სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0011.JPG
08/08/2022 13:09

წმ.იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში დეკანოზი თომა (ლაცაბიძე) იმსახურებს

ტაძრის საზეიმო კურთხევა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა ,მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) ჩაატარა. მსახურებას ასევე ესწრებოდა  ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი ( ბოგვერაძე).  კურთხევის საზეიმო ცერემონიას, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , საპატიო სტუმრები, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის და ხარაგაულის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად ესწრებოდნენ.  ტაძარი ხარაგაულელმა ბიზნესმენმა მამუკა არევაძემ საკუთარი სახსრებით ააშენა. კობა ლურსმანაშვილი: ,,დღეს სადღესასწაულო დღეა, ხარაგაულს შეემატა შესანიშნავი ტაძარი, ეს ძალიან დიდი შენაძენია და ვულოცავ მთელ ხარაგაულს. მინდა მადლობა გადავუხადო არევაძეების ოჯახს, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობებით ახალი ტაძარი აჩუქეს ხარაგაულს, ასეთი ადამიანები დასაფასებლები არიან. ვუსურვებ ხარაგაულს მეტი ინიციატივიანი და შესაძლებლობების მქონე პიროვნებები ჰყავდეს, რომლებიც ხარაგაულისთვის მრავალი სიკეთის კეთებას შეძლებენ.“ ტაძრის კურთხევის შემდეგ, მრევლს სიტყვით მიმართა მეუფე მელქისედეკმა: ,,მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, დღეს არის ღვთისმშობლის დედის მიძინების,  წმინდა ანას ხსენების დღე, განსაკუთრებით უშვილოები შესთხოვენ იოაკიმეს და ანას შვილიერებას. ამ ტაძარში დადგინდება მსახურება, ჩატარდება წირვა და ტაძარი მოქმედი იქნება“- მიმართა მრევლს სიტყვით მეუფე მელქისედეკმა.    ლოცვის დასრულების შემდეგ მეუფე დოსითეოსმა ტაძრების მშენებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: ,,ტაძრის აგება არის ყველაზე დიდი ნიშანია იმის რომ ადამიანებმა უფლის გზა იპოვეს, დიდი მადლობა რომ მომეცა საშუალება ვყოფილიყავი ჩემს ხარაგაულელებთან ერთად და გამეზიარებინა ეს სიხარულის დღე. წმ იოაკიმე და ანა შეეწიოს ყველა ადამიანს ვინც გულით შემოხედავს ამ ტაძარს და პირჯვარს გადაიწერს, უფალმა ისმინოს თითოეული ჩვენგანის ლოცვა და თხოვნა.“ ახლად აშენებული ეკლესია ერთადერთია ხარაგაულში ,რომელიც წმინდა იოაკიმე და ანას სახელზეა აგებული. ახლად ნაკურთხ ტაძარში დეკანოზი თომა (ლაცაბიძე) იმსახურებს. ტაძარი მოქმედი იქნება და მასში წირვა ლოცვა ყოველ შაბათ - კვირას აღევლინება.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/297408673_453751343273758_1862433189532435611_n_1.png
06/08/2022 15:32

ყურადღება, წყალი დროებით შეწყდება

დაბის 24 საათიანი წყალმომარაგება სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს. ქსელის გამართული ფუნქციონირებისთვის აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვის-ცენტრი და მშენებელი კომპანია. როგორც ხარაგაულის სერვის - ცენტრიდან გვატყობინებენ, ახალ ქსელზე არსებული მცირე დაზიანებების გამო და დაბის ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარე მილხიდების და წყალამრიდების მშენებლობის პროცესში შესაძლებელია დრო და დრო მოხდეს წყლის წყვეტა. დღეს 16:00 საათზე წყალი დროებით შეუწყდება დაბა ხარაგაულის მოსახლეობას. სამუშაოების დასრულებისთანავე წყლის მიწოდება ისევ აღდგება. შეგახსენებთ წყლის დებეტი ჭარბია და შესაძლო წყვეტა არანაირად არ უკავშირდება წყლის დონის ვარდნას. ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ოფიციალური გრაფიკი, რაც  დილის 8 საათიდან 10 საათამდე და საღამოს 19 საათიდან 22 საათამდე წყლის მიწოდებას ითვალისწინებს, თუმცა ხარაგაულს წყალი სატესტო რეჟიმში 24 საათის განმავლობაში მიეწოდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვის-ცენტრი გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ შემქნილ მდგომარეობას და ბოდიშს გიხდით არსებული დისკომფორტის გამო.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/297225812_476319313831882_449878090607272727_n.jpg
05/08/2022 14:30

დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები ხარაგაულში

დილიდან, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები, ხარაგაულის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების თანამშრომლებთან ერთად,  ხარაგაულის ქუჩებს და სკვერებს ასუფთავებენ.  დასაქმების პროგრამაში ჩართული პირები , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში არიან გადანაწილებულები.   გაერთიანების, დირექტორის, ზაზა კაციტაძის ინფორმაციით, სოფლებში სოციალურად დაუცველი პირების დასაქმება დადებითად აისახა გაერთიანების  საქმიანობაზე.   გზის პირების მოვლა - დასუფთავება , სასაფლაოს,  არხების და სპონტანური ნაგავსაყრელების გაწმენდა - ასეთი სახის საზოგადოებრივ სამუშაოებს,  პროგრამის ბენეფიციარები, სოფლებში ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ.   შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.  ️  პროგრამაში ჩართვა არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. შესაბამისად, მოსარგებლის ოჯახს დახმარება 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება. ამასთან, პროგრამაში ჩართული ადამიანები დამატებით 300 ლარს იღებენ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/88162b30-6bdc-11e9-a242-77e53e8e61a2%20(1).jpg
04/08/2022 12:25

ხარაგაულს, სატესტო რეჟიმში წყალი უწყვეტად მიეწოდება

უკვე მეორე დღეა,  დაბა ხარაგაულის და დიდვაკის მოსახლეობას წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.  წყლის სატესტო გაშვება ამ ეტაპზე სტაბილურია და  წყალი 24 საათიან რეჟიმში 1125 აბონენტს მიეწოდება. კობა ლურსმანაშვილმა, დაბის 24 საათიან წყალმომარაგებასთან დაკავშირებით , ოფიციალური განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ 3 წლიანი პაუზის შემდეგ დაბა ხარაგაულში წყლის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში რამდენიმე დღეში განახლდებოდა. შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხარაგაულის სერვის ცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, წყლის დებეტი საკმარისია, სასმელი წყალი სტაბილურად მიეწოდებათ აბონენტებს, შეფერხებებს ადგილი არ ჰქონია, და პროცესი დამაკმაყოფილებელია. საღანძილეში მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში შიდა ქსელის სამუშაოებს  პროექტის 2ეტაპის  კონტრაქტორი კომპანია აწარმოებს. სასმელ წყალს ხარაგაული ლეღვნის სათავე ნაგებობიდან იღებს.   წყლის სატესტო გაშვება რამდენიმე დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც ხარაგაული 24 საათიან წყალმომარაგებაზე ოფიციალურად გადავა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_84.jpg
04/08/2022 12:11

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაიწყეს

მთავარი ფინანსური დოკუმენტის შედგენისათვის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, შესაბამისი კომისიის წევრებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ხარაგაულის მერიის მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები კვლავ ინფრასტრუქტურა, სოციალური და ჯანდაცვის სფერო, განათლება და კულტურა იქნება. მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით, შეხვედრის მთავარი მიზანი ბიუჯეტი სწორი და ეფექტური დაგეგმვაა, რომელიც მოსახლეობის ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული. „ვმუშაობთ მუნიციპალურ პროგრამებზე, რომელიც ხალხის ინტერესებზე იქნება მორგებული. ვფიქრობთ, ახალი იდეებისა და ინიციატივების განხორციელებას. ჩვენი მთავარი მიზანი, საბიუჯეტო სახსრების ეფექტური განკარგვაა. საბიუჯეტო პროცესი უკვე იწყება, რომელიც საბიუჯეტო კალენდრის მიხედვით, ყველა წესის დაცვით წარიმართება"-განმარტავს მერის პირველი მოადგილე.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98.jpg
04/08/2022 12:03

ხარაგაულში ხიდების შეღებვა მიმდინარეობს

ხარაგაულში, რკინიგზის და ავტოსადგურის ხიდებზე გარე განათების ბოძებისა და ხიდის მოაჯირის შეღებვის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ჩვენთან საუბრისას დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების უფროსი, ზაზა კაციტაძე  აცხადებს, მსგავსი სამუშაოები  დაბის ტერიტორიაზე მდებარე  ხიდებზე ეტაპობრივად გაგრძელდება. ასევე განახლდება სკვერებსა და ხიდებზე  გარე განათების მოწყობა-დამონტაჟება. სამუშაოებს ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება  აწარმოებს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot%202022-02-17%20165648%20(1)_1.png
04/08/2022 11:17

