ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?" ზამთრის სერიის მორიგი თამაში გაიმართა.
დავით ჩადუნელის ექვსეულმა თამაში წამყვანის წინააღმდეგ ანგარიშით 6:1 დაასრულა.
დღის მოაზროვნედ , გუნდის წევრი , ნიკოლოზ მაჭავარიანი დასახელდა.
თამაშს მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა სპმთპ - ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლალი სებისკვერაძე.
დღეს მრგვალი მაგიდის გარშემო თამაშობდნენ: დავით ჩადუნელი, კახა გოლუბიანი, ნიკოლოზ მაჭავარიანი,ბესო დავაძე,კობა ყრუაშვილი, ვასილ კიკნაძე
ინტელექტუალური თამაშების, ზამთრის სერიაში 13 თებერვალს - სპარტაკ ლაცაბიძის, ხოლო 20 თებერვალს - ვერა ოდიკაძის ექვსეული მიიღებს მონაწილეობას.
ზამთრის სერიის პირველი თამაში გივი კურტანიძის ექვსეულმა ანგარიშით 6:2 დაასრულა.
ინტელექტუალური თამაშები, 27 თებერვალს ზამთრის სერიის ფინალური თამაშით დასრულდება.
,,რა? სად? როდის?“ მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, რომელიც გამარჯვებულ გუნდს ფულად პრიზს გადასცემს.