სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/318369577_1579246935847568_3337736571438132524_n.jpg

ბავშვთა განყოფილების წარმომადგენლებმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში შეხვედრა გამართეს

ხარაგაულის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის ინიციატივით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა თეა ბერიძემ, სოცმუშაკმა სოფიო ხიჯაკაძემ და ფსიქოლოგმა თამარ გოგიშვილმა ბულინგის შესახებ უფროსკლასელებთან შეხვედრა გამართეს.

ძირითადი თემები იყო - ბულინგი, ბულინგის სახეები, გამომწვევი მიზეზები, კიბერბულინგი, ბულინგის პრევენცია და მოგვარების გზები.

 შეხვედრაზე ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა თეა ბერიძემ ბავშვთა განყოფილების უფლებამოსილებებზე ისაუბრა.

 „ძალიან საინტეტესო შეხვედრა გამოვიდა, ჩაერთვნენ ახალგაზრდები და იყო უკუკავშირი. ბავშვები ინტერესით უსმენდნენ პრეზენტაციას, დასვეს კითხვები და გაგვიზიარეს ბულინგის პირად შემთხვევებიც"-ამბობს თეა ბერიძე.

როგორც თეა ბერიძემ განაცხადა, „არაა აუცილებელი ბულინგის და ბავშვზე ძალადობის შემთხვევის განმცხადებელი იდენტიფიცირებული იყოს. შეუძლიათ ნებისმიერ შემთხვევაში მოგვმართონ, თუნდაც ანონიმურად. ეს საკმარისია რომ დავიწყოთ საქმისწარმოება.“

სკოლის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს გაუჩნდათ სურვილი განყოფილების წარმომადგენლებმა სკოლებში უფრო დიდი მასშტაბის შეხვედრები ჩაატარონ, სადაც ბავშვები შეძლებენ ისაუბრონ ბულინგზე და უფრო მეტი გაიგონ ბავშვთა უფლებების და ბავშვთა მიმართ ძალადობის თემებზე.

 

 

ნანახია: 741 - ჯერ