ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, საპატიო ხარაგაულელის წოდება სამშენებლო კომპანია „ მეგობრობის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ბიზნესმენს, მეცენატს , მამუკა არევაძეს მიენიჭა.
ხარაგაულის მერმა, საპატიო ჯილდო, მამუკა არევაძის მამას , დავით არევაძეს საზეიმო ვითარებაში გადასცა.
მამუკა არევაძე გახლავთ, წარსულში ცნობილი სპორტსმენი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი სხვადასხვა წონით კატეგორიაში. ამჟამად იგი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვიცე პრეზიდენტია.
მის მიერ დაფუძნებული კომპანია „ მეგობრობა“ წარმოადგენს ერთ -ერთ წამყვან საწარმოს ამიერკავკასიის მასშტაბით, რომელშიც გაერთიანებულია არაერთი შვილობილი კომპანია. 2014 წლიდან კომპანია ახორციელებს მრავალფუნქციური საცხოვრებელი და კომერციული ფართების მშენებლობას, ამ კუთხით კომპანია არაერთ წარმატებით დასრულებულ პროექტს ითვლის.
მიმდინარე წელს პატარა ხარაგაულში მამუკა არევაძის ინიციატივითა და სახსრებით უმშვენიერესი წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის ტაძარი აიგო და ეკურთხა, რასაც თავად ბატონი მამუკა თავის ყველაზე დიდი მიღწევად თვლის.
ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.