სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asfaf.jpg

დავით მაღრაძეს საპატიო ხარაგაულელის წოდება გადაეცა

 ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, საპატიო ხარაგაულელის წოდება პროფესორ, დავით მაღრაძეს მიენიჭა.

 დავით მაღრაძე გახლავთ, საქართველოს დამსახურებული მეღვინე,სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის კოორდინატორი., სწორედ ამ კვლევის საფუძველზე 2017 წელს საქართველო აღიარებულ იქნა უძველესი ღვინის სამშობლოდ.

იგი წლებია მუშაობს ვაზის ქართული გენოფონდის შესწავლისა და პოპულარიზაციის მიმართულებით, ერთობლივ კვლევებს ახორციელებს ევროპის წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებთან.

გამოქვეყნებულ აქვს 170-ზე მეტი სამეცნიერო სტატია ქართულ, ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ და რუსულ ენებზე. არის ოთხი გამოგონების ავტორი.სასწავლო კურსები და ტრენინგები გავლილი აქვს მსოფლიოს არერთ ქვეყანაში.

დავით მაღრაძე გახლავთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვენახების კადასტრის სამმართველოს უფროსი, სადაც მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს საქართველოს ვენახების კადასტრის აგება, იგი გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოინჟინერიის ფაკულტეტის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. სალექციო კურსს კითხულობს საფრანგეთის მონპელიეს აგრარული კვლევის ეროვნულ ინსტიტუტში.

არის 5 შვილის მამა.

მისი სახით ხარაგაულს ჰყავს დიდი დიაპაზონის მეცნიერი, მკვლევარი და თანამემამულე.

 

ნანახია: 607 - ჯერ