ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 4 ოქტომბერს დაბა ხარაგაულში, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კიბოს სკრინინგს გახორციელებს
სკრინინგის განმახორციელებელია შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი ჰერა
აქცია კონოთეატრის მიმდებარედ 10 საათიდან დაიწყება.
ბენეფიციარებს უფასო გამოკვლევა ჩაუტარდებათ.
უფასო გამოკვლევებში შედის:
ძუძუს კიბოს სკრინინგი: 40 - 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში ყოველ ორ წელიწადში ერთჯერ ან წინა გამოკვლევის დასკვნის შესაბამისად
გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს, ტელ: 22 17 96