სკრინინგის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის E-60 ავტომაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის (F2) მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება, ხოლო პროექტის შეუფერხებლად განხორციელებისათვის საჭიროა ფუჭი ქანების სანაყაროს მოწყობა. აღნიშნულის გათვალისწინებით დაიგეგმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში მდ.ძირულას მარცხენა სანაპიროზე გამონამუშევარი ფუჭი ქანების №17 სანაყაროსა და ნაპირადმცავი ნაგებობის (ნაპირდამცავი ფლეთილი ქვის კონსტრუქციის) მოწყობის განხორციელება. წარმოგიდგენთ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფ.საქასრიაში საერთაშორისო მნიშვნელობის E60 ავტომაგისტრალის ბორითი-ხევის მონაკვეთის (F2) მშენებლობის პროექტის ფარგლებში გამონამუშევარი ფუჭი ქანების №17 სანაყაროს ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობის სკრინინგის განცხადებას. სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/414) .  დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შეგიძლიათ უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2022 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.   სანაყაროს სკრინინგის ანგარიში - ელ. ვერსია
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0368%20(1).JPG
03/08/2022 15:05

ხარაგაულის კინოთეატრში, კინოქალაქი ,,სინემა“ საზეიმოდ დაიხურა

კინოთეატრში, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და თბილისის მოსწავლეთა ეროვნული სასახლის, სტუდია ,,პიონერ ფილმის" მოსწავლეებმა ერთობლივი შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს.  მოეწყო ფილმის ,,რწყილი და ჭიანჭველას“ პრემიერა, რომელიც კინო ქალაქი ,,სინემა“-ს გადამღებმა ჯგუფმა ხარაგაულში გადაიღო. ფილმში ყველა პერსონაჟის ხარაგაულელები ასახიერებენ, მთავარი როლის შემსრულებლები კი პატარა მსახიობები: ანა ჭუმბურიძე და სოლომონ კურტანიძე არიან.  საზეიმო დახურვაზე წარმოდგენილი იყო თამაზ სანებლიძის ლექსების მიხედვით აწყობილი ლიტერატურული კომპოზიცია ,,კოკროჭინა იმერეთი“.  სტუდია"პიონერ ფილმის" ხელმძღვანელმა, გრიგოლ ჩიგოგიძემ აღნიშნა, რომ ხარაგაულში სტუმრობა ყოველთვის სასიხარულოა, რადგან, აქ გამორჩეულად თავაზიანი, ყურადღებიანი და სტუმართმოყვარე ადამიანები ცხოვრობენ.  გრიგოლ ჩიგოგიძე:,,ბედნიერები ვბრუნდებით თბილისში, საინტერესო და საოცარი დღეები გაატარეს ბავშვებმა, მათ არასოდეს დაავიწყდებათ და ყოველთვის სიხარულით გაიხსენებენ თითოეულ დღეს.“  მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორის, ჰამლეტ ბერაძის ინფორმაციით, კინო ქალაქ „სინემას“ წარმომადგენლებთან ერთად, ყოველი დღე საინტერესოდ დატვირთული იყო. განხორციელდა საინტერესო აქტივობები, ჩამოყალიბდა თბილი და მეგობრული ურთიერთობები,რომელიც მომავალში აუცილებლად გაგრძელდება. მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა, ჰამლეტ ბერაძემ, ,,პიონერ ფილმის" ხელმძღვანელ, გრიგოლ ჩიგოგიძესთან ერთად, ღონისძიების მონაწილე უმცროსი და უფროსი თაობის წარმომადგენლებს, სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადასცა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/town8.jpeg
03/08/2022 12:08

,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი” კარვების ბანაკში გიწვევთ

10 აგვისტოდან ლეღვანში ახალგაზრდული კარვების ბანაკი გაიმართება 10 აგვისტოდან ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ ორგანიზებით, სოფელ ლეღვნის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალგაზრდული კარვების ბანაკი გაიმართება.  ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორის, რევაზ შერგელაშვილის ინფორმაციით, ბანაკი 3 დღიანი იქნება და სპორტული აქტივობებით, გასართობი და ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაშებით იქნება დატვირთული.  ლეღვნის ახალგაზრდული ბანაკი 14 -დან 18 წლამდე ახალგაზრდებს მიიღებს. ბანაკში დაცული იქნება უსაფრთხოების წესები. კარვების ბანაკში ჩაწერა დაიწყო. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:592 11 82 99, 577 42 48 12.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_asdDSC0037aad.JPG
03/08/2022 11:16

სოფელ ნადაბურის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია იწყება

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა,  ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც  საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებელი სამშენებლო სამუშაოები, სოფელ ნადაბურში უახლოეს დღეებში დაიწყება.  ხელშეკრულება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა  და  მშენებელ კომპანია შპს „მეკას“  შორის გაფორმდა. პროექტის ღირებულება  515 ათასი ლარია.  საერთო ჯამში, ბეტონის საფარი გზის 2360 მეტრ მონაკვეთზე დაიგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ,  192 ათას 708 ლარის სამუშაოები შესრულდება. დარჩენილი ღირებულების სამუშაოები 2023 წელს განხორციელდება.    
სრულად