იხოცებოდა ხალხი. ჩემი ოჯახის წევრებიც შიმშილით მოკვდნენ. მომავალი მეუღლე, ვანო არევაძე, ომში გავიცანი, ერთმანეთი შეგვიყვარდა და ვახანში წამოვყევი“ - გვიყვება ვერა მასკოვცევა-არევაძე.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 5 706 კაცი გაიწვიეს, აქდან 2 704 მეომარი შინ აღარ დაბრუნებულა. 798 ადამიანი დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით გმირული ბრძოლისთვის. 6 მათგანს კი საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. ხარაგაულიდან ომის ველზე წასული 19 მამა-შვილი უკან აღარ დაბრუნებულა. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახიდან ომში 4-5 ძმას უწევდა წასვლა. ასე დაეცა ბრძოლის ველზე ხუთი ძმა კუპატაძეები - ვანიდან, ოთხი ძმა ავალიანები -სარგვეშიდან, ოთხი ძმა ტაბატაძეები - ხევიდან, ოთხი ძმა სახვაძეები ვერტყვიჭალიდან და სხვა. ხარაგაულში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წელს მხოლოდ 7 ომის ვეტერანია ცოცხალი. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/ghjcgnbcvb.JPG
14/05/2019 18:22

ხარაგაულის 5 საბავშვო ბაღში მზის ელექტროსადგური დამონტაჟდება

დღეს ხარაგაულის მერიაში შეხვედრა გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის ხუთ საბავშვო ბაღში  27 კილოვატიანი მზის ელექტროსადგურის მონტაჟის შესახებ ისაუბრეს. აღნიშნული პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ გრანტის სახით მოიგო და დაფინანსება მოიპოვა. შეხვედრაზე ა/ო-ის ხელმძღვანელმა ხათუნა მანჯავიძემ, მერის თანაშემწე, ლაშა გელაშვილმა და  ბაღების გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა პროექტის დეტალები განიხილეს. ისაუბრეს კონკურსის შედეგებზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ მზის ფოტოელემენტების, ქსელური ინვენტარისა და მათი გამოყენებით მზის 5 მიკრო ელექტროსადგურის მონტაჟის მიზნით გამოაცხადა. კონკურსში რამდენიმე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომელთა წინადადებები შეხვედრაზე განიხილეს.  საბოლოო გადაწყვეტილებას კი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე მიიღებენ. მზის ელექტროსადგურები ბორითის, წყალაფორეთის, კიცხის, ვარძიის და დაბის პირველ საბავშვო ბაღში დამონტაჟდება.    ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, ბაღების შერჩევა  წინასწარი კვლევისა და ექსპერტის დასკვნის საფუძველზე მოხდა.  როგორც სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა აღნიშნა, პროექტის განხორციელებით დაიზოგება ელექტროენერგიის მოხმარება. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/hgjkkj98.PNG
13/05/2019 11:48

ყურადღება აუქციონი!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების  მიზნით განმეორებითი  ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა. იხ. დანართი აუქციონი 2019 წლის 7 მაისს,  16:00 საათზე, დაიწყო და 14 მაისს, 16:00 საათზე, დასრულდება. ინფორმაცია განთავსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე:  eauction.ge  ინფორმაცია გამოქვეყნდება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის გაზეთ „ახალ ხარაგაულში.“    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/vcbnbv.jpg
07/05/2019 12:21

მდინარე ძირულაზე ხიდ-ბოგირის აღდგენა მიმდინარეობს

მდინარე ძირულაზე ხიდ-ბოგირის აღდგენა მიმდინარეობს. ხიდ-ბოგირი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებს, კვესრევსა და ამაშუკეთს ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან აკავშირებს. პროექტი სტიქიის ფონდიდან 16 545 ლარით დაფინანსდა.          
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fcghjcgbn_1.jpg
07/05/2019 12:15

ვახანში გზის დამეწყრილ მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება

სოფელ ვახანში, გარსიას ჭალაში, დამეწყრილ მონაკვეთზე ბეტონის დასხმის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მონკავეთზე მოეწყო, ასევე, ნაპირსამაგრი გაბიონი.  სოფელ ვახანის ცენტრალურ გზაზე ე.წ „გარსიას ჭალასთან“ მეწყერი ხშირად ჩამოდიოდა, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ასევე, ავტომანქანების გადაადგილებას. პროექტი სტიქიის ფონდიდან 114 000 ლარით დაფინანსდა.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/cghncvb.jpg
07/05/2019 12:05

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები მერიის თანამშრომლებს შეხვდნენ

შეხვედრა გაიმართა მერიაში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგნეტოს წარმომადგენლებსა და მერიის თანამშრომლებს შორის. საუბარი შეეხო აღნიშნული სააგენტოს მიერ შემუშავებული მუნიციპალური მართვის სისტემის დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს მერიაში არსებული მუნიციპალური სერვისების ხარისხის ამაღლებას. ელექტრონული პროგრამა Mms (მუნიციპალური მართვის სისტემა) ამჟამად საქართველოს 55 მუნიციპალიტეტში მოქმედებს.  Mms - ელექტრონული სისტემის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული პორტალის My.gov.ge - ს საშუალებით დაარეგისტრიროს განცხადება.  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით ისინი უახლოეს დღეებში პირად კონსულტანტს გამოაგზავნიან, რომელიც ადგილზე გადაამზადებს თანამშრომლებს.  Mms - ელექტრონული სისტემა იმუშავებს e-document -თან ერთად და მისი მომხმარებლები ძირითადად სოციალური, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები იქნებიან. სისტემაში ჩაერთვება კანცელარიის განყოფილებაც.   
სრულად