სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_1_6.png
16/08/2022 10:58

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ 11 პროექტზე  ტენდერი გამოაცხადა

  აღნიშნული პროექტები სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს და რეგიონული განვითარების ფონდმა, მეორე ეტაპზე ,   2 მილიონ 150 000    ლარით დააფინანსა. ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებში და წისწრებით შესრულების მხრივ ხარაგაული 10 საუკეთესო მუნიციპალიტეტს შორის არის.  ინფორმაციისთვის, რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ ეტაპზე,  ხარაგაულმა   2 მილიონ 940 ათას 390 ლარი მიიღო. აღნიშნული თანხით, ახალი გზა 19 სოფელში რეაბილიტირდა. ახალი დაფინანსება , რომელიც მუნიციპალიტეტმა მიიღო სოფლებში რთულად გადასაადგილებელი მონაკვეთების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება. პროექტების დაფინანსების მიღების პროცესში ხარაგაულის მერი  კობა ლურსმანაშვილი მაჟორიტარ დეპუტატთან , პაატა კვიჟინაძესთან ერთად აქტიურად იყო ჩართული. სათანადო რეაგირების და კოორდინირებული მუშაობის შედეგად , პროექტები დაფინანსდა. აღნიშნულ თანხას, მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 500 000 ლარი დაემატა. ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, პროექტებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა, რათა მშენებელი კომპანიები დროულად გამოვლინდნენ და  სამუშაოები  წლის ბოლომდე დასრულდეს.   მეორე ეტაპზე დაფინასებული პროექტებია: 1.მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ნებოძირში საუბნო გზის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, 240 000 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. პროექტის სრული ღირებულება  534`823 ლარს შეადგენს. მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ დეისის საუბნო გზის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, 237, 000 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. პროექტის სრული ღირებულება 360, 449 ლარს შეადგენს. სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ხორითის გზის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, 200 000 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. პროექტის სრული ღირებულება 545`584 ლარია. წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წყალაფორეთში საუბნო გზების რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, 200 000 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. პროექტის შესყიდვის ღირებულება 429, 091 ლარი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ უჩამეთში საუბნო გზების რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, 157 139 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. პროექტის ღირებულება 233 610.00 ლარს შეადგენს . ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ხიდარში საუბნო გზის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, 287, 962 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. პროექტის სრული ღირებულებაა 429, 093.00 ლარი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვანში ჩხაკოურის საუბნო გზის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, 238 315 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. საერთო ღირებულება  570`531.00 ლარს შეადგენს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კიცხში ბერაძეების და ზვიადაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 257, 976.00 ლარი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ღორეშაში საუბნო (იჩქიტიძეები+კაპანაძეები+მჭედლიძეები) გზის რეაბილიტაცია.  პროექტის ღირებულება 250`022.ოო ლარი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვარძიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვარძიაში საუბნო გზის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულებაა 200`000 ლარი.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საქასრიაში და მაქათუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია. პროექტის საერთო ღირებულება 381, 586.00 ლარს შეადგენს.        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/298824237_5342118579205891_2068563836905110878_n.jpg
15/08/2022 16:16

ხარაგაულის მერია 10 ათასი ლარით დაეხმარა სოფელ ვაშლევში ხანძრის შედეგად დაზარალებულ წიქარიშვილების ოჯახს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, 10 ათასი ლარით დაეხმარა, სოფელ ვაშლევში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ემზარ წიქარიშვილის ოჯახს. რამდენიმე თვის წინ, წიქარიშვილების ოჯახს საცხოვრებელი სახლი ხანძარმა გაუნადგურა და ღია ცის ქვეშ დარჩა. ოჯახის დახმარების კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია. ,,მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, ოჯახის დასახმარებლად მერის სარეზერვო ფონდიდან 7 000 ლარი გამოიყო, ხოლო 3 000 ლარ- სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების  დახმარების ქვეპროგრამიდან. ვეცადეთ დაზარალებული ოჯახისათვის შეძლებისდაგვარად გამოგვეხატა მხარდაჭერა, ამიტომ  პროგრამით გათვალისწინებული დახმარების ზედა ზღვარი გავაორმაგეთ“- განმარტავს მერის პირველი მოადგილე , ვარლამ ჭიპაშვილი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_86.jpg
15/08/2022 13:08

