გაზაფხულს ხარაგაული ახალგაზრდული ფესტივალით ხვდება.
ყველაზე მხიარული, მუსიკალური, ფერადი, თავგადასავლებით აღსავსე ახალგაზრდული ფესტივალი 5 აპრილს დაიწყება და 19 მაისს დასრულდება.
ფესტივალი „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინიციატივით დაიგეგმა და მის ორგანიზებაში მონაწილეობას მიიღებენ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი და ხარაგაულის ახალგაზრდული საკრებულო.
ვარლამ ჭიპაშვილი: - ,,მიხარია, რომ ხარაგაული გაზაფხულს ახალგაზრდული ფესტივალით ხვდება. ასევე სასიხარულოა ჩვენი სამსახურების და აიპების ასეთი გუნდური მუშაობა. ვფიქრობ, ხარაგაულელ ახალგაზრდებს წინ საინტერესო და დაუვიწყარი დღეები ელოდებათ“.
ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანი და დატვირთულია.
მამუკა ჭიპაშვილი: ,,ასეთი მასშტაბის ფესტივალი ხარაგაულში არ ჩატარებულა. აქ ბევრი ისეთი პროექტია, რომელიც პირველად ტარდება და ახალგაზრდებისთვის საინტერესო იქნება. ფესტივალის ხიბლი იქნება ის, რომ ის ყველა სოფელში მაცხოვრებელ ახალგაზრდას მოიცავს და მათი უნარების წარმოჩენა შეუწყობს ხელს.“
ფესტივალს ექნება ჰიმნი, რომელიც ვეფხვია ღონღაძის ლექსზე დალი მერაბიშვილმა დაწერა და მას წლების განმავლობაში ხარაგაულის თაობები მღეროდნენ.
მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი, გამწვანების აქცია, ინტელექტუალური თამაშები, ველო-ტური, ფოტოკონკურსი, ლიტერატურული კონკურსი, შეხვედრა წარმატებულ ხარაგაულელ ახალგაზრდებთან, ხატვის კონკურსი, სათავგადასავლო ტურ-თამაშები, ექსტრემალური ტური, ჯომარდობა , - ასეთი თემატიკის იქნება ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები.
გთავაზობთ საგაზაფხულო ფესტივალის პროგრამას:
5 აპრილი
15.00 - ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ გახსნა ხარაგაულის კინო-თეატრში (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით);
15.30 – „მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი“, ხარაგაულის სასკოლო ლიგა, შესარჩევი ტური. (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით);
6 აპრილი
11.00 - გამწვანების აქცია „ დარგე, გაახარე და გაიხარე!“(კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით);
10 აპრილი
12.00- ინტელექტუალური კონკურსი მოსწავლეთათვის „რჩეული“. შესარჩევი ტური ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში.(კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით);
19.00 - ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაზაფხულის სერია (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით);
11 აპრილი
15.00 - პროექტ „წარმატების გასაღები“ ფარგლებში უფროსკლასელთა შეხვედრები წარმატებულ ხარაგაულელებთან. (ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით);
12 აპრილი
ინტელექტუალური კონკურსი „ერუდიტი“ მე-6 მე-8 კლასელების მონაწილეობით (მოსწავლეთა სახლის ორგანიზებით);
19 აპრილი-1 მაისი
ფოტოკონკურსი „გაზაფხული ხარაგაულში“ (მოსწავლეთა სახლის ორგანიზებით);
20 აპრილი
12.00 – 14.00 ინტელექტუალური კონკურსი მოსწავლეთათვის „რჩეული“ (ნახევარფინალი) (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით);
21 აპრილი
11.00 - დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია „მოვარჩინოთ დედამიწა“;
24 აპრილი
13.00- საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში პროექტი „წარმატების გასაღები“ ღონისძიებები გაიმართება კიცხის, მარელისის, ვახანის, ვერტყვიჭალის და ნადაბურის სასოფლო ბიბლიოთეკებში;
19.00 - ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაზაფხულის სერია (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით);
25 აპრილი
13.00 - ღონისძიება საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ღორეშის სასოფლო ბიბლიოთეკაში -ნოდარ დუმბაძე-95, „სიყვარულის და იუმორის ენა“;
