სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/ees_1.jpg

ხარაგაულში მუნიციპალიტეტებს შორისმინი ფეხბურთის ჩემპიონატში კიცხის გუნდმა გაიმარჯვა

6 ივლისს ხარაგაულში მუნიციპალიტეტებს შორის საქართველოს მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატი საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივით და ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით, კამპანიის ,,არა ნარკოტიკს” ფარგლებში ჩატარდა.
ტურნირში მონაწილეობა 8 გუნდმა მიიღო. ჩემპიონატის გამარჯვებული სოფელ კიცხის გუნდი ,,ბორიმელა" გახდა, რომელმაც ფულადი პრიზი, ( 1000 ლარის ოდენობით) თასი და მედლები დაიმსახურა.
მეორე ადგილი - დაბა ხარაგაულის გუნდს , მესამე ადგილი კი სოფელ ხიდრის გუნდს ხვდა წილად.
გამარჯვებულები ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლრბთან ერთად დააჯილდოვა.
ჩემპიონი გუნდი მომდევნო ეტაპზე რეგიონულ ეტაპზე იასპარეზებს , წარმატების შემთხვევაში კი საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
ჩემპიონატის მთავარი მიზანია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის მეშვეობით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება.
 
ნანახია: 27 - ჯერ