ნოდარ ახალკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი თასის გათამაშება დასრულდა

14 აგვისტოს მურთაზ და სოსო აბაშიძეების სახელობის სტადიონზე ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"-ს ორგანიზებით შვიდკაცა ფეხბურთში  ნოდარ ახალკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი თასის გათამაშება დასრულდა.  ტურნირში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 11 ადმინისტრაციული ერთეულის  გუნდი იღებდა მონაწილეობას.   ფინალურ შეხვედრაში ქროლის ( ოსტატი) გუნდმა ვარძიის ფეხბურთელთა გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა.   გამარჯვებულ გუნდს, ნოდარ ახალკაცის სახელობის გარდამავალი თასი, საკრებულოს წევრმა, ირმა ვაქერ- სებისკვერაძემ გადასცა.  თამაშის დასასრულს 6 ნომინაციაში გამარჯვებული  გამოვლინდა, რომელთაც სამშენებლო კომპანია "ოსტატი" ს მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ: საუკეთესო მეკარე, ჯონი შეროზია. საუკეთესო ფეხბურთელი, ჯონი შეროზია.  საუკეთესო თავდამსხმელი,  ნიკა ხარაიშვილი. საუკეთესო მცველი, ირაკლი კიკნაძე. ვეტერანი ფეხბურთელი, სოსო აბაშიძე. ბომბარდირი,  გიორგი ჭუმბაძე. ,,ოსტატის“  მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ   მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს და  სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორს, რევაზ შერგელაშვილს. სამშენებლო კომპანია ,,ოსტატის“ მიერ დაწესებული ფულადი თანხით (1500 ლარი) დაჯილდოვდა გამარჯვებული ქროლის(ოსტატი) გუნდი ,  ხოლო მეორე ადგილზე გასულ ვარძიის გუნდს  500 ლარი გადაეცა.  სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი მადლობას უხდის სამშენებლო კომპანია "ოსტატი"-ს დამფუძნებელს , შალვა შარიქაძეს,  დირექტორს დავით ტაბატაძეს და  ქროლის ( ოსტატი) გუნდის პრეზიდენტს,  შმაგი კიკნაძეს გაწეული მხარდაჭერისთვის.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/299286819_5351823691521529_7673600278901778721_n.jpg
15/08/2022 13:06

ნოდარ ახალკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი თასის გათამაშება ,,ქროლის ოსტატის“ გუნდის გამარჯვებით დასრულდა

14 აგვისტოს მურთაზ და სოსო აბაშიძეების სახელობის სტადიონზე ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"-ს ორგანიზებით შვიდკაცა ფეხბურთში  ნოდარ ახალკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი თასის გათამაშება დასრულდა.  ტურნირში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 11 ადმინისტრაციული ერთეულის  გუნდი იღებდა მონაწილეობას.   ფინალურ შეხვედრაში ქროლის ( ოსტატი) გუნდმა ვარძიის ფეხბურთელთა გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა.   გამარჯვებულ გუნდს, ნოდარ ახალკაცის სახელობის გარდამავალი თასი, საკრებულოს წევრმა, ირმა ვაქერ- სებისკვერაძემ გადასცა.  თამაშის დასასრულს 6 ნომინაციაში გამარჯვებული  გამოვლინდა, რომელთაც სამშენებლო კომპანია "ოსტატი" ს მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ: საუკეთესო მეკარე, ჯონი შეროზია. საუკეთესო ფეხბურთელი, ჯონი შეროზია.  საუკეთესო თავდამსხმელი,  ნიკა ხარაიშვილი. საუკეთესო მცველი, ირაკლი კიკნაძე. ვეტერანი ფეხბურთელი, სოსო აბაშიძე. ბომბარდირი,  გიორგი ჭუმბაძე. ,,ოსტატის“  მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ   მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს და  სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორს, რევაზ შერგელაშვილს. სამშენებლო კომპანია ,,ოსტატის“ მიერ დაწესებული ფულადი თანხით (1500 ლარი) დაჯილდოვდა გამარჯვებული ქროლის(ოსტატი) გუნდი ,  ხოლო მეორე ადგილზე გასულ ვარძიის გუნდს  500 ლარი გადაეცა.  სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი მადლობას უხდის სამშენებლო კომპანია "ოსტატი"-ს დამფუძნებელს , შალვა შარიქაძეს,  დირექტორს დავით ტაბატაძეს და  ქროლის ( ოსტატი) გუნდის პრეზიდენტს,  შმაგი კიკნაძეს გაწეული მხარდაჭერისთვის.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/299487549_5631670133550407_6734797633996961919_n.jpg
15/08/2022 11:47

