დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა.
სხდომაზე დადებითად შეფასდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
ანგარიში ამავე სამსახურის უფროსმა ზურაბ ბანცაძემ წარადგინა.
დადებითად შეფასდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. ანგარიში საკრებულოს წევრებს, სამსახურის უფროსმა გიორგი ჭიპაშვილმა გააცნო.
სხდომაზე ასევე მოისმინეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ს „სათნოების სახლის“ ხელმძღვანელის , თამარ შავიძის ანგარიში, რომელიც დადებითად შეფასდა.
საკრებულოს წევრების მიერ დადებითად შეფასდა ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- ს „სამუსიკო სკოლის“-ხელმძღვანელის, ლალი ალექსიძის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული მეხუთე საკითხი წარადგინა , ინფრასტრუქტურისა და კეთილომოწყობის გაერთიანების სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ.
საკითხის თანახმად ცვლილება შვიდა „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 მარტის N 69. 69230813 განკარგულებაში.