სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/311155719_5496690903701473_2613881240715531802_n.jpg

ხარაგაულში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ხარაგაულში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მასშტაბურად აღინიშნა. კინოთეატრში კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და პედაგოგების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა.

 

 მასწავლებლებს, პროფესიული დღე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის სახელით, პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა მიულოცა და პედაგოგებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 ღონისძიების პარალელურად კინოთეატრის ფოიეში დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მასწავლებელთა შემოქმედება, ნახატები და ხელნაკეთი ნივთები დაეთვალიერებინა.

 

 ღონისძიებაზე ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინა ვეფხვაძემ „დამსახურებული პედაგოგის“ ჯილდო გადასცა ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორს, ღვაწლმოსილ პედაგოგს ეთერ პაპავას.

 

 ღონისძიება ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

საღამოს წამყვანი კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე და ხარაგაულის თეატრის მსახიობი ბათუ კიკნაძე გახლდათ.

 

 პედაგოგებს პროფესიული დღე გაულამაზა ,,საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების” ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლალი ვაქერ-სებისკვერაძემ.

 

 5 ოქტომბერს, მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მსოფლიოს100-ზე მეტ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება, რაც სათავეს1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს და მისი დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.

 

ღონისძების მხარდამჭერი გახლდათ „ლიბერთი ბანკი“.

ნანახია: 890 - ჯერ