ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა საკრებულოს სხდომაზე 2022 წელს განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია წარადგინა
2022 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის N75 (17.01.2022) განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს პირველი ტრანშის სახით გამოეყო 2 775 762 ლარი, დაფინანსდა 19 პროექტი. დაფინანსებული 19 პროექტიდან 3 არის გარდამავალი - 149 948 ლარი 2021-2022 წლები, 16 კი ახალი – 2 625 814 ლარი. აღსანიშნავია, რომ ტენდერების გამოცხადება მოხდა ძალიან სწრაფად, ფაქტობრივად განკარგულების გამოსვლის დღესვე, არ ჩავარდნილა არცერთი ტენდერი, შესაბამისად სწრაფადვე მოხდა ხელშეკრულებების გაფორმება. რის გამოც მუნიციპალიტეტმა მიიღო დამატებით ბონუსი 50 000 ლარი რომელიც ტენდერებიდან წარმოქნილი ეკონომიასთან 142 000 ლართან ერთად დაუბრუნდება მუნიციპალიტეტს ახალი პროექტების სახით.
პირველი ტრანშით დაფინანსებული 19 პროექტი და ბონუსის და ეკონომიებით დამატებული 2 პროექტი ჯამში 21 პროექტი უკვე დასრულებულია. წინსწრებით დასრულებულია 6 პროექტი რომელიც უნდა დასრულებულიყო 2023 წელს. მეორე ეტაპის ტრანშით დამატებით მოხდა 2 150 000 ლარის გამოყოფა რასაც დაემატა თანადაფინანსება 500 000 ლარი, ჯამში 2 650 000 ლარით დაფინანსდა 11 პროექტი 10 მადგანზე ტენდერი დასრულებულია მიმდინარეობს შერჩევა-შეფასება, 1 პროექტზე მიმდინარეობს ტენდერი რომელიც დასრულდება 19 სექტემბერს. აღსანიშნავია ფაქტი, რომ მიუხედავად რთული რელიეფისა საკასო შესრულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტი არის საუკეთესო მუნიციპალიტეტების ათეულში.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა -2022
2022 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს პროექტების განსახორციელებლად გამოეყო 890 000 ლარი, სამუშაოების მოცულობების გაზრდის მიზნით მოხდა თანადაფინანსება 330 531 ლარი, ჯამში სოფლის პროექტების ღირებულებამ შეადგინა 1 220 531 ლარი. პროექტების შერჩევის მიზნით ყველა სოფელში ჩატარდა კრებები. მოსახლეობის მიერ შეირჩა 171 საპროექტო წინადადება. მათ შორის გზების 61 პროექტი - 438 486 ლარი, გარე განათების 12 პროექტი - 89 215 ლარი, წყლის სისტემები 35 პროექტი – 283 198 ლარი, სასაფლაოს შემოღობვის 20 პროექტი - 161 450, ხიდების 10 პროექტი - 38 353 და კიდევ სხვადასხვა კატეგორიის 33 პროექტი - 209 829 ლარი. ხელშეკრულება გაფორმებულია ყველა პროექტზე დსრულებულია 110 პროექტი, სამუშაოები მიდმინარეობს 56 პროექტზე.
2022 წელს სკოლების მცირე რეაბილიტაციისათვის გამოიყო 114 794 ლარი, დაფინანსდა 3 პროექტი, სამივე პროექტი დასრულებულია.
სამოქალაქო ბიუჯეტი
მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიგეგმა ინოვაციური პროგრამის ,,სამოქალაქო ბიუჯეტი“-ის განხორციელება, მოქალაქეების მიერ ხმის მიცემის პრინციპით, საბოლოოდ მოხდა პროექტის შერჩევა რისთვისაც უკვე გამოყოფილია 165 000 ლარი ამ ეტაპზე მომზადებულია საპროექტო დოკუმენტაცია, 3 პროექტზე მიმდინარეობს ტენდერი, 3 პროექტზე დასრულებულია ტენდერი და მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცესი 1 პროექტი ,,დეკორატიული აბრების მოწყობა“ გაუქმდა რადგან არ მოხდეს პროექტის გაორება, აღნიშნული აბრების მოწყობა მოხდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდი
მიმდინარე წელს სტიქიის ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1 000 000 ლარი. კიცხი-ხიდარის დამაკავშირებელ გზაზე სტიქიის შედეგად ჩაწყვეტილი გზის აღდგენისათვის 750 000 ლარი და სოფელ ლეღვანში კოდაბოლოს უბანში ხიდის მშენებლობისათვის 250 000 ლარი. კიცხი ხიდარის გზაზე სამუშაოები დასრულების პროცესშია, ასევე მიმდინარეობს ხიდის მოწყობის სამუშაოებიც რომელიც დასრულდება ვადაზე ადრე.
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი
2022 წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობის 12 აპრილის N815 განკარგულებით გამოეყო 481 512 ლარი, დაფინანსდა 2 პროექტი:
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილში საუბნო გზის რეაბილიტაცია(ტალახაძეების უბანი) 300,000.00
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილში საუბნო გზის რეაბილიტაცია(გოგნაძეების უბანი) 181,512.00
ორივე პროექტზე გაფორმდა გარდამავალი ხელშეკრულება რომლის ჯამურმა ღირებულებამ მიაღწია 719 432 ლარს, 2022 წელს უნდა მოხდარიყო 481 512 ლარის სამუშაოების განხორციელება 2023 წელს კი დასრულებულიყო პროექტი. სამუშაოების განხორციელება ხდება წინსწრებით სრულად ნაცვლად 481 512 ლარისა შესრულდა 719 432 ლარის სამუშაო რამაც მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემს 2023 წელს მოხდეს დამატებითი პროექტების განხორციელება.
სრიგპ - საქართველოს რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფონდში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს წარდგენილი პროექტებიდან გრანტი მოპოვებულია 4 პროექტზე ჯამში 2 619 727 ლარი. 2 პროექტზე მიმდინარეობს სამუშაოები ხოლო 2 პროექტი დასრულებულია.
დიდი პროექტები რომელიც ხარაგაულში განხორციელდა
მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა მუნიციპალური განვითარების ფონდთან. დასრულებულია ღორეშა-ბაზალეთის დამაკავშირებელი 11 კმ-იანი გზის მონაკვეთის სამუშაოები-8 489 614 ლარი.
დასრულდა ვერტყვიჭალის და საღანძილის ბაღების მშენებლობა 1 400 000 ლარი.
დასრულდა სამუშაოები 2 (მარელისის და ვერტყვიჭალის) სკოლის რეაბილიტაციაზე-4 105 500 ლარი. ასევე დასრულდა კიცხის საჯარო სკოლის რეაბილტაცია 2 420 643 ლარი.
დასრულდა ცენტრალურ ქუჩაზე კანალიზაციის სისტემის მშენებლობა-1 890 360 ლარი. ასევე დასრულდა 2 ეტაპიანი უწყვეტი წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები რაც ჯამში-6 261 929 ლარს შეადგენს.
მიმდინარეობს შ-55 ძირულა-ხარაგაული-მოლითის გზის 25 კილომეტრიანი გზის მშენებლობა 50 000 000 ლარი
დასრულების ეტაპზეა შ-101 ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის 20 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია 14 000 000 ლარი.
,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარეობს სოლომონ მეფის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაცია N25 მრავალბინიან სახლამდე(კინოთეატრამდე)
გამოცხადებულია ტენდერი შ-55 მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 25 კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე
მიმდინარეობს დაბის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია.