სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/310400007_5492719077431989_1967451054047869089_n.jpg

„რა? სად? როდის?“ - თამარ წიწილაშვილის ექვსეულმა თამაში 6:4 დაასრულა

უკვე სამი კვირაა ხარაგაული სამი კითხვის რა? სად? როდის? გარშემო გაერთიანდა. 3 ოქტომბერს, ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად?  როდის?“ შემოდგომის სერიის მესამე თამაში გაიმართა. წამყვანის წინააღმდეგ თამარ წიწილაშვილის გუნდი თამაშობდა.

თამაშს მოწვეული სტუმრის სტატუსით , ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ესწრებოდა.

ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრმა ინტელექტუალური თამაშის მოყვარულებს კიდევ ერთი საინტერესო თამაში შესთავაზა. 10 რაუნდის შემდეგ, ინტელექტუალური შეჯიბრება წამყვანის გამარჯვებით 6:4 დასრულდა.

დღის მოაზროვნედ დასახელდა დიმიტრი მაღრაძე, რომელსაც სიმბოლურად ბუს ქანდაკება გადაეცა.

შემდეგ ორშაბათს მაყურებელი გივი კურტანიძის ექვსეულის თამაშს იხილავს. ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ ფინალში მოაზროვნეები მაყურებლის წინააღმდეგ ითამაშებენ.

კითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე inteleqtxaragauli@gmail.com

ყოველ ორშაბათს , 19:00 საათზე, ჩვენ ვიკრიბებით რომ გავცეთ პასუხი კითხვებზე რა? სად? როდის?

მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს. ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო- სალონი ხარაგაულში.

 

 

 

 

 

ნანახია: 704 - ჯერ