სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd-7.jpg
02/11/2026 18:21

დღეს,  საკრებულოს  მორიგი სხდომა გაიმართა

სხდომას მერის პირველი მოადგილე , ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა , რომელმაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის მესამე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ საკრებულოს წევრებს სრული ინფორმაცია მიაწოდა. დეპუტატებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის „სამუსიკო სკოლის“ ხელმძღვანელმა , ლალი ალექსიძემ . ანგარიშს გაეცანით ბმულზე [ https://bit.ly/4ySYrHy ] საკრებულოს სხდომაზე ასევე მოისმინეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ “ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ხელმძღვანელის ანგარიში ,რომელიც დეპუტატებს ამავე გაერთიანების ხელმძღვანელმა ოთარ ბანცაძემ გააცნო . ანგარიშს გაეცანით ბმულზე [ https://bit.ly/4BWtTrp ] ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა , ინგა ლურსმანაშვილმა. ანგარიშს გაეცანით ბმულზე [ https://bit.ly/4itOydo დეპუტატები ასევე გაეცნენ ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ ანგარიშს , რომელიც ამავე ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა შავიძემ წარმოადგინა. ანგარიშს გაეცანით ბმულზე [ https://bit.ly/4iusvDj ანგარიშები, დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს. სხდომას , საკრებულოს თავმჯდომარე , მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/3232-7.jpg
02/11/2026 18:17

ხარაგაულის  საჯარო სკოლებში  ,,ჩემი პირველი ნერგი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში , გარემოსდაცვითი ინიციატივის ,,ჩემი პირველი ნერგი" ფარგლებში , 116 ნერგი დაირგო. ნერგების დარგვის პროცესში ხარაგაულის მერი , კობა ლურსმანაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/daa-7.jpg
02/11/2026 18:17

მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს, ხარაგაულობის დღესასწაულისთვის მზადების პროცესსა და ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებებს. მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების დროულად და ხარისხიანად განხორციელების საკითხზე. მან წარმომადგენლებს დაავალა, დაგეგმილი სამუშაოების შესრულება და დასრულება დროულად მოხერხდეს. სამუშაო შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა ასევე ისაუბრა საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტის ცვლილებაზე, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის მიმართულების დაფინანსება 1 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამურად 6 მილიონ ლარს შეადგენს. ამ დროისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 22 სოციალური პროგრამა მოქმედებს. გაზრდილია ცალკეული სოციალური დახმარებების ლიმიტები და ცვლილებები შევიდა სოციალური დახმარების გაცემის წესშიც, რათა მოქალაქეთა საჭიროებებზე რეაგირება უფრო მოქნილი და ეფექტიანი იყოს. დამატებით გამოყოფილი 1 მილიონი ლარის მიზნობრივი ათვისება წლის ბოლომდე იგეგმება. მათ შორის, გათვალისწინებულია როგორც ერთჯერადი ფინანსური დახმარებების გაცემა, ისე საახალწლო სოციალური დახმარებების უზრუნველყოფა. მერის დავალებით, მერის წარმომადგენლები აქტიურად მოიძიებენ და შესაბამის სამსახურებს მიაწვდიან ინფორმაციას მოქალაქეთა საჭიროებების შესახებ, რათა თითოეული განცხადება კომისიამ დროულად, სამართლიანად და ობიექტურად განიხილოს. შეხვედრის ფარგლებში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოსახლეობის საჭიროებების დროულად იდენტიფიცირებასა და მათზე შესაბამისი რეაგირების მნიშვნელობას . სამუშაო შეხვედრას მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი და ვით დევდარიანი და ესწრებოდნენ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_62.png
22/10/2026 16:54

23 ოქტომბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 23 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი 1. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ნინო მაღლაკელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით კიკნაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_61.png
21/10/2026 15:37

22 ოქტომბერს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 22 ოქტომბრის ბიუროს რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხა 1. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ნინო მაღლაკელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/angarishi_2026/asdasd_11.png
19/10/2026 19:12

საკრებულოს მორიგი სხდომა 2 ნოემბერს გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 02 ნოემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის „სამუსიკო სკოლის“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს. ლალი ალექსიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის „სამუსიკო სკოლის“ ხელმძღვანელი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ “ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს. ოთარი ბანცაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ “ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ხელმძღვანელი 3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ინგა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის მესამე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მომხს: ნინო მაღლაკელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ეკა შავიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/lld332.jpg
19/10/2026 18:39

