ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილე დავით დევდარიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მარინა ვეფხვაძე დილიდან დაბის N2 , N3 საჯარო სკოლებსა და წმინდა ადრია პირველწოდებული სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ტრადიციულ , ოფიციალურ ცერემონიალს შეუერთდნენ.
კობა ლურსმანაშვილი:
,,მინდა მოგესალმოთ და მოგილოცოთ სასწავლო წლის დაწყება . ეს დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო პატარებს და მათ წარმატებები ვუსურვო.
დღეს ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლას ძნელბედობის ჟამი აქვს , ეს განწყობა თან ახლავს დღევანდელ საზეიმო ცერემონიალს , კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სკოლას, ოჯახებს, საზოგადოებას.
წარმატებებს და მშვიდობიან სასწავლო წელს ვუსურვებ ხარაგაულის საგანმანათლებლო სფეროს მესვეურთ, თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობლებს.“
დღესვე მესამე საჯარო სკოლის პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის მონაწილე, ელჩინ ოვჩიევმა.
დმანისის მუნიციპალიტეტიდან ხარაგაულში სასწავლო ვიზიტით მყოფმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა პატარებს ბედნიერი და წარმატებებით სავსე სასწავლო წელი უსურვა.
ახალი სასწავლო წელს ხარაგაული 181 პირველკლასელით შეხვდა.
სიახლეა ის, რომ 2022 – 2023 სასწავლო წლის დასაწყისში,
მანდატურის სამსახური დაემატა მეორე საჯარო სკოლის სასკოლო სივრცეს.
საზოგადოებრივი წერსრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პარალელურად მანდატურები მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ სკოლის ადმინისტრაციას, მოსწავლეთა და პედაგოგების ჯანმრთელობისთვის საჭირო რეკომენდაციების აღსრულებაში.
მანდატურები ასევე უზრუნველყოფენ მოსწავლეებისთვის უფასო და მაღალკვალიფიციურ ფსიქოსოციალურ მომსახურებას.