,,მაცეკვე ტანგო“ - 17 აგვისტოს ხარაგაულის თეატრი სპექტაკლს გამართავს

 17 აგვისტოს, ოთხშაბათს, კინოთეატრში, ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი  სპექტალს ,,მაცეკვე ტანგო“ გამართავს.   სპექტაკლის რეჟისორი-ირინე ჩხეიძე.  მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე, ბათუ კიკნაძე, ვასიკო კიკნაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, ლია ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე.  ბილეთები იყიდება სალაროში,  ფასი 5 ლარი.  დასაწყისი 18:00 საათზე.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/kkfkskafaf.jpg
15/08/2022 11:04

ხარაგაულის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარში პირველი საღვთო ლიტურგია ჩატარდა

ხარაგაულის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარში, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკ (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით დღეს პირველი საღვთო ლიტურგია ჩატარდა.  საღვთო ლიტურგია დეკანოზმა თომა ( ლაცაბიძე) აღავლინა.  მამა თომამ მრევლს პირველი საღვთო ლიტურგია მიულოცა და ტაძრის მაშენებელს, მამუკა არევაძეს, მის ოჯახს და ტაძრის შენებაში მონაწილე თითოეულ ადამიანს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. ,,მადლობა უფალს , რომ მოგვეცა შესაძლებლობა საღვთო ლიტურგიის თანამონაწილეები ვყოფილიყავით, მადლობა მის ყოვლად უსამღვდელოესობას, მეუფე მელქისედეკს. ჩვენს ეპარქიაში ძალიან ბევრი ტაძარი და საღვთო პირი იკურთხა მისი ხელდასმით . ამ ტაძრის კურთხევაც მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ისტორიის ერთ-ერთ ნაწილია. ულამაზესი ტაძარი აშენდა, ახლა დროა ჩვენს გულებში დავიწყოთ ტაძრის შენება“- ბრძანა ქადაგებისას დეკანოზმა თომამ (ლაცაბიძე)
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0023.JPG
15/08/2022 08:47

ლეღვანში, ახალგაზრდული კარვების ბანაკის მეორე ნაკადი გაემგზავრა.

ახალგაზრდები სოფელ ლეღვნის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამი დღით დაბანაკდებიან. დღესვე, ბანაკი, პირველი ნაკადის ბავშვებს დაემშვიდობა.  კარვების ბანაკი ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ ორგანიზებით ეწყობა. გამგზავრებამდე ბანაკის მონაწილეებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში სწრაფი ტესტი გაუკეთდათ.  ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორის, რევაზ შერგელაშვილის ინფორმაციით,ბანაკში ყოველი დღე დატვირთულია სპორტული აქტივობებით, გასართობი და ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაშებით. ასევე დაცულია უსაფრთხოების წესები.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/299097626_5344179078952657_4880577353386832901_n.jpg
15/08/2022 08:45

ხარაგაულში „ქუჩის კალათბურთის“ პირველი ეტაპი-16 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის  დასრულდა