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე ზამთრის სეზონისთვის მზადების, მოქალაქეთა სოციალური საჭიროებების, მუნიციპალური პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის საკითხები განიხილა. შეხვედრის მთავარი აქცენტი მოსახლეობის საჭიროებებზე დროულ რეაგირებას, მიზნობრივი დახმარების უზრუნველყოფასა და მიმდინარე სამუშაოების ეფექტიანად განხორციელებას დაეთმო. ზამთრის სეზონისთვის მზადების ფარგლებში მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის ბოლომდე გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებისთვის 100 000 ლარის ღირებულების მომსახურება შეისყიდა. ხელშეკრულება უზრუნველყოფს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკის დროულ მობილიზებასა და გზებზე შეუფერხებელი გადაადგილებისთვის აუცილებელი სამუშაოების შესრულებას. მერმა განსაკუთრებული ყურადღება სოციალური მხარდაჭერის პროგრამებსა და მოქალაქეთა საჭიროებების ზუსტ იდენტიფიცირებაზე გაამახვილა. მერის წარმომადგენლებს დაევალათ, ადმინისტრაციულ ერთეულებში დეტალურად შეისწავლონ მოსახლეობის მდგომარეობა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შეშით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციარებს და გამოავლინონ ოჯახები, რომლებსაც ზამთრის პერიოდში დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ. საჭიროებების რეალურობას სპეციალური კომისია შეისწავლის, ხოლო სათბობი შეშის შესაძენად ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებები კომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღება. 2026 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, მუნიციპალური სოციალური პროგრამებით 6 177 ბენეფიციარმა ისარგებლა, სოციალური მიმართულებით გაწეულმა ხარჯმა კი 3 684 937 ლარს გადააჭარბა. ამასთან, მუნიციპალიტეტი წელსაც განახორციელებს საახალწლო ფინანსური დახმარების პროგრამას, ხოლო სოციალური ბიუჯეტი 1 მილიონი ლარით გაიზრდება. მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, დახმარება მაქსიმალურად ზუსტად იყოს მორგებული მოქალაქეთა რეალურ საჭიროებებზე, რათა არსებული რესურსები ეფექტიანად განაწილდეს და მხარდაჭერა პირველ რიგში იმ ოჯახებამდე მივიდეს, რომლებსაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა. მუნიციპალიტეტის 38 სოფელში გზის მონაკვეთებზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, მიმდინარეობს 2027 წელს გათვალისწინებული სამუშაოების წინსწრებით დასრულება. მერმა მერის წარმომადგენლებს მოსახლეობასთან აქტიური და უწყვეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა საჭიროებების ცოდნა, პრობლემებზე დროული რეაგირება და გადაწყვეტილებების სამართლიანად, მიზნობრივად მიღება მუშაობის მთავარი საფუძველია.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_60_1.png
16/10/2026 13:42

19 ოქტომბერს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 19 ოქტომბრის ბიუროს მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ “ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს. ოთარი ბანცაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ “ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ხელმძღვანელი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის „სამუსიკო სკოლის“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს. ლალი ალექსიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის „სამუსიკო სკოლის“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ 3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ინგა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის მესამე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მომხს: ნინო მაღლაკელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ეკა შავიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ხელმძღვანელი      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/321123.jpg
16/10/2026 10:43

სოფელ ნადაბურის გზა რეაბილიტაციამდე და დღეს

სოფელ ნადაბურში გზის რეაბილიტაცია დასრულებულია. 2026–2027 წლების გარდამავალი პროექტი დაგეგმილ ვადაზე ადრე, 2026 წელს დასრულდა. პროექტის საერთო ღირებულება: 123 911 ლარი  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/6556321.jpg
16/10/2026 10:42

მონაწილეობითი ბიუჯეტის კონკურსი დასრულდა.

ხარაგაულის მერიის მიერ გამოცხადებული მონაწილეობითი ბიუჯეტის კონკურსი დასრულდა. მონაწილეობითი ბიუჯეტის სამუშაო ჯგუფმა , მერის პირველი მოადგილის ვარლამ ჭიპაშვილის ხელმძღვანელობით, ხმის მიცემის შედეგები შეაჯამა. კონკურსში 10 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. სულ 6 330 ხმა შემოვიდა. გამარჯვებული პროექტებია : არსებული საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია , ავტორი, ლევან დონაძე, სოფელი ბორითი - 839 ხმა საბავშვო სპორტულ-გამაჯანსაღებელი სკვერის მოწყობა , ავტორი; ანა ლურსმანაშვილი , სოფელი საქასრია - 752 ხმა გარე განათების მოწყობა , ავტორი , ნანა პაქსაშვილი , სოფელი მაქათუბანი - 752 ხმა სასაფლაოს მოწესრიგება , ავტორი , მამუკა ლომიძე , სოფელი ხუნევი - 440 ხმა დახურული სპორტული მოედანი სამაგიდო თამაშებისთვის , ავტორი, ანა ნიქაბაძე , სოფელი წყალაფორეთი - 426 ხმა სტადიონის მშენებლობა , ავტორი, რუსუდან გოგოლაძე , სოფელი ფარცხნალი - 387 ხმა ვაჟას ხეივნის რეაბილიტაცია , ავტორი, თეიმურაზ კუპრაძე , სოფელი ღორეშა - 370 ხმა ელაზნაურის ეკლესიის და სასაფლაოს შემოღობვა , ავტორი , ლაშა ღონღაძე , სოფელი ვახანი - 367 ხმა მინი მოედანზე ხელოვნური საფარის დაგება , ავტორი, ირმა გერლიანი , სოფელი ზვარე - 358 ხმა სკვერის მოწყობა , ავტორი, ია მახათაძე , სოფელი გრიგალათი - 332 ხმა კონკურსში მონაწილე დანარჩენ პროეტებზე ხმები ასე გადანაწილდა: კიცხის საჯარო სკოლასთან მდებარე წყაროს გაწმენდა და რეაბილიტაცია , ავტორი, ელისო არჯევანიძე , სოფელი კიცხი - 318 ხმა კომბინირებული მინი სტადიონის მოწყობა , ავტორი, ირაკლი კიკნაძე , სოფელი საღანძილე - 299 ხმა სპორტულ-გამაჯანსაღებელი სკვერი , ავტორი, იური ჩადუნელი , სოფელი გედსამანია - 295 ხმა მინი მოედანი , ავტორი, ჯიმშერ ცუცქირიძე , სოფელი მოლითი - 213 ხმა ცენტრალურ პარკში გასართობი სივრცეების მოწყობა , ავტორი, დიმიტრი ჩიკვაიძე , დაბა ხარაგაული- 182 ხმა ხარაგაულის მერია ულოცავს თითოეული პროექტის ავტორს და დაინტერესებულ მოქალაქეს მისთვის სასურველი იდეის გამარჯვებას. წელს აქტივობის კვლავ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით, როგორც იდეის ავტორებს , ასევე მათ მხარდამჭერებს.  
სრულად