სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/szdv.jpg

მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამა იწყება

ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და პროგრამით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

სააგენტოს წარმომადგენლებმა, გიორგი კვარაცხელიამ და  ირინა გიორგიძემ დეტალურად ისაუბრეს პროგრამის პირობების შესახებ.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, რომელსაც სურს საკუთარი ბიზნესიდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნა, ან არსებული ბიზნესის გაფართოება.

გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30 000 ლარს შეადგენს.

თანამონაწილეობის თანხა გრანტის თანხის არანაკლებ 20%-ს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 10%-ს. არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობა გრანტის თანხის არანაკლებ 50%-ით, მაღალმთიან დასახლებებში კი, არანაკლებ 25%-ით განისაზღვრა.

 

პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულია:

ახალი ბიზნესის წამოწყება; ახალგაზრდა მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;

ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;

შშმ პირთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; სოციალურად დაუცველი პირის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;

სოფლად/მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესის დაწყება/გაფართოება;

განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტის განხორციელება.

პროგრამის ფარგლებში 2023 წელს აღარ დაფინანსდება 2020-2022 წლებში გამარჯვებული და 2015-2018 წლების ორჯერ დაფინანსებული ბენეფიციარები.

მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების მიღება დაიწყება 3 აპრილს და 27 აპრილამდე გაგრძელდება.

ხარაგაულში 2015-2022 წლების განმავლობაში დაფინანსბულია 66 პროექტი, აქედან 29 ქალი მეწარმე გახლავთ.

ნანახია: 498 - ჯერ