   ფინალურ თამაშში ერთმანეთს „ახალი სკოლისა“ და „ფარცხნალის“ გუნდები შეხვდნენ.  „ქუჩის კალათბურთის“ ჩემპიონატის პირველი ეტაპის გამარჯვებული „ფარცხნალი“ გახდა.  ჩემპიონატს  ხარგაულელი კალათბურთის მწვრთნელის, გოჩა ბუაჩიძის სახელი მიენიჭა. თამაშებში სულ რვა გუნდი მონაწილეობდა:  ,,ფარცხნალი“ , „ახალი სკოლა“,  ,,ღომეეთი JR” , „ძველი სკოლა“, ,, ჩიტი-გვრიტი“, „პაწია ხარაგაული“,  „უსახელო“ და  „ორბი“  მონაწილეობდნენ.  „ქუჩის კალათბურთის“ ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი“,  რომლებიც მსგავს სპორტულ ტურნირებს ხარაგაულში 2011 წლიდან ატარებს.  ჩემპიონატის მხარდამჭერია  ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი.  უფროსი ასაკის კალათბურთელების ჩემპიონატი 12 აგვისტოს დაიწყება
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_2.png
12/08/2022 17:53

15 აგვისტოს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.

ბიუროზე   5 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელებენ.   საკითხთა ნუსხა:   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: პავლე კიკალიშვილი N48 ხარაგაულის საოლქო სააჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2022 წლის 08 აგვისტოს N 02/ 2022 განკარგულების გაცნობა „ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს გამოკლებული წევრის ნაცვლად მისი ადგილმონაცვლის ცნობის შესახებ მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69.692133720 განკარგულებაში „ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის შემადგენლობაში ცვლილების ცნობად მიღების შესახებ. მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი   ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69.692133720 განკარგულებაში. მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0005_2.JPG
12/08/2022 17:16

ხარაგაულის მთავარ ქუჩაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სოლომონ მეფის ქუჩაზე კომპანია ,,დაგი+”  გზის არსებული საფარის მოფრეზვით სამუშაოებს აწარმოებს. ხარაგაულის მთავარ ქუჩაზე, გზის 1600 მეტრ მონაკვეთზე , სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ,,new road”-ის ორი ქვეკონტრაქტორი კომპანია ,,საქ-მილ-სადენ-მშენი“ და ,,დაგი+“ ასრულებს. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ყოველდღიურ კომუნიკაციაშია ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი. ,,დაბის ცენტრალური გზის რეაბილიტაციას ორი ქვეკონტრაქტორი კომპანია ახორციელებს. მიმდინარეობს ბორდიურების დემონტაჟი. გზის არსებული ძველი საფარის აღება.  აქტიურ რეჟიმშია წყალამრიდების და მილხიდების მოწყობა, რაც საკმაოდ მძიმე სამუშაო პროცესია. ამჯერად პირველადი სამუშაოები მიმდინარეობს  , რომ ამის შემდეგ ასფალტის საფარის გადაგება დაიწყოს. მონიტორინგს ვუწევთ სამუშაო პროცესს და ასევე ვახორციელებთ ზედამხედველობას, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომლებზეც საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა არ დაზიანდეს -“ აცხადებს კობა ლურსმანაშვილი. კომპანია ,,საქ-მილ-სადენ-მშენი“ სამუშოებს კრედო ბანკის მიმდებარე ტერიტორიამდე შეასრულებს, კომპანია ,,დაგი +“ რკინიგზის სადგურის ხიდამდე. ხარაგაულის მთავარ ქუჩაზე, საპროექტო გადაწყვეტილებით გათვალისწინებულია: დაზიანებული საფარის ფენის მოხსნა ფრეზირებით,  ტროტუარების მოწყობა გზის ორივე მხარეს. საგზაო ნიშნების განთავსება,  მოეწყობა ეზოში შესასვლელები.მოხდება სავალი ნაწილის მონიშვნა, პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 1.6კმ. მონაკვეთზე დაიგება. პროექტს საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.          
სრულად