15.00 – „მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი“, ხარაგაულის სასკოლო ლიგა, ნახევარფინალი (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით);
26 აპრილი
15.00 - „მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი“, ხარაგაულის სასკოლო ლიგა, ნახევარფინალი (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით);
17.00 - ფოტოგამოფენა მუზეუმის ეზოში (ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით);
27 აპრილი
14.00-- ღონისძიება საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, თეთრაწყაროს სასოფლო განყოფილებაში გაიმართება ოთარ ჭილაძის 90 წლისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო;
15.00 - საბავშვო ბიბლიოთეკა წარმოგიდგენთ, ნოდარ დუმბაძე -95 „სამშობლო ტაძარია სალოცავი“;
28 აპრილი
11.00 - ველო- ტური (კულტურის სამსახურის ორგანიზებით);
15.00 - პროექტი „ცოცხალი წიგნები“ გაიმართება ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ( ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით);
29 აპრილი
10.00 - 20.00 - ლიტერატურული კონკურსი ახალგაზრდებისათვის „ოდეონი ჯუნიორი“ (ხარაგაულის რ. თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით);
1 მაისი
19.00 -ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაზაფხულის სერია (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით);
1-5 მაისი
11.00 - სამაგიდო თამაშების კვირეული ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში (ჭადრაკი, დომინო, ნარდი) (კულტურის სამსახურის ორგანიზებით);
2 მაისი
12.00-15.00 - სათავგადასავლო გასართობი „ტურ-თამაშები“ ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში ( სპორტისა და ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით);
3 მაისი
15.00- ინტელექტუალური კონკურსი მოსწავლეთათვის „რჩეული“ (ფინალი) ხარაგაულის კინო- თეატრში (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით);
20.00 -ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის „გრავეს“ კონცერტი ღია ცის ქვეშ (კულტურისა და დასვენების პარკში, ხარაგაულის სამუსიკო სკოლის ორგანიზებით);
4 მაისი
11.00-15.00 - ხატვის კონკურსი მოსწავლეთათვის ღია სივრცეში (მოსწავლეთა სახლის ორგანიზებით);
7 მაისი
10.00 -ექსტრემალური ტური ლიტერატურის მოყვარულთათვის „ეძიე წიგნი“ (ხარაგაულის რ. თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით);
8 მაისი-11 მაისი
13.00 -თოჯინების თეატრის მოგზაურობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ხარაგაულის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელობით);
19.00 -- ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაზაფხულის სერია (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით);
10 მაისი
12.00 - ჯომარდობა მდინარე „ჩხერიმელაზე“ (სპორტისა და ტურიზმის სამსახურის ორგანიზებით);
11 მაისი
09.00-18.00 – „თვითმმართველობის დღე ხარაგაულში“ მოსწავლეთა მონაწილეობით.(ხარაგაულის ახალგაზრდული საკრებულოს ორგანიზებით) ;
13 მაისი-14 მაისი
10.00 -სათავგადასავლო კარვების ტური „ბორჯომ -ხარაგაულის ეროვნული პარკის“ ტერიტორიაზე((სპორტისა და ტურიზმის სამსახურის ორგანიზებით);
15 მაისი
19.00 -ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაზაფხულის სერიის ფინალი (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით);
20.00 – „მოდი ღამე მუზეუმში“ (ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით);
17 მაისი
15.00 - „მხიარულთა და საზრიანთა კონკურსი“, ხარაგაულის სასკოლო ლიგა (ფინალი) (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით);
18 მაისი
13.00 - ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ეროვნული სამოსით მსვლელობა ხარაგაულის ქუჩებში (ხარაგაულის კულტურის სამსახურის ორგანიზებით);
19.00 - ახალგაზრდული ფესტივალის „გაზაფხულის ხარაგაული“ საზეიმო დახურვა-კონცერტი ღია ცის ქვეშ (ფოიერვერკი) (კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით).