10 ოქტომბერს ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ შემოდგომის სერიის მეოთხე თამაში გაიმართება. მაყურებლის წინააღმდეგ გივი კურტანიძის ექვსეული - ნათია შარიქაძე, უჩა ცხადაძე, ზეინაბ ბუაჩიძე, თამრიკო ფცქიალაძე და ბაჩო შველიძე წარსდგება.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ინიციატივით ინტელექტუალური თამაში კინოთეატრის ფოიეში, ყოველ ორშაბათს, იმართება.
გასულ თამაშებში:
„რა? სად? როდის?“ პირველი სეზონი დავით კიკნაძის ექვსეულმა გახსნა, რომელთაც თამაში 6:4 დაასრულეს.
ასევე, წარმატებით, 6:2, დაამთავრა შემოდგომის სეზონის მეორე თამაში დავით ჩადუნელის ექვსეულმა.
გასულ ორშაბათს, წამყვანის წინააღმდეგ თამარ წიწილაშვილის ექვსეულმა ითამაშა. მოაზროვნეებმა თამაში 4:6 დაასრულეს.
ფინალში მოაზროვნეები მაყურებლის წინააღმდეგ ითამაშებენ.
თუ გსურთ ინტელექტუალურ თამაშში ჩაერთოთ კითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე inteleqtxaragauli@gmail.com
ყოველ ორშაბათს , 19:00 საათზე, ჩვენ ვიკრიბებით რომ გავცეთ პასუხი კითხვებზე რა? სად? როდის?
მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს. ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო- სალონი ხარაგაულში.