დღეს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრაზე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიისა და N2 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგებმა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ ერთობლივი ლექცია წაიკითხეს და მოსწავლეების ჩართულობით დისკუსია გამართეს.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი, ჰამლეტ ბერაძე - „ძალიან კარგი შეხვედრა გამოვიდა, ბავშვებმა არაფორმალურ გარემოში მოისმინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ჩაერთვნენ დისკუსიაში.“
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ისტორიის პედაგოგი, ზეინაბ ბუაჩიძე - „ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა დავითის პიროვნება, საშინაო რეფორები და საგარეო პოლიტიკა, ახალგაზრდებიც ჩაერთვნენ. მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ“.