სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/medlebi.JPG

კობა ლურსმანაშვილმა წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს და ვერცხლის მედლები გადასცა

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მედლების გადაცემის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

 წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ოქროს და ვერცხლის მედლები გადასცა.

 კობა ლურსმანაშვილი:

,,მინდა მოგილოცოთ თქვენი დაუღალავი შრომის და ნიჭიერების შედეგი. წარმატება აგებულია ბევრ შრომასა  და შინაგან სიძლიერეზე და მიხარია რომ თქვენ ეს შეძელით. მინდა იცოდეთ, რომ ხარაგაულის მერია, როგორც საჯარო ინსტიტუცია, ყოველთვის შეგიძლიათ განიხილოთ თქვენს მეგობრად და პარტნიორად. 

თქვნ ხართ გამორჩეული ხარაგაულელები , ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინი გაგვაჩნია თქვენგან, როგორც გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდებისგან."

 მედლების გადაცემის საზეიმო ცერემონიას ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი,მარინა ვეფხვაძე, სპმთპ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლალი სებისკვერაძე და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 ოქროს მედალი 20 მოსწავლეს გადაეცა, ხოლო ვერცხლის მედლით 1 მოსწავლე დაჯილდოვდა.

მედლები გადაეცათ:

გიორგი სებისკვერაძე - დაბის  N2  სკოლა 

გრიგოლ ხიჯაკაძე - დაბის  N2  სკოლა 

ანა კვინიკაძე - დაბის N 3 სკოლა   

ანა მაისურაძე - დაბის N 3 სკოლა   

ვაჟა მაღრაძე - დაბის N 3 სკოლა    

ანი მეიფარიანი - დაბის N 3 სკოლა  

ბერიკა მაჩაიძე - ბორითის საჯარო სკოლა

თათია ხიჯაკაძე - ვარძიის საჯარო სკოლა

მარიამ ხიჯაკაძე - ვარძიის საჯარო სკოლა  

მარიამ ნიქაბაძე - ვარძიის საჯარო სკოლა   

ანი ბლიაძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა

ნინო გოგოლაძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა

გოჩა ლომიძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა

ინოლა ღონღაძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა

სალომე კვირიკაშვილი - ლაშის საჯარო სკოლა

ნონა ყიფიანი - მარელისის საჯარო სკოლა

საბა ებანოიძე - წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია

მარიამ მანჯავიძე - წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია

ნინო მიქაბერიძე - წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია

ბაქარი ორბელაძე - წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია    

თეო გოლუბიანი - წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო

ნანახია: 659 - ჯერ